რეგიონი

შსს-ს წყალზე მაშველებმა 12 საათის განმავლობაში ურეკში 52 ადამიანი გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ურეკში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 12 საათის განმავლობაში, 52 მოქალაქის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის იყო საქართველოს 25 და უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე.

"ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია

პარტია "ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია უხელმძღვანელებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის  დაკვეთით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  დაბა ლაითურში წყალსადენის ქსელის მოწყობა დაიწყო. 

ბათუმში 58 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალურ სახლში“ 58 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადასცა. 

"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, სოფელ ხვითში ფერმერმა ტექნიკა-აღჭურვილობა შეიძინა

"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, გიორგი ბასილიძემ,  სოფელ ხვითში 5,2 ჰა მიწის ფართობზე არსებული მეურნეობისთვის, ახალი ტრაქტორის, მულჩირისა და საწამლი აპარატურის შესაძენად 17 928 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო.

ქუთაისის ვიცე-მერი გრიგოლ დალაქიშვილი ვიცე-გუბერნატორად დაინიშნა

ქუთაისის ვიცე-მერი გრიგოლ დალაქიშვილმა ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა.

ნინო წილოსანის ინიციატივით გურულებს უფასო კვლევები "საჩხერის სამედიცინო ცენტრში" ჩაუტარეს

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარის, ნინო წილოსანის ინიციატივით, გურიის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქციები გრძელდება. აქციის ფარგლებში 30-მდე პაციენტს დამატებითი გამოკვლევები "საჩხერის სამედიცინო ცენტრში" ჩაუტარეს.

აფეთქების შედეგად დაზარალებულებს აჭარის მთავრობა დაეხმარება

ბათუმში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს აჭარის მთავრობა დაეხმარება. ამის შესახებ განცხადება მედიასთან დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გააკეთა.

ოკაცის კანიონთან რუსი ტურისტების მანქანა აფეთქდა

ოკაცის კანიონთან რუსი ტურისტების მანქანა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას ბლოგერი გურამ შეროზია ავრცელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბავშვებთან ერთად, საადრეო ყურძნის რთველში ჩაერთო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში, გვარაში აგროსერვის ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად, საადრეო ყურძნის მოსავლის აღებაში ჩაერთო.

ბათუმში აფეთქებისას დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას ერთ-ერთი დაშავებული ისევ მართვით სუნთქვაზეა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულს სხეულის 90% აქვს დამწვარი.

ჩაქვში ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ჩაქვში ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ამის შესახებ "პირველს" აგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ადგილზე გაეცნო.

ინფრასტრუქტურული პროექტები ქობულეთის მუნიციპალიტეტში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ქობულეთში, საღორია-ქაქუთის გადასასვლელ მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

ბათუმში ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ბათუმში ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში გაზგასამართ სადგურსა და საცხოვრებელ სახლებში არსებული ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს.

თელავში მშენებარე სპორტულ კომპლექსთან მისასვლელი ახალი გზა იგება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თელავში მშენებარე მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსთან მისასვლელად ახალ გზას აგებს. 

ხორნაბუჯში, სამრეკლოსა და ზემო ქედში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს

დედოფლისწყაროში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ფხოველიშვილი და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები.

GEM Fest-ზე დასაქმებულებმა ანაკლია-განმუხურის ხიდი გადაკეტეს

მუსიკალური ფესტივალის "GEM Fest"-ის ბილეთების კონტროლიორებმა ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გადაკეტეს.  ფესტივალზე დასაქმებულები ხიდზე მჯდომარე საპროტესტო აქციას მართავენ. 

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ღამის 00:00 სთ-დან დილის 06:00სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდშინ მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.