NATO-ს სტანდარტები თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმის ძირითადი მიმართულებებია

NATO-ს სტანდარტები და ბიუჯეტის ეფექტური გადანაწილება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმის ძირითადი მიმართულებებია, განაცხადა გენშტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე,ბრიგადის გენერალმა სამხედროებთან საუბრისას შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის ფარგლებში ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ მტკივნეული პროცესის მიუხედავად, ოპტიმიზაციის უმთავრეს მიზანს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება წარმოადგენს. 


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური შტაბის უფროსმა შეხვედრები სენაკში, II მსუბუქ ქვეით ბრიგადასა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში, ასევე ხონში, II საარტილერიო ბრიგადაში გამართა.  

"გენერალური შტაბის უფროსი სამხედრო პოლიციის დასავლეთ და აღმოსავლეთ ბატალიონებში მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამხედრო პოლიციის ბატალიონებს უძლიერდებათ სამხედრო ფუნქციები და მათი დანიშნულება მხოლოდ პატრულირების განხორციელებითა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებით არ შემოიფარგლება.გენერლის თქმით, მათ მოვალეობებს მობილურობის მხარდაჭერის რეკოგნოსირების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ლტოლვილთა ნაკადისა და ტყვეთა დაცვის კონტროლის ფუნქციები დაემატება, რაც თავისთავად სამხედრო ელემენტებს მოითხოვს.რეფორმების შედეგად შემცირდება სახელფასო და ადმინისტრაციული ფონდი, გამოთავისუფლებული სახსრები კი სამხედრო პოტენციალის ამაღლებას მოხმარდება.თავის მხრივ, დასავლეთ სარდლობის სხვადასხვა სამხედრო დანაყოფის ხელმძღვანელობამ გენერალ ჩაჩიბაიას სამხედრო ნაწილებში არსებული ვითარება დეტლურად გააცნეს და თავდაცვის უწყებაში დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვეს",-აცნობეს "პირველს" უწყებიდან. 



მსხვერპლით დასრულებული ქველმოქმედება - მაროკოში მასობრივ ჭყლეტაში 15 ადამიანი დაიღუპა

მაროკოში, ეს-სუვეირას პროვინციაში მდებარე სოფელ სიდი ბოულამალში ერთ-ერთი ორგანიზაციის მხრიდან არაორგანიზებულად გამართული საქველმოქმედო აქცია მსხვერპლით დასრულდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

პოლიცია ისრაელის პრემიერს დაკითხავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრს დღეს პოლიციაში დაკითხავენ. ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციაში ადანაშაულებენ. გამოძიების მტკიცებით, ისრაელის მთავრობის მეთაურმა ბიზნესმენებისგან ძვირდღირებული საჩუქრები მიიღო.

 

 

საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის მშენებლობა დასრულდა

მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში - საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 8,5 კმ-იანი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა.

ჩინეთის ელჩი - გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს აღმშენებლობაში დიდ როლს ასრულებს

გიორგი კვირიკაშვილი დიდ როლს ასრულებს საქართველოს აღმშენებლობაში - ეს განცხადება ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის გაყვანის სამუშაოების დასრულების პრეზენტაციაზე საქართველოში ჩინეთის ელჩმა გააკეთა.

უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტაციასთან დაკავშირებით საელჩო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირველი" უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს გუნდი საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირის თასის მფლობელია

საქართველოს პარლამენტის წევრების და აპარატის თანამშრომლების საფეხბურთო გუნდმა თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, საპარლამენტთაშორისო ფეხბურთის ტურნირზე ფინალური შეხვედრა გამართა მასპინძელ ნაკრებთან, რომელიც ფრედ 2-2 დასრულდა.

ანსამბლი "შვიდკაცა" "გოლდენ სტეიტის" მატჩს გახსნის

ქართველი კალათბურთელის, NBA-ის ჩემპიონის, ზაზა ფაჩულიას საპატივსაცემოდ, გოლდენ სტეიტის არენაზე, ერთ-ერთი მატჩის წინ, ქართული ანსამბლი "შვიდკაცა" ამერიკის ჰიმნს და რამდენიმე ქართულ სიმღერას შეასრულებს.

23 ნოემბერს პატრიარქი 600-ზე მეტ ბავშვს მონათლავს

გიორგობის დღესასაწაულზე საყოველთაო ნათლობა გაიმართება და 600-ზე მეტი ბავშვი მოინათლება,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

ავღანეთში "თალიბანის" ციხიდან 30 ადამიანი გაათავისუფლეს

ავღანეთში "თალიბანის" ციხიდან 30 ადამიანი გაათავისუფლეს. ჰელმანდის პროვინციაში სპეცოპერაცია ავღანეთისა და უცხო ქვეყნების სპეცდანიშნულების რაზმმა ერთად ჩაატარეს. ინფორმაციას "როიტერსზე" დაყრდნობით 1tv.ge ავრცელებს.

გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქციის გამოფენა გაიმართა

გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქციის გამოფენა თბილისში, "ივენთ ჰოლში" გაიმართა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მისი მოადგილეები – გიორგი ხანიშვილი და იური ნოზაძე  დაესწრნენ.

 

განათლების მინისტრის ერთ-ერთი საყვარელი ფილმი დევიდ ლინჩის Mulholland Drive-ია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამერიკელ რეჟისორს დევიდ ლინჩს შეხვდა. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, ისეთი მაღალი რანგის რეჟისორის ვიზიტი, როგორიც ლინჩია, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია.

რუსთავში, ჩართულ სარეცხ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - დამწვარია საცხოვრებელი სახლი

რუსთავში, შარტავას გამზირზე, ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ჩართულ სარეცხ მანქანას ცეცხლის გაუჩნდა.

ზიმბაბვეს პრეზიდენტი მმართველი პარტიის ლიდერის პოსტიდან გადააყენეს

ზიმბაბვეში მმართველმა პარტიამ პრეზიდენტი რობერტ მუგაბე ლიდერის პოსტიდან გადააყენა. აღნიშნული თანამდებობა ვიცე-პრეზიდენტმა დაიკავა. 

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს. ბესიკ ამირანაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-22 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა.

შსს: თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

მიხეილ ჩხენკელი - ახალი საერთაშორისო კინოაკადემია რეგიონის ინტელექტუალური ცენტრი გახდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ახალი საერთაშორისო კინოაკადემია რეგიონის ინტელექტუალური ცენტრი გახდება.

 

მარიამ ჯაში ამერიკელ რეჟისორს, დევიდ ლინჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტს დღეს ოფიციალური ვიზიტით ამერიკელი რეჟისორი ​დევიდ ლინჩი და დევიდ ლინჩის ფონდის (DLF) დელეგაციის წევრები ესტუმრნენ.

ირანის, თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიის კრიზისის დაძლევაზე მსჯელობენ

ირანის, თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სირიის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. სამმხრივი შეხვედრა, თურქეთში, ქალაქ ანტალიაში ცოტახნის წინ დაიწყო.

თბილისის მერი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გრიგოლ ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში ახორციელებს.

ამერიკელი გენერალი ტრამპის უკანონო ბრძანების შესრულებას არ აპირებს

აშშ-ის სტრატეგიული ძალების მეთაურის ჯონ ჰაიტენის თქმით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი უკანონო ბრძანებას გასცემს, ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, მაშინ ის პრეზიდენტის ამ დავალებას არ შეასრულებს.