საქართველო "გაზპრომისგან" ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად თანხას მიიღებს

საქართველომ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით"გაზპრომთან" ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას გულისხმობს.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ  რამდენიმერაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს მთავრობამ "გაზპრომისგან" არსებული გარემოებების გათვალისიწნებით ოპტიმალური წინადადების მიღება შეძლო. 


"მთავრობამ იმსჯელა შემოთავაზებაზე და მიიიღო ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება. ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება, იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ასევე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად. ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშსწორება. არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება. რაც შეეხება კონკრეულ ფასს, შეიძლება ითქვას, რომ ფინანსური თვალსაზრისით დაახლოებით იგივე შედეგს ვიღებთ, რასაც ნედლეულის მიღების შემთხვევაში ვიღებდით. თანხობრივად საერთო ჯამში, ფინანსური შედეგი იგივე იქნება. საინტერესო და მნიშვნელოვანია ის, რომ საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მოცულობებისთვის ფასი 215 დოლარის ნაცვლად, 185 დოლარი იქნება",- განაცხადა კახა კალაძემ.


რუსულ კომპანია "გაზპრომთან" ხელშეკრულების ვადა დეკემბერში ამოიწურა. ძველი კონტრაქტის მიხედვით, ქართული მხარე სომხეთში გამავალი გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს იღებდა.



ზაზა სოფრომაძე: ყველა დაღუპული იდენტიფიცირებულია

ბათუმში მომხდარ ხანძარს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძე გამოეხმაურა. მან არ გამორიცხა, რომ "ლეო გრანდში" მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება.

პრემიერ-მინისტრი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება

ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურ ზურაბ პატარაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება.

პრეზიდენტი - შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

შს მინისტრი: სასტუმროში სახანძრო ნორმები დარღვეული იყო

შს მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში მომხდარ ხანძარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ადგილზე სახანძრო ნორმები დარღვეული იყო. მინისტრი საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პირების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

შსს ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება.

პრემიერი შემთხვევის ადგილზე იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თვითმფრინავი, ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამო, ბრიუსელიდან, თბილისის ნაცვლად, პირდაპირ ბათუმში დაჯდა.

პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი ამ წუთებში ბათუმში დაჯდა

საქარველოს პრემიერ -მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის თვითმფრინავი ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამო ბრიუსელიდან თბილისის ნაცვლად პირდაპირ ბათუმში დაჯდა.

სასტუმროდან 120 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

სასტუმრო "ლეო გრანდიდან", სადაც ხანძარი გაჩნდა, 120 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

რამდენიმე თვის წინ "ლეო გრანდი" ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის უქონლობის გამო დააჯარიმეს

ვრცელდება ინფორმაცია რომ ტურიზმის დეპარტამენტმა რამდენიმე თვის წინ სასტუმრო "ლეო გრანდი" ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არ არსებობის გამო დააჯარიმა. ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ხანძრის დროს სასტუმროში "მის საქართველოს" კონკურსანტები იმყოფებოდნენ - ყველა უსაფრთხოდაა

ბათუმში, "ლეო გრანდში" "მის საქართველოს" კონკურსანტები იმყოფებოდნენ. ისინი უვნებლად არიან და მათი ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

შსს: სასტუმრო "ლეო გრანდში" გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად წინასწარი ინფორმაციით გარდაცვლილია 12 ადამიანი - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამო, მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925

სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში გაემგზავრა

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში, შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა. სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა.

ხანძრის დროს დაშავებულები საავადმყოფოებში ინტოქსიკაციით გადაიყვანეს

ბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებულ არცერთ ადამიანს დამწვრობა არ აღენიშნება. ისინი საავადმყოფოში საავადმყოფოებში ინტოქსიკაციით გადაიყვანეს.

"ლეო გრანდიდან" დამსვენებლები სხვა სასტუმროებში გადაჰყავთ

"ლეოგრანდიდან" დამსვენებლები სხვა სასტუმროებში გადაჰყავთ - ინფორმაციას ქალაქის მერი ლაშა კომახიძე ავრცელებს.

სამი მეხანძრე საავადმყოფოშია გადაყვანილი

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა.

ხანძართან დაკავშირებით შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ბათუმში სასტუმროში ხანძრის შედეგად მეხანძრე დაშავდა

ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

აჭარაში 12 ათასი აბონენტი გაზის გარეშეა დარჩენილი

შეზღუდვა გაზმომარაგებაში. ბუნებრივი აირი აჭარის რეგიონში 12 ათას აბონენტს არ მიეწოდება.

ქედაში სამ დაკარგულ კაცს ეძებენ

ქედის მუნიციპალიტეტში გამგეობა სამ მამაკაცს ეძებს, რომლებიც ახლობლები ინფორმაციით საზაფხულო სახლში გუშინ წავიდნენ, დღეს დილიდან კი მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.