რეგიონი

ჩინეთის სოფლის მეურნეობის ჯგუფის ლიდერები მარნეულში იმყოფებოდნენ

მარნეულის სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი დაათვალიერეს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა,ლევან უჯმაჯურიძემ და ჩინეთის სოფლის მეურნეობის ჯგუფის ლიდერებმა, მარნეულში,სოფელ შულავერში.  

ქობულეთში სარკინიგზო გადასასვლელზე 8-9 დეკემბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე, "საქართველოს რკინიგზა" აწარმოებს სამუშაოებს, რის გამოც 8-9 დეკემბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე "ჩელე არენაზე" საფეხბურთო მატჩს დაესწრო

ქობულეთის რევაზ ჩელებაძის სახელობის "ჩელე არენაზე" საფეხბურთო კლუბები ქობულეთის "შუქურა" და ბოლნისის "სიონი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სამშაბათს.


ქობულეთში ორი ახალი ბაღი გაიხსნა

ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა ქობულეთში. ბაღის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. ხუცუბნის ბაღის მშენებლობისთვის 434 000, ქობულეთის ბაღისთვის კი - 397 000 ლარი დაიხარჯა.

წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად რეგიონებში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ფრანგული კომპანია SUEZ-ის რეგიონული ფილიალის წარმომადგენლებს შეხვდა სამშაბათს. 

მაღალმთიან აჭარაში საგანგებო შტაბები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ
ხულოს მუნიციპალიტეტში მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, რომლის მეშვეობითაც სოფლებთან დამაკავშირებელი გზები იწმინდება. გზის გაწმენდა ასევე მიმდინარეობს წედისა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.
ხელვაჩაურში 50-ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცა

ხელვაჩაურში 50-ეკომიგრანტ ოჯახს ბინები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დევნილთა მინისტრთან სოზარ სუბართან და ხელვაჩაურის გამგებელთან ნადიმ ვარშანიძესთან ერთად გადასცა.  

დიდთოვლობის გამო ქედაში 9 ოჯახი გარე სამყაროს მოწყვეტილია
აჭარაში ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოხოძეებში საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც 9 ოჯახთან მისასვლელი გზა ამ დრომდე ჩაკეტილია. 
აჭარაში მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდა 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის კვლევამ, რომელიც რეგიონში "იდუმალი სტუმრის" მეთოდით განხორციელდა სერვისში დადებითი ტენდენციები გამოავლინა.

მარნეულში სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი სადახლოს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი 2017 წლის სექტემბერში დასრულდება. 

ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ "ქართული ოცნების" წევრი ზურაბ პატარაძე აირჩიეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ "ქართული ოცნების" წევრის ზურაბ პატარაძის არჩევას აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე 14 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 



ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილის იმპიჩმენტი მეორედ ჩავარდა

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის გელა ჯუგაშვილის და მოადგილე თამაზ წითელაურის გადაყენების საკითხის განხილვის მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობისა" და "დემოკრატიული მოძრაობის" დეპუტატებმა მიმართეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შშმ პირებისთვის მიძღვნილ კონცერტს დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საბავშვო კონცერტს "ერთმანეთისთვის" დაესწრო. საქველმოქმედო კონცერტი შშმ პირთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. 
ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

ჭიათურაში, სოფელ ითხვისის მაღაროში, უბედურ შემთხვევას 50 წლის კაცი ემსხვერპლა. 

მაღალმთიან აჭარაში უხვად მოსულმა ნალექმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

მაღალმთიან აჭარაში უხვად მოსული ნალექის გამო, ხულოსა და შუახევის მოსახლეობის 80%-ს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

გუდაური-კობის მონაკვეთის ერთ ნაწილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.


ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე სამუშაოები 7 დეკემბრამდე გაგრძელდება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის, ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზის 247-ე კმ-დან სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის კმ2 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 7 დეკემბრამდე იკრძალება. 

ბათუმის სანაპიროს ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 30 მლნ ლარზე მეტი გამოიყო

ბათუმის სანაპიროს ნაპირსამაგრი სამუშაოების კაპიტალური პროექტის განხორციელება იწყება. აღნიშნულის შესახებ "პირველს" აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ განუცხადა.