კატეგორიები

საზღვარგარეთ გაწეული მომსახურება საქართველოში დღგ–ით არ იბეგრება

საქართველოში მოქმედი ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესის დაბეგვრის თავისებურებებზე სააგენტო „პირველი“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილს ესაუბრა.

ექსპორტის ხელშეწყობა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამ კუთხით საინტერესოა, რომ მომსახურების ექსპორტის კუთხით რამდენიმე კომპანია წარმატებით საქმიანობს. რას აკეთებს სახელმწიფო ასეთი კომპანიების მხარდაჭერის მიმართულებით? 


ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების საქმიანობა, რომელთა ბიზნესი ექსპორტზეა ორიენტირებული. სულ ახლახან, პირველ ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს ჰქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ორი კომპანიის: „არვატო ცეერემ საქართველოსა“ და „ალტერ ვეის“ წარმომადგენლებთან.


კომპანია „არვატო“ წამყვანი საერთაშორისო სერვის-პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც ბიზნეს კლიენტებს 40-მდე ქვეყანაში, 30 ენაზე უწევს მომსახურებას და კონსულტაციას ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებაში. „არვატო ცეერემ საქართველო“ ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვეა საქმიანობს და მის მიერ ქვეყანაში 3 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციაა განხორციელებული. დღეს ,,არვატო ცეერემ საქართველო“ თბილისის ოფისიდან უზრუნველყოფს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ-რითეილერი კომპანიის მომხმარებლის გაყიდვებისა და ტექნიკურ მხარდაჭერას. კომპანიაში დასაქმებულია 130 ადამიანი, ხოლო მომავალი 2 წლის განმავლობაში თანამშრომელთა რაოდენობის 500-მდე გაზრდა იგეგმება.


რაც შეეხება „ალტერ ვეის“ - კომპანია ონლაინ სარეკლამო მომსახურების გაწევის მიზნით, პარტნიორობას უწევს ისეთ საერთაშორისო ბრენდს, როგორიცაა კომპანია Google (ირლანდიის რეზიდენტ იურიდიულ პირთან Google Ireland Ltd-ის სახით). Google Ireland Ltd-დან მიღებულ სარეკლამო ინფორმაციას/კონტენტს კომპანია ათავსებს საკუთარ ვებგვერდზე და უზრუნველყოფს მისი მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომობას.


ორივე შემთხვევაში, აღნიშნული მომსახურება თავისი შინაარსით წარმოადგენს ექსპორტზე ორიენტირებულ ბიზნესს. ჩვენი საგადასახადო კანონმდებლობა, აღნიშნული მომსახურებისთვის ხელსაყრელ დაბეგვრის რეჟიმს ითვალისწინებს, რაც კარგი სტიმულია ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარებისა და ახალი პროექტების წამოწყებისთვის.



კონკრეტულად რა ტიპის საგადასახადო შეღავათზეა საუბარი?


საუბარია დამატებული ღირებულების გადასახადზე. ორივე შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლებმა ფინანსთა სამინისტროს მომართეს წინასწარი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, ჩაითვლებოდა თუ არა მათ მიერ გაწეული მომსახურება მომსახურების ექსპორტად და მოუწევთ თუ არა მათ გაწეულ მომსახურებაზე დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა, რაზეც მიიღეს დადებითი დასკვნა. კერძოდ, საზღვარგარეთ გაწეული მომსახურება საქართველოში არსებული საგადასახადო კანონმდებლობით არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით. ვფიქრობთ, ეს კიდევ უფრო გაამარტივებს და ხელს შეუწყობს აღნიშნული კომპანიების საქმიანობას, მეტ რესურს მისცემს მათ განვითარებისთვის. უახლოეს მომავალში ამ თემაზე მომზადდება და გამოქვეყნდება საჯარო გადაწყვეტილება, რომელიც ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მსგავსი ტიპის საქმიანობას ახორციელებენ საქართველოში.



ზოგადად, რა პერსპექტივა აქვს ასეთი ტიპის მომსახურების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში?


ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით არის ძალიან ხელსაყრელი საგადასახადო პირობები და გარემო. სწორედ ეს გახდა მაგალითად, კომპანია „არვატოს“ საქართველოში შემოსვლის ერთ-ერთი მიზეზი. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ბიზნესი მომავალშიც მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან როგორც საკანონმდებლო დონზე, ისე საგადასახადო ადმინისტრირების დონეზე და კომპანიებს მომავალშიც მაქსიმალურად გამარტივებული საგადასახადო რეჟიმის პირობებში შეეძლებათ მუშაობა.




პრემიერი დაზვერვის სამსახურს პროფესიულ დღეს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაზვერვის სამსახურს პროფესიულ დღეს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

თბილისში დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას

ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში, რომლიდან შემოსული თანხაც ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას.

"სითი პარკის" მიერ დაჯარიმებული შშმ პირი კომპანიის ავტოსადგომზე შეუძლოდ გახდა

"სითი პარკის" მიერ დაჯარიმებული მეორე ჯგუფის შშმ პირი, რომელსაც საქარე მინაზე შშმ პირობის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდა გაკრული, კომპანიის საჯარიმო ავტოსადგომზე 5 საათზე მეტი გააჩერეს, რის გამოც ის შეუძლოდ გახდა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არ მიიღებენ იმ ნორმას, რომელსაც უარყოფითი შეფასება ექნება

"არ ვაპირებთ ნორმის მიღებას, რომელსაც ექნება ვენეციის კომისიის უარყოფითი შეფასება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ შრი-ლანკაში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, შრი-ლანკის დემოკრატიულ-სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქ კოლომბოში ორმხრივი შეხვედრები გამართა.  

ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობას გააღრმავებს

"ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობას", - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუამ.

კომიტეტის თანათავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციის პროექტში ბევრი შეკითხვაა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარის საჯად კარიმის განცხადებით, კონსტიტუციის პროექტში ბევრი შეკითხვაა და მისი ზოგიერთი ასპექტი წინააღმდეგობრივია.

პირველი ვიცე-პრემიერი ჩინეთის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები განიხილა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუასთან.

დელისის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს, დელისის ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება, უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად გამოცვალა. 

თემქაზე მომხდარი კაცის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თემქაზე დაჭრილი აშშ-ის მოქალაქის, 26 წლის კაცის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო.

პასპორტის უქონლობის გამო, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ვერ გაასაჩივრებს

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პასპორტის უქონლობის გამო, ის ხელისუფლების მიერ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას სასამართლოში ვერ გაასაჩივრებს.

გომბორის ტყეში, სავარაუდოდ, ხანძარია

გომბორის ტყეში, სოფელ სასადილოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანება შეინიშნება. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

სააკაშვილმა ანტისემიტური განცხადების გამო პრესმდივანი გაათავისუფლა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, ანტისემიტური განცხადებების გამო, პრესმდივანი დარინა ჩიჟი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულებისთვის 459 ათასი ლარი გამოიყოფა

ბათუმში, 16 აგვისტოს გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, თხევადი გაზის სადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა ნახევარ მილიონამდე ლარით დაეხმარება. 

გომბორის ტყეში, სავარაუდოდ, ხანძარია

გომბორის ტყეში, სოფელ სასადილოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანება შეინიშნება. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

სააკაშვილის თქმით, პოროშენკოს ადმინისტრაციის შენობაში ნაღდი ფულის საწყობია

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის შენობაში ნაღდი ფულის საწყობია.

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო გაიხსნა

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო გაიხსნა, საპატიო კონსულად კი "რომპეტროლ საქართველოს" მფლობელი ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი დაინიშნა.

მზიურის პარკთან ავარია მოხდა

მზიურის პარკთან ავარია მოხდა. მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს დაეჯახა.

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გორიჯვრის მთის ფერდობზე ხანძარია

გორიჯვრის მთის ფერდობზე ხანძარია. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს გაუჩნდა. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

თბილისის მერი დავით ნარმანია, საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან  ერთად, ჩუღურეთის რაიონში ახლად გახსნილ N69 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა.