საპრეზიდენტო არჩევნები 2018

სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

დღეს, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა. კანდიდატმა აუდიტორიას საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები გააცნო.

პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა

დღეს, 18:00 სთ-ზე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა დასრულდა.

სალომე ზურაბიშვილი - ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ რაღაც ქარტიაზე ხელმოსაწერად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, თუმცა თავს ვერ იკავებენ

,,ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან და თავს ვერ იკავებენ, ერთმანეთსაც ლანძღავენ".

სალომე ზურაბიშვილი: პრაქტიკულად, ლამისყანიდან უკვე ჩანს რუსი ჯარისკაცებიც და დროშაც

„პრაქტიკულად, ლამისყანიდან უკვე ჩანს რუსი ჯარისკაცებიც და დროშაც“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კასპში წინასაარჩენო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

კახა კუკავა ნაძალადევის რაიონში მხარდამჭერებს შეხვდა

15 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ ნაძალადევის რაიონში, კიკვიძის ბაღში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა.

სალომე ზურაბიშვილი - ჩემგან არავის მოუსმენია სიძულვილის არც ერთი სიტყვა

სიძულვილის ენა ჩემთვის უცხოა, ამ კუთხით მე ვარ ნამდვილი ქართველი, რადგან ქართული კულტურა ზრდილობით იწყება, -  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დუშეთში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

შსს-ს თანამშრომლებს არჩევნების  უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ  ტრენინგი უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო  არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის  შესახებ სასწავლო კურსი დაიწყო.

სატვირთო ავტომობილს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

 

თავდაცვის სამინისტრო: სიცრუეა, თითქოს სამხედრო პირებს არ ექნებათ არჩევანის უფლება 28 ოქტომბერს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისში საპრეზიდენტო არჩევნების ნდობის რეიტინგზე გამოკითხვა ჩაატარეს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში, საკითხზე: „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“, თბილისში მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა.

ზაზა გაბუნია: სალომე ზურაბიშვილთან შედარებით დავით ბაქრაძე სტაჟიორია

ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გამართულ დებატებზე გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი: არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი და ჩემი შვილების ქართული უშეცდომოა, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ, რომ ისინი ქართულად საუბრობენ

"შეიძლება, შეცდომით ვსაუბრობ ხოლმე, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი და ჩემი შვილების ქართული უშეცდომოა, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ, რომ ისინი ქართულად საუბრობენ".

სალომე ზურაბიშვილი: დღეს საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე

დღეს საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხაშურში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი - ყველას წარსული ცნობილია, თუმცა ჩემი მიზანი ვიღაცის ლანძღვა და ფაქტების გახსენება არ არის

ყველას წარსული ცნობილია, თუმცა ჩემი მიზანი ვიღაცის ლანძღვა და ფაქტების გახსენება არ არის, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხაშურში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი: არჩევნები ჩავატაროთ და ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტებს მშვიდობიანი წინასაარჩევნო კამპანიისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ზაზა გაბუნია: არც ლანჩხუთში, არც სხვაგან „ქართული ოცნების“ არცერთ წევრს პარტიის რიგები არ დაუტოვებია

„არც ლანჩხუთში, არც სხვაგან „ქართული ოცნების“ არც ერთ წევრს არ დაუტოვებია პარტიის რიგები“.

რატი იონათამიშვილი გიგი უგულავას განცხადებაზე: ეს არის მორიგი ტყუილი - სიცრუე ამ პოლიტიკური პარტიის საყვარელი საქმიანობაა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი სიცრუესა და უპასუხისმგებლოს უწოდებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას.

დავით უსუფაშვილი ზუგდიდში: თუ შევინარჩუნეთ ეს ტემპი, მეორე ტურში შევძლებ ბრძოლას

„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ზუგდიდში პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს შეხვდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ თბილისში საპრეზიდენტო არჩევნების ნდობის რეიტინგზე გამოკითხვას ჩაატარებს

2018 წლის 12 ოქტომბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდი თბილისში სოცილოგიურ გამოკითხვას ჩაატარებს.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში იწყება ახალი დიდგორი

საქართველო სტაბილური ქვეყანაა, მაგრამ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ კავკასიაში, ევროპაში, მსოფლიოში ჩვენმა ქვეყანამთავისი ადგილი დაიბრუნოს.