კატეგორიები

საინჟინრო ბრიგადას გერმანიის თავდაცვის სამინისტროსგან სპეციალური მანქანები გადაეცა

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადას სპეციალური სადეკონტემინაციო სატვირთო მანქანები გადასცა. 

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი დაესწრნენ. 


"ჩვენ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს გერმანიასთან. ეს ქვეყანა პირველი იყო, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა აღიარა. ჩვენ გვაქვს საუკეთესო თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.განსაკუთრებით გამოვარჩევდი საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში გერმანული მხარის აქტიურობას. წლების წინ დავიწყეთ გერმანიასთან ქიმიურ, ბიოლოგიურ და რადიაციულ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე გახლდით უწყებათაშორისი კომისიის თავჯდომარე აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით. ვიცი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სფეროს თანამედროვე სამყაროში და ამ სფეროში უსაფრთხოების და თავდაცვის უზრუნველყოფას. დღეს ჩვენ გადმოგვცეს სპეციალური ტექნიკა, რომელსაც სწორად გამოვიყენებთ და ეს ერთგვარი საფუძველი იქნება მომავალში ექსპერტების დონეზე უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან გერმანიასთან. მინდა გამოვხატო მზადყოფნა, რომ აქტიურად ვიქნები პროცესში ჩართული, რათა ყველანაირი პირობები შეგიქმნათ წარმატებული საქმიანობისთვის მომავალში. დარწმუნებული ვარ თქვენი პროფესიონალიზმი, მონდომება და ენერგია, რასაც ამ საქმეში ჩადებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება",-განაცხადა ლევან იზორიამ.


რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართვის შემდეგ გერმანული მხარის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქართული რქბ ასეულის გაწვრთნასთან და ტექნიკის გადმოცემასთან დაკავშირებით.


„მასობრივი დაზიანების საფრთხე 21-ე საუკუნეში აქტუალურია.დასნებოვნებულ ტერიტორიებზე რეაგირებას არსებითად დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ამოცანის შესასრულებლად ჩამოყალიბდა ქვედანაყოფი, რომელიც გერმანელების აქტიური ჩართულობით დაარსდა. დღეს წარმოდგენილი ტექნიკა ამ ამოცანების გადაწყვეტაში დაგვეხმარება. ეს პროგრამა ასევე დაგვეხმარება ნატოსთან თანამშრომლობის საკითხში კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ,“ - აღნიშნა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.


ქართველ ინსტრუქტორთა ჯგუფმა მომზადების პირველი ეტაპი გერმანიაში 2014 წლის მარტსა და აპრილში გაიარა. გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ ასევე, გამოყო მატერიალურ-ტექნიკური დახმარება, რომელიც მოიცავს სპეციალურ სადეკონტემინაციო სატვირთო მანქანებს.


"ეს ტექნიკა საბაზისო საფეხურს ქმნის იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ამ სახის ტექნიკისა და შეიარაღების განვითარება. რადიოაქტიური და ქიმიური თავდაცვითი შეიარაღების განხორციელება მხოლოდ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ შეიარაღებულ ძალებს შეუძლია. ამ სფეროში გერმანული მხარე ცდილობს აქცენტი ორი მიმართულებით დახმარებაზე გააკეთოს.აღნიშნული ტექნიკა საშუალებას აძლევს პირად შემადგენლობას, შეასრულოს ის ფუნქცია-მოვალეობები, რაც მათ ეკისრებათ და მხარდაჭერის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. გარდა ტექნიკისა, გერმანული მხარე ქართულ მხარეს იმ თეორიული საფუძვლების შესწავლაში დაეხმარება, რომლის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა,”-განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩიმ.


სპეციალური ტექნიკა ორმაგი დანიშნულებისაა. მისი გამოიყენება შეიძლება როგორც საბრძოლო სიტუაციაში კატასტროფების ლიკვიდაციისთვის, ტერიტორიების, შენობების, ინდივიდუალური აღჭურვილობის, ტექნიკის, ჯავშანტექნიკის და პერსონალის დასუფთავება/გაუნებელყოფაში, ასევე სამოქალაქო თავდაცვის სფეროში - ხანძართან ბროლის დროს, სხვადასხვა ეპიდემიების, კატასტროფების და მსგავსი შედეგების ლიკვიდაციისთვის.


ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკო.


საზეიმო ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე, გერმანიის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც იოსებ ნოლტე და შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის მეთაური, კაპიტანი ბეგლარ იაკობიძე.





საქართველოს პრემიერი და გერმანიის კანცლერი სხვადასხვა სფეროში არსებულ საკითხებს განიხილავენ

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი ბერლინში ხვალინდელი შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრებენ".

თავდაცვის მინისტრმა Invictus Games-ში გამარჯვებულები დააჯილდოვა

საერთაშორისო პარაოლიმპიური ტიპის სპორტული თამაშების „Invictus Games“ ორგანიზატორების თხოვნით, თავდაცვის მინისტრმა 100-მეტრიან დისტანციაზე მსუბუქ ათლეტიზმში გამარჯვებული კანადელი და ავსტრალიელი სპორტსმენები დააჯილდოვა.

ლევან დავითაშვილი ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში ამომრჩევლებს შეხვდა

"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი ვაზისუბნის დასახლების მე-2 მიკრორაიონის მე-20 კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

განათლების მინისტრის მოადგილე ქუთაისში გამართულ სამეცნიერო პიკნიკს დაესწრება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში, 27 სექტემბერს, 15:00 საათზე,  ქუთაისში გამართულ სამეცნიერო პიკნიკს დაესწრება. 

2018 წლის ოლიმპიადიდან რუსეთის ჩამოშორებას უკვე 36 ქვეყანა ითხოვს

2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის ჩამოშორებას უკვე 36 ქვეყნის ანტისადოპინგო სამსახური ითხოვს.

პოლიტოლოგის განცხადებით, რუსეთი საქართველოს დესტაბილიზაციის კერად წარმოჩენას ცდილობს

ნიკა ჩიტაძე რუსეთის მიერ  ნატოს საქართველოში გააქტიურებასთან და დესტაბილიზაციის საფრთხესთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადება საინფორმაციო ომის ნაწილი უფრო იყო, ვიდრე მუქარის შემცველი.

მერია დიღმის პარკში ხეების მოჭრის ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს

თბილისისი მერია “ნაციონალური მოძრაობის” დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატის გივი კუბლაშვილისგანცხადებას დიღმის ტყე-პარკში ხეების მოჭრის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის” ბინძურ პიარ კამპანიას უწოდებს.

ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმს 17 ქვეყნის 130 მეცნიერი დაესწრება  

UNESCO-ს ღონისძიებათა ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება. 

დეპუტატის განცხადებით, ადამიანის ღირსება სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, კონსტიტუციაში ადამიანის უფლებათა თავში პირველ მუხლად განისაზღვრა ადამიანის ღირსება , რაც მიანიშნებს, რომ ის სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია.

რომან კაკულია: გამოიკვეთა სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაზე საქართველოს მოქალაქეების როლი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას თქმით, კონსტიტუციაში გამოიკვეთა სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაზე საქართველოს მოქალაქეების როლი.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, ახალი კონსტიტუცია მოქალაქეების თავდაცვის ძლიერ სისტემას აყალიბებს

თელავის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით უზრუნველყოფილი და განმტკიცებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის, დემოკრატიული კონტროლის მაღალი სტანდარტი. 

მიხეილ ყაველაშვილი: სპორტი უნდა იდგას ძლიერ სამართლებრივ საფუძველზე

დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებაზე სახელმწიფოს ზრუნვის მიზანი არის გრძელვადიანი და შედეგზე ორიენტირებული. სპორტი უნდა იდგას ძლიერ სამართლებრივ საფუძველზე.

ბათუმში კონფერენცია „არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2017“  ჩატარდა

ბათუმში მე-4 საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიისა და შავი ზღვების სატრანსპორტო დერეფანი 2017“ გაიმართა.

ზვიად კვაჭანტირაძე: ახალი კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ უფლებებს დაიცავს

პოლიტიკური საბჭოს წევრის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით დარეგულირდა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებისა და განვითარების საკითხი.

კახა კუჭავას თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრიორიტეტული ხდება გარემოს დაცვის უფლება

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრიორიტეტული ხდება გარემოს დაცვის უფლება და ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომა.

პროკურატურამ საქველმოქმედო გამოფენას უმასპინძლა

მთავარმა პროკურატურამ ფსიქოთერაპიისა და ფსიქორეაბილიტაციის დღის ცენტრის „კერას“ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა.

გრიგოლ ლილუაშვილი: კონსტიტუციაში განმტკიცდა თვითმმართველობების განვითარების საკითხი

დეპუტატ გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში განმტკიცდა ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებისა და დეცენტრალიზაციის საკითხი. 

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკის განცხადებით, ინტერნეტსივრცეში - http://ubani.ge/ გავრცელდა ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განცხადება, რომელზე დატანილი ინფორმაციაც არ შეესაბამება "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" კანონის მოთხოვნებს.

ბოლნისში ენტეროვირუსის გამო 12 საბავშვო ბაღი დაიხურა

ბოლნისში ენტეროვირუსის გავრცელების გამო, პრევენციის მიზნით თორმეტმა საბავშვო ბაღმა მუშაობა დროებით შეაჩერა.

დაბა კაზრეთში მინიფეხბურთის ტურნირი "არემჯის თასი 2017" გაიმართა

დაბა კაზრეთში გუშინ სტარტი აიღო კომპანია "არემჯის" ტრადიციულმა ტურნირმა მინიფეხბურთში, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა.

საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო

საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. რეგისტრაცია 119 დეპუტატმა გაიარა, საიდანაც 117-მა ხმა მისცა ახალ კონსტიტუციას.