რეგიონი

ტყიბულელი მეშახტებისთვის დაპირებული ხელფასის ჩარიცხვის ვადა დღეს იწურება

ტყიბულის შახტის თანამშრომლები სახელფასო დავალიანების დაფარვას, დაპირებისამებრ, 30 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.

ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, მაღაროელის დღე გაიმართება

ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და დაფინანსებით, მაღაროელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

სასამართლომ, ბათუმში მეჩეთის აშენების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

ბათუმში მეჩეთი არ აშენდება, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, ბათუმის მერია დისკრიმინაციულ მოპყრობაში დაადანაშაულა.

თელავში მუსიკის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

დასკვნით კონცერტზე ცნობილ სოლისტებთან - პიანისტ ელისო ვირსალაძესთან და ჩელისტ ალექსანდრ ბუზლოვთან ერთად, საფესტივალო ორკესტრმა ჩაიკოვსკის, შოსტაკოვიჩისა და შუმანის ნაწარმოებები შეასრულა.

ხობში, ავტოავარიისას დაშავებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ორი მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ხატია წილოსანმა დედოფლისწყაროს სოფლებში მოსახლეობის პრობლემები მოისმინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების, ზემო მაჩხაანის, გამარჯვებისა და ხორნაბუჯის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებსა და საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

ასპინძაში პოეზიის სახალხო დღესასწაული "შოთაობა" გაიმართა

შოთა რუსთაველის წარმოშობის ადგილას მოეწყო ადგილობრივი წარმოების პროდუქტისა და ხალხურო რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

ქუთაისის მერიაში სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი შეიქმნა

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია იმ ოჯახებში იმყოფებოდა, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად დაზარალდნენ.

აჭარაში უამინდობამ მეწყერული პროცესები გამოიწვია

აჭარაში ორდღიანმა უამინდობამ მეწყერული პროცესები გამოიწვა.

ქუთაისში ძლიერი წვიმის გამო ცენტრალური ქუჩები დაიტბორა

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.

ქუთაისის აეროპორტში მგზავრი გარდაიცვალა

ქუთაისის აეროპორტში მგზავრი გულის შეტევით გარდაიცვალა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

ახალციხე კლიმატის ცვლილებების კვირეულში ჩაერთო

საქართველოში კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრმა“ სემინარი ჩაატარა.

ადიგენის შუალედურ არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს

დღეს, 27 სექტემბერს, 2019 წლის 27 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის, კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. ადიგენის #38 საარჩევნო ოლქში, არლის #3 უბანზე, მხოლოდ ერთი კანდიდატია რეგისტრირებული. 

ბათუმი ლიტერატურულ კონკურსს უმასპინძლებს

ბათუმი ლიტერატურულ კონკურსს უმასპინძლებს. კონკურსი პოეზიასა და პროზაში წელს მეთორმეტედ ჩატარდება. კონკურსანტები მონაწილეობენ როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან.

ტყისპირა ზოლებში „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები გაორმაგებული რაოდენობით მონტაჟდება

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის მინიმუმამდე შესამცირებლად ტყისპირა პერიმეტრებზე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები მონტაჟდება.

FAO-მ და სეს-მა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის კერძო სექტორისთვის გადაცემის პროცესი დაიწყეს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან (სეს) ერთად, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის კერძო სექტორზე გადაცემის პროცესი დაიწყო.

პოლიციის მანქანა, სადაც სამართალდამცველბი და დაკავებული ისხდნენ, ავარიაში მოჰყვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში პოლიციის მანქანა, რომლითაც სამართალდამცავებს დაკავებული მამაკაცი გადაჰყავდათ, ავარიაში მოჰყვა.

ტყიბულის შახტების მართვა, შესაძლოა, ახალმა კომპანიამ ჩაიბაროს

ტყიბულის შახტების მართვა, შესაძლოა, ახალმა კომპანიამ ჩაიბაროს. ამის შესახებ მეშახტეებს ტყიბულში მყოფმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა.

კასპის რაიონის სოფელ ნიგოზას გაზიფიცირება დასრულდა

სოფელ ნიგოზაში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი საზეიმოდ გაიხსნა.

"გაჩერებას არ ვაპირებთ" - ტყიბულში 50-მდე ადამიანი მესამე დღეა შიმშილობს

ტყიბულის მერიის წინ შეკრებილი მეშახტეების თქმით, მათი პროტესტის ხანგრძლივობა ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული.