საპრეზიდენტო არჩევნები 2018

ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 1 975 845 ამომრჩეველმა მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 1 975 845 ამომრჩეველმა მიიღო. 

ჩვენი არჩევანი მშვიდობიანი, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეების ქვეყანაა - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ეგზიტპოლის შედეგები შეაფასა. მან ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ქუთაისში საარჩევნო უბნის თავმჯდომარე "ნაციონალურ მოძრაობას" ცილისწამებაში ადანაშაულებს

ქუთაისის 91-ე საუბნო საარჩევნო კომისიის უბნის უფროსი "ნაციონალურ მოძრაობას" ცილისწამებაში ადანაშაულებს.

დავით ბაქრაძე: ველოდებით ცესკო-ს გადაწყვეტილებას და საბოლოო შეფასებას ამის შემდეგ გავაკეთებთ

მადლობას ვუხდი ამომრჩეველს. გაზრდილი რისკის პირობებშიც გამოჩნდა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა რისკის შემცველია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ქვარაია: ერთი ფურცლის დაკარგვა არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის

ზუგდიდის 20-ე უბანში განვითარებულ მოვლენებს მაჟორუტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ერთი ფურცლის დაკარგვა არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

ივანიშვილი: ,,რასაც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებ"

არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგებს აღნიშნავენ ,,ქართულ ოცნებაში". შტაბთან შეკრებილები არიან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერები.

Edison Research-ისა და Gallup-ის ეგზიტპოლებით არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები გახდა ცნობილი.

გრიგოლ ვაშაძე - 45% , სალომე ზურაბიშვილი - 55% - Edison Research ეგზიტპოლის შედეგები

გავლენიანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Edison Research საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს.

,,სალომე ზურაბიშვილი 1 მილიონი ხმა (58%), გრიშა ვაშაძე 750 ათასი ხმა (42%)"

სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ რამდენიმე წუთის წინ საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოქვეყნა , სადაც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით წერს:

ბათუმის 26-ე საარჩევნო უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს

ბათუმში, 26-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო.

ზუგდიდის მე-20 უბნიდან სამაგიდო სია დაიკარგა

ზუგდიდში მეოცე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურა შეჩერებული იყო. ამის მიზეზი კი საარჩევნო სიის დაკარგვა გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო დანაშაულის 11 ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე არჩევნები მთელი საქართველოს  მასშტაბით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

მამუკა მდინარაძე: გვაქვს შანსი, "ნაციონალურ მოძრაობაზე" გავიმარჯვოთ მინიმუმ დაახლოებით, 300 000 ხმით

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, არჩევნებზე 17:00 საათის მონაცემებით, მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.

17:00 საათის მონაცემებით ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობამ 41,58% შეადგინა

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია.

გიორგი ახვლედიანი: სააკაშვილის ცოლ-შვილმა საქართველო დატოვა

ჟურნალისტი და პოლიტიკოსი გიორგი ახვლედიანი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს მიმართავს

საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს, გადაამოწმეთ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების მისამართები შემდეგ ვებგვერდზე https://map.cec.gov.ge

 

 

ირაკლი კობახიძე: საარჩევნო სიები ფოტოსურათებით ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ხელმისაწვდომია 

„ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ცდილობენ, ჩვენს აქტივისტებს საარჩევნო სიები წაართვან. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეს სიები ჩვენს აგიტატორებს აქვთ აბსოლუტურად კანონიერად“

გახარია: წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია და უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

ცოტა ხნის წინ სროლა იყო ჩუმლაყის 19-ე საარჩევნო უბანზე

სროლა იმ დროს მოხდა, როცა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომელთა შორის მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილიც იმყოფებოდა, უფლებამოსილების ფარგლებში უბანზე გადაადგილდებოდნენ.

15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 38,8 % შეადგინა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.