რეგიონი

ზაზა გაბუნია სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს ადგილზე გაეცნო

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების - ივერიას,ოთას, დამალას და ნიჯგორის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები და საჭიროებები ადგილზე მოისმინა.

სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ზოლთან ჯარისკაცი დაიჭრა

ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, მას იარაღი გაუვარდა.

ზუგდიდის ერთი-ერთი საბავშვო ბაღის მშობელი: ბაღში აღსაზრდელებს იატაკზე აძინებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში გადაღებულ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ აღსაზრდელები იატკაზე წვანან. ვიდეო ერთ-ერთმა მშობელმა გადაიღო.

წალენჯიხაში სახლი იწვის

ალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის.

სენაკში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

დღეიდან, სენაკში მცხოვრებ ნებისმიერი ასაკის მსურველს ქართული ტრადიცილური სიმღერისა და გალობის შესწავლა უფასოდ შეუძლია.

პროტესტის მესამე დღე - ტყიბულში მეშახტეების აქცია გრძელდება

ტყიბულში მეშახტეების აქცია გრძელდება. ადგილობრივები და საქნახშირის თანამშრომლები მერიის შენობასთან დილიდან იკრიბებიან.

ზუგდიდში პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკა აშენდება

ზუგდიდში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის
ბიბლიოთეკა მეოთხე საბავშვო ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე აშენდება. ბიბლიოთეკის პროექტირების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში, "ქართული ოცნება" მოსახლეობას ხვდება

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში, "ქართული ოცნება" მოსახლეობას ხვდება. პარტიის ლიდერები ადგილობრივებს შუალედურ არჩევნებში მათი სახელით მონაწილე მაჟორიტარ კანდიდატს აცნობენ.

საქნახშირის დირექტორი: ხელფასების გაცემას პარასკევიდან დავიწყებთ

"საქნახშირის" გენერალური დირექტორის ჯამბულ ჯაყელის განაცხადებით, კომპანიას ფინანსური პრობლემა აქვს. 

მეშახტეების აქციას ჭიათურელი მაღაროელები შეურთდნენ

ტყიბულში გაფიცული მეშახტეების აქციას ჭიათურელი მაღაროელები სოლიდარობას უცხადებენ.

ტყიბულის მერმა გაფიცულ მეშახტეებს სოლიდარობა გამოუცხადა

ტყიბულში მერიის წინ მეშახტეების აქცია მიმდინარეობს. გაფიცული მეშახტეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელფასების ჩარიცხვასა და შახტის ამუშავებას ითხოვენ.

"ტყიბული მასობრივი გამოსვლების ზღვარზეა " - მეშახტეები მთავრობას ღია წერილით მიმართავენ

ტყიბულში გაფიცული მეშახტეები პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს მიმართვას უგზავნიან.

ტყიბულში მეშახტეებსა და ადმინისტრაციას შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ტყიბულში მეშახტეების და ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

ბათუმში, საზღვაო მოძრაობის გაიოლების შესახებ ეროვნული სემინარი მიმდინარეობს

ბათუმში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, საზღვაო მოძრაობის გაიოლების შესახებ ეროვნული სემინარი მიმდინარეობს.

ტყიბულში მეშახტეები აქციას მართავენ

დილიდან ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

"სიცოცხლისთვის საშიში ბინები"- ქუთაისში მაშველებმა კორპუსიდან საფრთხისშემცველი ნალესი მოხსნეს

ქუთაისში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადიდან, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა საფრთხისშემცველი ნალესი მოხსნეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაცია 9 ოქტომბერს გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის მეორე ვადით „არჩეული“ ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია 9 ოქტომბერს გაიმართება.

ღია დიალოგის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების წინწყაროს, ქოსალარისა და ხაიშის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს ადგილზე გაეცნენ.

ახალციხეს სამი ფერეიდნეილი ქართველი ესტუმრა

შაჰრან ონიკაძე, ომიდ(ამირან) გუგუნაშვილი და ისმაილ დავითაშვილი 31 დღის განმავლობაში საქართველოსკენ ფეხით მოდიოდნენ. სამივე მათგანი, იქაურ მარტყოფში ცხოვრობს.

ერთი კაცის რალი ჭუბერში

შოთა ცინდელიანი ერთ-ერთია მცირეთაგან, ვინც ჭუბერიდან უთვირის უღელტეხილზე სამანქანო გზით ადის. ამ მარშრუტის ფეხით გავლა საშუალო სირთულისაა, ხოლო ავტომობილისთვის რთული.