პროკურატურა მაგდა პაპიძის საქმის ხელახლა განხილვის საფუძველს ვერ ხედავს

მთავარი პროკურატურა მიიჩნევს, რომ ქმრისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის საქმის ხელახლა განხილვის საფუძველი არ არსებობდა. 

ამით საგამოძიებო ორგანომ სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება შეფასა, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის საჩივარი დაუშვებლად სცნეს.

 

მთავარი პროკურატურის განცხადებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2016 წლის 4 ივლისს მაგდა პაპიძე ერთხმად სცნო დამნაშავედ ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და ორი პირის განზრახ მკვლელობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ“ და მესამე ნაწილის "ა“ ქვეპუნქტებით.    


"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, გ.ფერაძის ქუჩა N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის N10 ოთახში მაგდა პაპიძემ თავის არეში უროს რამდენიმე ჩარტყმით განზრახ მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა არასრულწლოვანი შვილი, 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც ცხედრები ეზოში გაიტანა და შეეცადა წაეშალა დანაშაულის კვალი.2016 წლის 6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სასჯელის დანიშვნის სხდომა და მოსამართლემ მაგდა პაპიძეს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.ზემოაღნიშნული განაჩენი გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც დაცვის მხარე ითხოვდა ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმებას, საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის და დანიშნული სასჯელის გაუქმებას.ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრის შესაგებელში მიუთითებდა, რომ მაგდა პაპიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტი ემყარებოდა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს და იყო დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი იყო კანონიერი, შესაბამისად არ არსებობდა ვერდიქტის გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაცვის მხარის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი"-აცნობეს "პირველს" უწყებიდან. 


სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მაგდა პაპიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა 2016 წლის ივლისში მიესაჯა. 

 

ოკუპირებულ ცხინვალში ზღუდერის ეკლესიაში ხატები დაამტვრიეს

19-20 ნოემბერს ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიაში ინციდენტი მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ეკლესია შეურაცხყვეს, დაამტვრიეს ხატები და ტრაპეზი, შესაწირიდან თანხა გაიტაცეს.

არგენტინული წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოები კრიტიკულ ფაზაში შევიდა

ერთი კვირის წინ გაუჩინარებული არგენტინის საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოები კრიტიკულ ფაზაში გადავიდა. ნავში, სადაც 44-წევრიანი ეკიპაჟი იმყოფება, ჟანგბადის მარაგი უკვე იწურება.

პატრიარქი: გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ქადაგებისას, გუშინდელ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. უწმინდესის განცხადებით, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა.

აშშ-ში სუტენიორს 472 წელი – ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში კოლორადოს სასამართლომ 31 წლის ბროკ ფრანკლინს, სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით, 472 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ფრანგული სამხედრო ფრეგატის "გეპრატის“ კაპიტანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფრანგული სამხედრო ფრეგატის "გეპრატის“ კაპიტანს ჟაკ მალარის, კაპიტნის თანაშემწეს ვიქტორ სებაუნის და საფრანგეთის ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა.

ბათუმში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი "გეპრატი" შემოვიდა

დღეს ბათუმში თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის მრავალფუნქციური ფრეგატი "გეპრატი" შემოვიდა.

ალპანა-ცაგერის მონაკვეთზე მისაბმელიანი მანქანებისა და ავტობუსების მოძრაობა იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ალპანა-ცაგერის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

ინდოეთში სტუდენტის თვითმკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა

ინდოეთის უნივერსიტეტში სტუდენტის თვითმკვლელობის გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. აქციის მონაწილეები იმ ლექტორებს უპირისპირდებიან, რომელთა მხრიდან ბულინგმაც სტუდენტი სუიციდამდე მიიყვანა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად თეიმურაზ კუპატაძე დანიშნა. გიორგი გახარიას თქმით, ახალი ხელმძღვანელი დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად გაართმევს თავს.

"სარაჯიშვილმა" მასშტაბური სპეცოპერაციის გამო TRILOGY-ს საზეიმო წარდგენის ღონისძიება გადადო

კომპანია "სარაჯიშვილმა" მასშტაბური სპეცოპერაციის გამო გუშინ დაგეგმილი TRILOGY-ს საზეიმო წარდგენის ღონისძიება დროებით გადადო. 

სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

სპეცოპერაციით დაზარალებულებს საქართველოს საპატრიარქო დაეხმარება თუ არა, უცნობია

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცრაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაზარალებულ მოქალაქეებს დაეხმარება თუ არა საქართველოს საპატრიარქო, ამ ეტაპზე უცნობია.

პატრიარქმა მოსაყდრე დაასახელა

დღეს გიორგობის დღესასწაულზე ქაშუეთში მიბრძანებულმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წირვის დაწყებამდე მრევლს თავისი დადგენილება გააცნო. 

საქართველოსა და ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრს ური არიელს შეხვდა.

ევროსაბჭოს დელეგაცია დემოკრატიული სწავლების დანერგვის პროცესს N42 საჯარო სკოლაში გაეცნო

ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის დელეგაცია დემოკრატიული სწავლების დანერგვის პროცესს N42 საჯარო სკოლაში გაეცნო.

გუშინდელი გაძვირების შემდეგ ნავთობი ისევ იაფდება

აშშ-ის ნავთობის მარაგების შემცირების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე გუშინდელი მაღალი ნახტომის შემდეგ ნავთობზე მსოფლიო ფასები კლების მიმართულებით წავიდა.

თურქეთში სამი ქართველი დააკავეს

თურქეთში ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი იზმირის პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას 1tv.ge თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება.

სპეცოპერაციის დროს ოთხი დაჭრილი ადამიანის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ოთხი დაჭრილი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სპეცრაზმელები რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.

სპეცოპერაციის ადგილზე, დაახლოებით, 8 ბინას სრული რეაბილიტაცია სჭირდება

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, საცხოვრებელი კორპუსი, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა დაათვალიერეს. მათი განცხადებით, გარეგანი დათვალიერების შედეგად, დაახლოებით 8 საცხოვრებელ ბინას სრული რეაბილიტაცია სჭირდება.

სასტუმროები სპეცოპერაციით დაზარალებულებს დახმარებას გაუწევენ

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ რამდენიმე სასტუმრომ და კერძო პირმა გამოთქვა დაზარალებულთათვის უსასყიდლოდ ფართის დათმობის მზაობა.