კატეგორიები

აზერბაიჯანი სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად დაფინანსებას ზრდის

აზერბაიჯანის ხელისუფლება ქვეყნის თავდაცვის სისტემასა და შეიარაღებული ძალების სიძლიერეს ყოველწლიურად ზრდის. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

ალიევის თქმით, ქვეყანა ომის მდგომარეობაშია და აღნიშნა, რომ მიუხედავად კრიზისისა და ნავთობის ფასის კლებისა, არმია თანამედროვე იარაღით და ტექნიკით აღიჭურვება. 


მიმდინარე წელს აზერბაიჯანის თავდაცვისა და ეროვნულ უსაფრთხოების დაფინანსება გაზრდილია 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 187 მილიონი მანათით, ან 6,9%-ით რაც 2,9 მილიარდ მანათს შეადგენს.


ფინანსთა სამინისტროში როგორც განაცხადეს, აღნიშნული თანხიდან მილიარდ 270 მილიონი მანათი თავდაცვაზე მოდის, 111 მილიონ 929 ათასი მანათი - ეროვნულ უსაფრთხოებაზე, 2 მილიონ 642 ათასი მანათი თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევის სფეროზე, მილიარდ 257 მილიონ 616 ათასი მანათი კი, სხვა კატეგორიების დაფინანსებაზე.


აღნიშნული თანხების დიდი ნაწილი ახალი სახეობის იარაღისა და ტექნიკის შეძენას მოხმარდება. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რაც აზერბაიჯანის 2016 წლის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და მომავალ გამოწვევებს ეძღვნებოდა.


"აზერბაიჯანი თავის სამხედრო პოტენციალს გაზრდის, მათ შორის თანამედროვე იარაღის მიღების თვალსაზრისით. დღესდღეობით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მსოფლიოს ძლიერ არმიათა რიგებში შედის, როგორც ბრძოლისუნარიანობის, ასევე ტექნიკური აღჭურვილობის თვალსაზრისით“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.


ალიევის თქმით, "ბაქო თანამედროვე სახის იარაღს ფლობს, რომელსაც მაღალი სიზუსტე და დამანგრეველი ძალა გააჩნია".


აზერბაიჯანის სამხედრო სფეროს დაფინანსების გაზრდა ქვეყნის სათავეში ილჰამ ალიევის მოსვლის შემდეგ დაიწყო, შესაბამისად, წლიდან წლამდე უფრო მეტ თანამედროვე იარაღსა და ტექნიკას ყიდულობს ქვეყანა.


ავტორიტეტული სამხედრო გამოცემების თანახმად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 2003-2007 და 2008-2012 წლებში სამხედრო პროდუქციის იმპორტის მოცულობა 21%-ით გაიზარდა. გამოცემის თანახმად, სამხედრო პროდუქციის იმპორტის ზრდა აზერბაიჯანის ხარჯზე მოხდა, რადგან ის რეგიოენში ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც იმპორტი 155%-ით გაზარდა, რითაც მან მსოფლიო იმპორტიორთა შორის 48-ე ადგილიდან 35-ზე გადაინაცვლა. ქვეყნების პირველი ხუთეული, საიდანაც ბაქო სამხედრო ტექნიკას და მფრინავ აპარატებს შეისყიდის რუსეთი, ისრაელი, პაკისტანი, უკრაინა და თურქეთია. 


ექსპერტები აზერბაიჯანის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერებას სომხეთთან არსებული კონფლიქტით ხსნიან. მათი შეფასებით, სანამ მთიანი ყარაბაღის საკითხი არ გადაწყდება, აზერბაიჯანი იძულებული იქნება თავისი სამხედრო სიძლიერე გაზარდოს.



ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილი დაკავებულია

ესპანური მედია ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ტვიტერზე, სავარაუდო ეჭვმიტანილის დაკავების ამსახველი ვიდეოც ვრცელდება.

პუშკინის ქუჩაზე პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

პუშკინის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლები, ერთ-ერთ დაწესებულებაში, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

ქუთაისის ვიცე-მერი გრიგოლ დალაქიშვილი ვიცე-გუბერნატორად დაინიშნა

ქუთაისის ვიცე-მერი გრიგოლ დალაქიშვილმა ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა.

ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია

ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილის ვინაობა ესპანური მედიისთვის ცნობილი გახდა. წინასწარი ინფორმაციით ეს დრის უკაბირია.

პარლამენტის თავმჯდომარე ესპანელ ხალხს უსამძიმრებს

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბარსელონას ტერაქტის დროს 13 ადამიანი დაიღუპა

ბარსელონაში, ტერაქტის შედეგად 13 ადამიანის დაღუპვისა და ათობით ადამიანის დაშავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რადიო Cadena SER. აღნიშნული ინფორმაცია, ამ დრომდე, სხვა მედიასაშუალებების მიერ არ დასტურდება.

პრემიერი ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილებმა მძევლები აიყვანეს

ბარსელონას რესტორანში ორი შეიარაღებული პირი შევარდა და მათ, სავარაუდოდ, მძევლები აიყვანეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბარსელონას იმ უბანში, რომელიც ტურისტებით არის დატვირთული, მიკროავტობუსი ხალხს შეეჯახა.

ბარსელონას ტერაქტთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბარსელონაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით საკონსულოს ცხელ ხაზს აქვეყნებს: +34687661274.
 
 

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან კაცი გადმოვარდა

ბათუმში,  ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან კაცი გადმოვარდა.

ტერაქტის ადგილზე ბარსელონაში საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან (video)

"ქრონიკა" ცოტა ხნის წინ ესაუბრა ერთ-ერთ ქართველს, რომელიც ბარსელონაში ტერაქტის ადგილიდან ას მეტრში იმყოფებოდა.

ბარსელონაში ტერაქტია, არიან დაღუპულები

ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ სატვირთო მანქანის ფეხითმოსიარულეებზე დაჯახებას ტერაქტად აფასებს. ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" სააგენტო AFP-ზე დაყრდნობით ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, სროლის ხმა ისმის.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება განადგურებულია

მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა.

თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია ჭავჭავაძის N82-ში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისის მთავრობამ ნებართვა გასცა 8 ხის მოჭრასა და 6 ხის გადარგვის შესახებ.

საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს როტაცია განხორციელდა

თავდაცვის სამინისტროს "არმიჰოლში" საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა.

ტექნიკური სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება 150 აბონენტს დროებით შეეზღუდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 18 აგვისტოს 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალაში არსებული ე.წ. "ნახალოვკის დასახლების" კერძო სექტორის მოსახლეობას.

ხმაურის ნორმების დარღვევის 35 ფაქტზე შსს-მ რეაგირება მოახდინა 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე, აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის შესახებ მიღებულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინეს.

პუტინი ანექსირებულ ყირიმში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 18 აგვისტოს ანექსირებულ ყირიმს ეწვევა.

მერობის კანდიდატისთვის ჭავჭავაძის ქუჩაზე მწვანე ნარგავების მოჭრის ფაქტი დაუშვებელია

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ჭავჭავაძის 82-ში მწვანე ნარგავების მოჭრის ფაქტს განცხადებით ეხმიანება.

ცესკოს თავმჯდომარე ჯო სი ბაქსტერის ჯილდოზეა წარდგენილი

საარჩევნო პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ჯო სი ბაქსტერის ჯილდოზეა წარდგენილი.

გეგმური სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.