ივანე ჯავახიშვილის ალბომის პრეზენტაცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.

ალბომში შესულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ივანე ჯავახიშვილის პირადი საარქივო ფონდის მასალა, რომელიც მოიცავს სამართლისა და ეკონომიკის ტერმინებს.


ტერმინები შედგენილია ივანე ჯავახიშვილის მიერ ისტორიულ საბუთებზე, წყაროებზე და ხელნაწერებზე დაყრდნობით. გამოცემა მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს. პროექტი განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ. 


 თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, ალბომში შესულია 1800-ზე მეტი ტერმინი ეკონომიკისა და სამართლის მიმართულებით თავისი განმარტებებით.


"გამოქვეყნდა უნიკალური მასალა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტში, განსაკუთრებით, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ასევე ჩვენს მეცნიერებს, იმ საქმიანობისთვის, რომელიც მათ გასწიეს ამ ალბომის გამოცემისთვის", - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.


 ალბომის იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელია იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. ალბომის რედაქტორია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა აბაშიძე.


"გაჩნდა იდეა, რომ ივანე ჯავახიშვილის არქივში დაცული ბარათები, რომელიც ეხებოდა იურიდიულ და ეკონომიკურ ტერმინოლოგიას, გამოცემულიყო ფოტოტიპური სახით და ახალგაზრდებს, სტუდენტებს, მეცნიერებს ჰქონოდათ საშუალება გაცნობოდნენ ივანე ჯავახიშვილის დიდ მემკვიდრეობას არამარტო ნაბეჭდი სახით, არამედ სწორედ ფოტოტიპური სახით და ენახათ, როგორ მუშაობდა დიდი მეცნიერი ამ ტერმინოლოგიაზე, რა შესწორებები შეჰქონდა თავის ხელით", - აღნიშნა ზაზა აბაშიძემ.


ალბომში შესულია 1845-მდე ტერმინი, რომელიც დალაგებულია ანბანის მიხედვით და მითითებული აქვს საარქივო ერთეულის ნომერი. თითოეული ტერმინი დაწერილია ცალკეულ ბარათზე, წყაროს მითითებით. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის მანუჩარ გუნცაძის განცხადებით, ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში, მსგავსი ტერმინების რაოდენობა გაცილებით მეტია, მაგრამ ალბომში შესულია მხოლოდ ის ბარათები, რომელიც უშუალოდ ივანე ჯავახიშვილის ხელითაა დაწერილი. 


"ამით მოხდა ერთის მხრივ, ამ მასალის დაცვა და მეორეს მხრივ, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის ბიოგრაფიას სწავლობენ, გამარტივდა წვდომა მასალაზე, რომელთა დიდი დიდი ნაწილი აქამდე გამოქვეყნებული არ იყო",-აღნიშნა მანუჩარ გუნცაძემ.


ალბომი მკვლევრებს, ასევე ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობით დაინტერესებულ საზოგადოებას გაუადვილებს ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში დაცულ მასალაზე წვდომას და ხელს შეუწყობს სამართლისა და ეკონომიკის ტერმინებზე მუშაობას.





მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მექსიკაში, კალიფორნიის ყურეში მაგნიტუდით 6.3 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მოწმე: სამსონ ქუთათელაძეს ბიზნესგარიგებებზე უთანხმოება ჰქონდა

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმე ჩვენებაში ყვება, რომ ქუთათელაძეს რამდენიმე ბიზნესგარიგებასთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდა.

სოფო კილაძე საკონსტიტუციო რეფორმაზე Human rights watch-ის შეფასებას არ ეთანხმება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, Human rights watch-ის ანგარიშში ბევრ ისეთ საკითხზეა ყურადღება გამახვილებული, რაზეც ხელისუფლებამ იცის, რომ რეფორმებია გასატარებელი.

გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური შვეიცარიის კონფედერაციას 22-24 იანვარს ეწვევა.

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-23 იანვარს, ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა.

სროლას ოდესაში მსხვერპლი მოჰყვა

ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი პოლიციელი დაიჭრა ოდესის ცენტრში ორმხრივი სროლის შედეგად. ინფორმაციას უკრაინის ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

რუსეთმა აზერბაიჯანში შეიარაღების ახალი პარტია გაგზავნა

აზერბაიჯანმა რუსეთისგან შეიარაღების ახალი პარტია მიიღო, ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ბრიუსელში მიგრანტები პოლიციელებს თავს დაესხნენ

ბრიუსელში მიგრანტები პოლიციელებს თავს დაესხნენ. დაშავებულია ორი პოლიციელი.

ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრით დაასრულა.

გიორგი კვირიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის დასახელებას გამორიცხავს

"შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის დასახელება გამორიცხულია", – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

დაკავებულ მომღერალს ბრალი დაუმძიმდა

გმირთა მოედანზე მდებარე რესტორან „აღაში" 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ საბა სამუშიას ბრალი დაუმძიმდა. ინფორმაციას imedinews ავრცელებს.

მინსკში ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

ბელარუსის პოლიციამ მინსკის აეროპორტში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. დაკავებულები ე.წ. კანონიერი ქურდები არიან.

ლონდონში სინათლის ფესტივალი გაიხსნა

ინგლისის დედაქალაქში სინათლის ფესტივალი დაიწყო. ლონდონის ღირსშესანიშნაობებს ღამით, ანიმაციური პროექციით ანათებენ. ასევე, განათდება ცნობილი სატელეფონო ჯიხურები.

ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საკითხზე, უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.

 

„საქართველოს კარიტასის“ ბენეფიციარები თეატრში იმყოფებოდნენ

გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მხარდაჭერით, „საქართველოს კარიტასის“ ბენეფიციარები თეატრში იმყოფებოდნენ, სადაც დაესწრნენ სპექტაკლს „მართლა“.

რუსთავში ქალაქის 70 წლის იუბილეს ზეიმობენ

დღეს რუსთავში, ნათლისღების დღესასწაულთან ერთად, ქალაქის 70 წლისთავსაც ზეიმობენ. ქალაქის სტატუსი რუსთავს 1948 წლის 19 იანვარს მიენიჭა.

ნიუ-მექსიკოს შტატში სამგზავრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაღუპულია ხუთი ადამიანი

ნიუ-მექსიკოს შტატში სამგზავრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ხუთი კი დაიღუპა.

პელე ჰოსპიტალიზებულია

ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე ჰოსპიტალიზებულია.

 

ირაკლი კობახიძე უკრაინაში ქართულ დიასპორას შეხვდა

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ძალადობის ბრალდებით თბილისში ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.