კატეგორიები

გმირთა მემორიალი გახსნა თავდაცვის მინისტრმა კოჯორში

საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში, გაიხსნა. 

მემორიალი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილმა გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე და შვილიც ესწრებოდნენ.  


დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი სერჟანტთა მომზადების ცენტრის ძირითადი და შუალედური სასწავლო კურსების გამოშვების ღონისძიებას დაესწრნენ, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.


თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა წარჩინებული კურსდამთავრებულები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. ღონისძიების დასასრულს ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და სამხედრო განათლების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება: 


„სიმბოლურია, რომ სერჟანტთა მომზადების ცენტრი, ჩვენი გმირის - გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს. მინდა, დიდი პატივით მოვიხსენიო მისი სახელი. მადლობა მისი ოჯახის წევრებს მობრძანებისთვის. ეს, ჩვენ მოტივაციას და მაგალითს გვაძლევს, თუ როგორ უნდა ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ღირსება. მერწმუნეთ, რომ ვაჟკაცი, მტერიც კი, ამას ყოველთვის დააფასებს, ხოლო ლაჩარი მოწინააღმდეგე იმავეს ჩაიდენს, რაც ანწუხელიძის წინააღმდეგ ჩაიდინეს. ამიტომ, თითოეული ჯარისკაცის ღირსების საქმეა თავდადების, თავგანწირვის მაგალითი აჩვენოს. ახლა, ჯერი ჩვენზეა - ჩვენი პროფესიონალიზმითა და კვალიფიკაციით შევქმნათ ისეთი ჯარი, რომელიც მოქმედებებში ძალიან გონიერი, მობილიზებული იქნება. თქვენ, სწორედ ასეთი შეიარაღებული ძალების საფუძველი ხართ. თქვენ, ხართ ლიდერებს შორის ლიდერები. ამიტომ, თქვენს უნარებზე, თქვენს მაგალითზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეიარაღებულ ძალებს შევქმნით მომავალში. ეს ცენტრი ერთ-ერთი სამაგალითოა. მომავალში ვგეგმავთ, შევიმუშაოთ უკვე მეთაურთა, სერჟანტთა პროგრამები, რათა, 2018 წლიდან, მათ აქ აიმაღლონ კვალიფიკაცია და დახვეწონ შესაბამისი უნარები. ასე რომ, ჩვენი რეფორმები გადის სწორედ ლიდერებზე. სერჟანტი უნდა გახდეს წინამძღოლი არა მხოლოდ ომში და ჯარში, არამედ რეფორმებშიც. იცით, რომ ძალიან პრობლემურ რეგიონში ვცხოვრობთ, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვართ და, ბუნებრივია, ეს გამოწვევები ჩვენ მოდუნების საფუძველს არ გვაძლევს. ჩვენი უკვე გაცხადებული და დაწყებული ოპტიმიზაცია სწორედ იმას უკავშირდება, რომ რაც შეიძლება მეტად ავამაღლოთ ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა და კვალიფიკაცია. ამიტომ, მომავალი წლიდან ყველანაირი პირობა უნდა შევქმნათ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რათა ჩვენი საბრძოლო მზადყოფნა იყოს მაღალი, ნატოს სტანდარტებთან შესაბამისი. ჩვენ ძალიან ბევრ ინვესტიციასა და ენერგიას ჩავდებთ, სწორედ, ასეთი სასწავლო ინფრასტრუქტურის შექმნაში, განსაკუთრებით საუბარია წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრზე. ვაზიანშიც ვგეგმავთ სერიოზული სასწავლო ცენტრის შექმნას და, ბუნებრივია, სერჟანტთა მომზადების ცენტრიც ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება ჩვენთვის. ასე რომ, ჩვენი რეფორმა მიზნად ისახავს თითოეული ჯარისკაცისთვის ღირსეული პირობების შექმნას, რათა მან თავი იგრძნოს სახელმწიფოსგან დაფასებულად, რომელსაც ერი ენდობა თავის საქმეში - სამშობლოს და ქვეყნის დასაცავად“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

 

ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებული სამხედროები სერჟანტთა მომზადების ცენტრის კაპელანმა მამა გიორგიმ დალოცა.


სერჟანტთა მომზადების ცენტრში სასწავლო კურსები 26 სექტემბერს დაიწყო და 13 კვირას გაგრძელდა. მასში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სერჟანტებმა მიიღეს. ათეულის მეთაურის ძირითადი კურსი 71-მა სამხედრომ გაიარა, ოცეულის მეთაურის შუალედურ კურსს კი 34 სამხედრო დაესწრო. 13-კვირიანი სასწავლო პროგრამის განმავლობაში სერჟანტები თეორიულ მეცადინეობასთან ერთად პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც დაეუფლნენ.


საკარიერო კურსების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა საერთო საჯარისო ტაქტიკა, ოპერატიული ბრძანების მომზადება და განხორციელება, საცეცხლე მომზადება, საბრძოლო მომზადების ორგანიზება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, სამხედრო ტოპოგრაფია და კავშირგაბმულობა შეისწავლეს. ათეულის მეთაურის ძირითადი კურსის მსმენელებმა დამატებით პირველადი სამედიცინო დახმარება და სამწყობრო მომზადებაც გაიარეს.




ხანძარი თიანეთში - ადგილზე 25 მეხანძრე მუშაობს

თიანეთში ჟინვალის მისადგომებთან, სადაც გუშინ ხანძარი იყო, ცეცხლი კვლავ გაჩნდა. ინფორმაცია "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს.

პრემიერმა პრეზიდენტს ხანძრის ჩასაქრობად "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა.

ხანძარი თბილისში - ცეცხლი გლდანში გაჩნდა

თბილისში, გლდანში ხანძარია. ცეცხლი ხევში ბუჩქნარს უკიდია. ცეცხლი დაახლოებით 500 კვ.მ-ზეა გავრცელებული.

ბორჯომში, სტიქიის სამ კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა

ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის ცნობით, ბორჯომის ხეობაში სტიქიის სამ კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ხანძრის მასშტაბი მაინც დიდი რჩება.  

ხანძარი ლაგოდეხში - დამწვარია ნახევარი ჰექტარი ფართობი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

პატრიარქი სტიქიასთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის

სტიქიასთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოში პარაკლისს აღავლენს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. 

საქართველოში აზერბაიჯანმა დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოაგზავნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, ბაქოდან საქართველოში დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოიგზავნა. ინფორმაციას 1tv.ge აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ატენიხ ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად ტექნიკა ბორჯომის ხეობიდან წაიყვანეს

გორის მუნიციპალიტეტის ზემო ბოშურში ხანძარი 1 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ატენიხ ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად, ტექნიკა ბორჯომის ხეობიდან წაიყვანეს.

ატენში მაშველი-მეხანძრეების მობილიზება ხდება

ატენში ძლიერი ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "პირველს უთხრეს, რომ ადგილზე მაშველი-მეხანძრეების მობილიზება ხდება.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე სტიქიის ზონაში, ბორჯომის ხეობაში იმყოფება.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გლდანის VII მიკრორაიონში, ხიზანიშვილის ქუჩა N92-ის მიმდებარედ, დაზიანებულ მილზე აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

ატენის ხეობაში ხანძარია

გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, ზემო ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი 1 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ცეცხლი წიწვოვანი ტყის მასივს უკიდია.

მინისტრის თქმით, ბორჯომში მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მისი ინფორმაციით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა იქნება მობილიზებული.

ბელარუსის მიერ საქართველოში გამოგზავნილი ვერტმფრენი მსოფლიოში ყველაზე დიდია

ბელარუსის მიერ საქართველოში გამოგზავნილი ვერტმფრენი МИ-26 მსოფლიოში ყველაზე დიდია. ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი МИ-26, საქართველოში უახლოეს საათებში ჩაფრინდება.

ჯანსაღი ცხოვრების ფესტივალი მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო.

ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნება

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, შიდა ქართლის მსგავსად, ოკუპაციის მუზეუმები სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ხურჩაშიც გაიხსნება.

სომხეთიდან საქართველოში რვა სახანძრო ეკიპაჟი ჩამოვა

სომხეთიდან საქართველოში რვა სახანძრო ეკიპაჟი ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხურ მედიაზე დაყრდნობით 1tv.ge ავრცელებს. 

საქართველოს დასახმარებლად ვერტმფრენი ბელარუსმაც გამოაგზავნა

ხანძართან გასამკლავებლად საქართველოს ვერტმფრენი ბელარუსმაც გამოუგზავნა. ინფორმაცია "პირველს" შს სამინისტროდან აცნობეს.

ბორჯომის ხეობაში ღამის განმავლობაში ვერტმფრენები ვერ იმუშავებენ

ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ღამის განმავლობაში ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენები მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" პეკინის ქუჩაზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა. კომპანიამ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით განახორციელა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, ბოლო დღეებში გააქტიურდა მეწყერული მონაკვეთი.