რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მეოთხე მოადგილე დანიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მეოთხე მოადგილედ მალხაზ თორია დაინიშნა. გუბერნატორის პრესსამსამხურის ინფორმაციით, ალექსანდრე მოწერელიამ ადმინისტრაციის თანამშრომლებს ახალი მოადგილე დღეს წარუდგინა.

ლანჩხუთში 500-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება

ლანჩხუთში 500-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მაისიდან მოუგვარდება. ადგილობრივი მოსახლოების უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ სამუშაოები უკვე დაიწყო.

ბათუმში ძლიერი ქარის დროს ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ძლიერი ქარის დროს ხახულის მეორე ჩიხში მშენებარე კერძო საცხოვრებელი სახლიდან ორი მამაკაცი გადმოვარდა.

გადახდილი სახურავები, მოგლეჯილი მცენარეები - ბათუმში ძლიერი ქარია

ბათუმში, ხალვაშის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, მცენარე ავტომობილების გადაადგილებას აფერხებს. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.

 

ჭუბერში სტიქიით დაზარალებული 17 ოჯახიდან 14-მა კომეპნსაცია მიიღო

ჭუბერში, გასული წლის ივლისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული 17 ოჯახიდან 14-მა ოჯახმა კომპენსაცია მიიღო.

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ჭკვიანები კამერები დამონტაჟდება

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ახალგაზრდის დაღუპვის შემდეგ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონული სამმართველოს უფროსს ზვიად სვანიძეს შეხვდა.

კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია.

ნინოწმინდიდან სომხეთის საზღვრამდე მონაკვეთზე და ახალქალაქი -კარწახის გზაზე მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნინოწმინდიდან სომხეთის საღვრამდე მონაკვეთზე და ახალქალაქი -კარწახის გზაზე მოძრაობა აღდგა.

სუს-ში საკადრო ცვლილებები დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები დაიწყო.

ხონის მერია მოსახლეობას აფრთხილებს

ხონის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას აფრთხილებს.

ხულოში ხანძრის შედეგად 5 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლებში საცხოვრებელი სახლი დაეწვა. შემთხვევის დროს ოჯახის წევრები შენობაში არ იმყოფებოდნენ.

ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს

ახალციხეში 14 იანვარი - სახელმწიფო დროშის დღე, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ აღნიშნეს.

ქუთაისში სილამაზის სალონი დაიწვა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სილამაზის სალონი დაიწვა.

ზუგდიდში გრიპის სიმპტომებით ორი ადამიანი მართვით სუნთქვაზეა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სულ 35 ადამიანი მკურნალობს, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

გიორგი გახარია ძველი სტილით ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ძველი სტილით ახალ წელს, საოკუპაციო ხაზთან შეხვდა. 

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. 

ბათუმში მე-11 სართულიდან ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-11 სართულიდან შუახნის ქალი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

 

პრეპარატ "ტამიფლუს" უფსოდ გაცემა აჭარის რეგიონში დაიწყო

პრეპარატ "ტამიფლუს" უფსოდ გაცემა აჭარის რეგიონში დაიწყო - ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ლენტეხ-ბავარის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატრებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ8-კმ24 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახება მკვეთრად გაიზარდა

ქუთაისში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახება მკვეთრდა გაიზარდა.