რეგიონი

ადიგენის სკოლის მასწავლებელმა თავი ჩამოიხრჩო

ადიგენის ერთ-ერთ სოფელში, ხელოვნების მასწავლებელმა აივანზე თავი ჩამოიხრჩო. 52 წლის მამაკაცის ცხედარი შვილმა ნახა. ე.გ-ს სამი შვილი დარჩა.

რიკოთის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

რიკოთის გვირაბში სახანძრო-სავენტილაციო სისტემების შემოწმება-შესწავლის სამუშაოების გამო, 7 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით დროის გარკვეულ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. 

წნორი-ლაგოდეხის გზაზე წყლის დონე ერთ მეტრს აღწევს

მდინარე ალაზნის წყლის დონის მომატების გამო, წნორი-ლაგოდეხის გზაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა.

ქართული ენის არცოდნის გამო, ნინოწმინდაში სოცმუშაკი ვერ შეარჩიეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს ამ დრომდე ერთი სოციალური მუშაკი ჰყავს.

სტიქია საქართველოში - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზა დაიტბორა, მოძრაობა აიკრძალა

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ132-კმ134 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ჰერეთისკართან გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით არის შესაძლებელი

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ132-კმ134 მონაკვეთზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები.

 

ზუგდიდში რულოვსისა და სააკაშვილის საწინააღმდეგო წარწერები გამოჩნდა

ზუგდიდში, რამდენიმე ლიკაციაზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის წარწერიანი ფოტოები გამოჩნდა.

ქუთაისის აეროპორტში რუსეთის მოქალაქეს ნარკოტილული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი უპოვეს

ქუთაისის აეროპორტში რუსეთის მოქალაქეს ნარკოტილული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (ჩოდეინე Pჰოსპჰატე -50 აბი) უპოვეს.

ბაკურიანისთვის 35 ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენა იგეგმება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ბაკურიანისთვის 35 ერთეული ტექნიკის შეძენას გეგმავს.   

ახალქალაქში 81 წლის კაცი მინდორში გარდაცვლილი იპოვეს

სოფელ ბავრაში 81 წლის ს.ბ. საკუთარ ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. თანასოფლელების თქმით, 5 მაისს, დღის მანძილზე ხანშიშესული კაცი სოფლის მიმდებარედ მიწის ნაკვეთს წმენდდა და ნარჩენებს წვავდა.

კახეთში მდინარეებზე წყლის დონემ იკლო, დატბორილი ტერიტორიიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს

კახეთში მდინარეებზე წყლის დონემ იკლო, დატბორილი ტერიტორიიდან წყლის ამოტუმბვა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

ალაზნის ადიდების გამო, გურჯაანი- ლაგოდეხის გზაზე ავტომობილების გადაადგილება აიკრძალა

მდინარე ალაზნის ადიდების გამო, გურჯაანი- ლაგოდეხის ცენტრალურ მაგისტრალზე საავტომობილო გადაადგილება აიკრძალა.

ქუთაისს ახალი ვიცე-მერი ჰყავს

ქუთაისს ახალი ვიცე-მერი ჰყავს. ,,პირველის" იმერეთის კორესპონდენტის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობას დავით ერემეიშვილი დაიკავებს.

ბათუმში 200 სტუდენტზე გათვლილი სტუდენტური საცხოვრებელი გაიხსნა

დღეს ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებელი გაიხსნა. 200 სტუდენტზე გათვლილი სტუდენტური საცხოვრებელი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

ფოთში საზღვაო სწავლება დაიწყება

დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს.

კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში, კახეთიდან, ამ დრომდე 100-მდე შეტყობინება შევიდა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

წყალტუბოში გაუჩინარებულ მებადურს მაშველები მდინარეში ეძებენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმასტაროში მაშველები 68 წლის კაცს ეძებენ.

გიორგი შენგელია დევნილთა დასახლებაში საფეხბურთო ტურნირს დაესწრო

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდიატი გიორგი შენგელია თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილთა ჩასახლებაში, საარჩევნო შტაბის მიერ ორგანიზებულ საფეხბურთო ტურნირს დაესწრო.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.