კატეგორიები

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 7.6%-ით გაიზარდა

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოს 6 350 825 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 7.6%-ით მეტია.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომელმაც 2016 წლის სტატისტიკა შეაჯამა. 



როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2016 წელს საქართველოს 6 350 825 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2015 წელთან შედარებით 449 731-ით მეტია. ( ზრდა+7.6%).



მისივე თქმით, 2016 წელს 19%-ით გაიზარდა იმ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, რომლებმაც საქართველოში 24 საათი და მეტი დაჰყვეს და მათმა რაოდენობამ 2 714 773 შეადგინა, რაც 432 802-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით.



ჩოგოვაძის განცხადებით, 2016 წელს საქართველოში მოგზაურთა საუკეთესო ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი 1 523 075 (+9.3%), სომხეთი 1 496 246 (+1.9%), თურქეთი 1 254 089 (-9.9%), რუსეთი 1 037 564 (+12.0%) და უკრაინა 172 631 (+21.8%).



"აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა მილიონს. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბრის პერიოდში გამოირჩეოდნენ ლატვია +24%, ლიტვა +16%, ჩეხეთი +15%, ბულგარეთი +12% და გერმანია +11%. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან ირანი (+485%), ინდოეთი (+199%), საუდის არაბეთი (+116%), ფილიპინები (+89%), ომანი (+75%) და ჩინეთი (+46%)", - განაცხადა ჩოგოვაძემ.



მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. 2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.7 მილიარდ (1 684 914 617) აშშ დოლარს (ზრდა +11.7), რაც 177 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმიდან შემოსავალი 2016 წლის საბოლოო მონაცემებით 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.



როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.3% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%.



"2016 წლის თერთმეტი თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1 479 633 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +10.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა",-განაცხადა ჩოგოვაძემ.




უკრაინელი პოლიტიკოსი სააკაშვილის დახვრეტის ინიციატივით გამოდის

უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერის, უმაღლესი რადას დეპუტატის ოლეგ ლიაშკოს განცხადებით, თუ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შეღწევას შეეცდება, ის უნდა დაიხვრიტოს.

თენგიზ კაპანაძე: „მაკდონალდსი“ ხარისხის კომპრომისზე არასოდეს წავა!“

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად, მედიის დღის წესრიგში მოწინავე ადგილი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის საკითხებმა დაიკავა.

მთაში სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო.

საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის საგნობრივი მეთოდიკის კურსში ტრენინგი მიმდინარეობს

საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის საგნობრივი მეთოდიკის კურსში „აქტიური სწავლება საგნებში“ ტრენინგი მიმდინარეობს.

ქართველი მეკარე გიორგი ლორია მახაჩყალის „ანჟიში“ იჯარის საფუძველზე ითამაშებს

რუსულ საფეხბურთო კლუბებს „კრილია სოვეტოვსა“ და „ანჟის“ შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, ქართველი გიორგი ლორია მახაჩყალის კლუბის კარს იჯარის საფუძველზე 2017/18 წლის სეზონის ბოლომდე დაიცავს.

23 აგვისტოდან საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

23 აგვისტოდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში უთხრეს.

„სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე“ სკოლის დირექტორთა რეგისტრაცია გამოცხადდა

„სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ 2017 წლის 9-10 სექტემბერს თბილისში,  სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ჩატარდება.

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით რამდენიმე უბანს შეეზღუდება.

 

აზერბაიჯანმა ქართველი მეხანძრეების დასახმარებლად ვერტმფრენი გამოგზავნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, ბორჯომში, სოფელ დაბასთან ტყის ხანძრის ჩასაქრობად, ბაქომ ვერტმფრენი გამოგზავნა.

ბიზნესმენს 6 წლის წინ ზედმეტად გადახდილი დღგ დაუბრუნდა

ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს მფლობელი პაატა კვიჟინაძე შემოსავლების სამსახურის მიერ 2011 წელს ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხის დაბრუნების შემდეგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს ფეისბუკზე.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.3910 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3895 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში  0.15 თეთრი შეადგინა.

დღეს გაზმომარაგება 230 აბონენტს შეუწყდა

დღეს, 21 აგვისტოს, 16:30 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა მთაწმინდის რაიონში, ვეძინისა და თხინვალის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას. 

22 აგვისტოს გაზმომარაგება 1260 აბონენტს დროებით შეუწყდება

სამშაბათს, 22 აგვისტოს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება 1260 აბონენტს დროებით შეუწყდება.

რუსეთი აფხაზებს სამხედრო ქონებას კონტრაქტების საფუძველზე გადასცემს

რუსეთმა აფხაზებთან კონტრაქტები გააფორმა, რომელთა საფუძველზეც სოხუმის დე ფაქტო მთავრობას სამხედრო ქონებას გადასცემს.

სააკაშვილი ირწმუნება, რომ უარი თქვა ევროპის ქვეყნებისგან შეთავაზებულ მოქალაქეობაზე

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ უკრაინაში 10 სექტემბერს დაბრუნდება.

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

ახალი ინვესტიცია 200 მილიონ ლარს მოიცავს და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული სასტუმრო-პროექტია.

ხელვაჩაურში გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პირველი ეტაპი დასრულდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პირველი ეტაპი დასრულდა.

ხელვაჩაურში, სარფის სანაპიროზე სახალხო დღესასწაული "კოლხობა 2017" აღინიშნა

კოლხობას ტრადიციულად ისტორიული ლაზეთის ნაწილში, სარფისა და გონიოს ტერიტორიაზე ზეიმობენ. მასში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული ფოლკლორული ჯგუფები.

ლავროვი არ აპირებს, ჯავრი ამერიკის მოქალაქეებზე იყაროს

რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის მხრიდან რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის საპასუხოდ აცხადებს, რომ მოსკოვი რიგით ამერიკელებზე „ჯავრს არ იყრის“.

თურქეთი და ირანი ქურთებს ერთობლივად შეუტევენ

ირანი და თურქეთი ქურთების ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ერთობლივ სამხედრო ოპერაციებს გეგმავენ.

ხაშურში ხანძარი ლიკვიდირებულია

ხაშურის კავშირგაბმულობის ძველ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად 150 კვ.მ ფართობი დაიწვა. ინფორმაცია "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.