კატეგორიები

"გაზპრომთან" შეთანხმებაში ასახული ანაზღაურება, ტრანზიტორ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილის განცხადებით, "გაზპრომთან" მიღწეული შეთანხმების თანახმად, ტრანზიტორ ქვეყნებს შორის საქართველოს ანაზღაურება ერთ-ერთი საუკეთსეა. 

ვალიშვილის განმარტებით, საფასურის ანაზღაურება, გაზის ფასზე გავლენას არ იქონიებს. 


"ჩვენ შემთხვევაში მონეტიზაციაზე წინააღმდეგი არ ვიყავით, უბრალოდ, მაქსიმალური ფინანსური მოგების მიღების მიზნით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომ შედეგიანობა ყოფილიყო იმ ფორმით, რაზეც დღეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. აქცენტი კომერციული მოლაპარაკებების ფორმატზე იყო, გვინდოდა სამართლიანი საფასური მიგვეღო იმ ხარჯების ასანაზღაურებლად, რომელსაც ვწევთ ამ მომსახურებისთვის და ეს შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. შესაბამისად, ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულებაში აისახე არის ერთ ერთი საუკეთსეო, რასაც ტრანზიტორი ქვეყანა იღებს გაწეული მომსახურებისთვის. გარდა ამისა გვინდოდა გაზის მოწოდების კონტრაქტის მიბმა არ ყოფილიყო ამ სატრანზიტო საფასურზე, რაც ასევე განხორციელდა. რაც შეეხება საფასურის ანაზღაურებას, ეს არის ფინანსური მოლაპარაკებები, რაც გაზის ფასზე გავლენას არ იქონიებს“, - განაცხადა ვალიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.


დღეს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, საქართველომ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით"გაზპრომთან" ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას გულისხმობს. 


რუსულ კომპანიასთან არსებული ძველი კონტრაქტის მიხედვით, ქართული მხარე სომხეთში გამავალი გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს იღებდა.




საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღს მომდევნო კვირაში დაასახელებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღს მომდევნო კვირაში დაასახელებს. 

ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება მუნიციპალიტეტებს

2017 წლის 19 აგვისტოს, ღამის 03:00 საათზე, 5 წუთით, სისტემაში მიმდინარე რეჟიმული გადართვების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება მუნიციპალიტეტებს.

თბილისში საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ 5 ჩინელი ქალი გამოკითხვაზე გაიდაიყვანეს

თბილისში, ნიკო ნიკოლაძის №5-ში მდებარე მასაჟის სალონში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. რის შემდეგაც 5 ჩინელი ქალი პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.

GEM FEST-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებზე გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შპს "არტ პლატფორმას" მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის "GEM FEST" ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. 

შსს-მ "ნიკორას" დაყაჩაღების ფაქტი გახსნა

შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.ო., ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე, მიმდინარეობს.

გერმანიაში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

გერმანიის ქალაქ ვუპერტალ-ელბერფელტში, უცნობი პირიქუჩაში ადამიანებს თავს დანით დაესხა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაიჭრა.

ბათუმის ბულვარში სამეწარმეო მარკეტი გაიხსნა

დღეს ბათუმის ბულვარში "სტარტაპ მარკეტი" გაიხსნა. სამეწარმეო მარკეტის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „აწარმოე საქართველოს“ დირექტორთან, მარიანა მორგოშიასთან ერთად დაესწრო.

შსს-ს წყალზე მაშველებმა 12 საათის განმავლობაში ურეკში 52 ადამიანი გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ურეკში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 12 საათის განმავლობაში, 52 მოქალაქის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის იყო საქართველოს 25 და უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე.

"ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია

პარტია "ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია უხელმძღვანელებს.

ფინეთში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა

ფინეთის ქალაქ ტურკუში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა. ინციდენტის ქალაქის ცენტრში მოხდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2017 წლის 17 აგვისტოს, ბარსელონაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გაუძღვება

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით ის შეხვედრას გაუძღვება, რომლის მიზანია საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის  დაკვეთით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  დაბა ლაითურში წყალსადენის ქსელის მოწყობა დაიწყო. 

მკვლელობაში ბრალდებულის დედა შიმშილობის დაწყებას აანონსებს

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხადრ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილის დედის, ნინო შავგულიძის თქმით, თუ მისი შვილის უდანაშაულობა არ დამტკვიცდება, შიმშილობას დაიწყებს.

მობილური ექსტენცია სამეგრელოს რეგიონში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის "მობილური ექსტენიცა" ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის სოფლებში ადგილობრივებს კონსულტაციები გაუწიეს.

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განხილეს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საზოგადოებას წარუდგინა "საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი".

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.3895 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3885 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 თეთრი შეადგინა.