საპრეზიდენტო არჩევნები 2018

„მრავალეროვანი საქართველო": კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეული ხარვეზებით

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2018 წლის
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამას.

„ნაციონალური მოძრაობისგან" პროვოკაციებს ველოდებით" - ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი

პარლამენტის წევრი, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი ოპოზიციისგან პროვოკაციის მცდელობას არ გამორიცხავს. გიორგი კოპაძე ამბობს, რომ კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა" ინციდენტებისთვის ემზადება.

აბაშაში დეპუტატის მხრიდან ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე გამოძიება დაიწყო

აბაშაში, მე-10 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის კაბინაში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ახალციხეში ამომრჩეველთა აქტივობამ 43% შეადგინა

ახალციხის 35 უბანზე, 15:00 საათის მონაცემებით, ხმის მიცემის კონსტიტუცვიური უფლებით 14 782 მოქალაქემ ისარგებლა, რაც ამომრჩეველთა 43% შეადგენს.

ქარტია მიმართავს პოლიტიკურ ძალებს და მათ აქტივისტებს, მისცენ მედიას მუშაობის საშუალება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს და სამართალდამცველებს მოუწოდებს უზრუნველყონ ჟურნალისტთა უფლებების დაცვა.

ფინანსთა მინისტრი: ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას

მე მგონი, ძნელი მისახვედრი არ არის, ვის მივცემდი ხმას. მიმაჩნია, რომ მთავარი ამ არჩევნებზე, ეს არის პირველი რიგში, სიმშვიდე და სტაბილურობა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

ირაკლი კობახიძე - გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება

გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება, როგორც რიგითი აქტივისტები, ასევე ის ადამიანები, ვინც ამ სქემის სათავეში დგანან, -განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

თავდაცვის მინისტრი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობას

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი ვაკის მე-2 ოლქის, მე-2 საარჩევნო უბანზე უკვე გააკეთა.

"ხმა ყველაზე ევროპულ კანდიდატს მივეცი"

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი ზუსტად 14:00 საათზე N 04 კრწანისის საარჩევნო ოლქის, 03 საარჩევნო უბანზე გააკეთა.

"ქოცი გვიწოდა" - ინციდენტი პრეზიდენტობის კანდიდატსა და მმართველი პარტიის მხარდამჭერებს შორის

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო უბანზე მისვლისას ინციდენტი მოხდა.

12 საათის მდგომარეობით ზუგდიდში საკუთარი არჩევანი 20 310-მა მოქალაქემ დააფიქსირა

ზუგდიდში 12:00 საათის მდგომარეობით, საკუთარი არჩევანი 20 310 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 16, 81%-ია.  

გრიგოლ ვაშაძე: საქართველოს უაზროდ, უვიცად, ფუჭად დასახარჯი დრო არ აქვს

პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმა ქუთაისში, 22-ე საარჩევნო უბანზე მისცა. ის საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

ქუთაისში, 12:00 საათის მონაცემებით, 30 000 ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე უკვე მივიდა

59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 12 საათის მონაცემებით, ქუთაისში საარჩევნო უბნებზე 28 245 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო ამომრჩევლის 18,07 პროცენტია.

ლევან დავითაშვილმა ხმა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას მისცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, საკუთარი არჩევანი გლდანში, 74-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.  

გიორგი ქობულია - ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელიც მოგვცემს მეტ სტაბილურობას, რაც ძალიან გვჭირდება

ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მეტ ინტეგრაციას განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 19.6% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19.6%, რაც რაოდენობრივად არის  - 688551ამომრჩეველი.

როგორ მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პენიტენციარულ დაწესებულებებში

სპეციალური პენიტენციარული სამსახურის პენიტენციარულ დაწესებულებებში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს.

დავით ზალკალიანმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რომელმაც ხმა ვაკის რაიონის მე-2 ოლქის №16 საარჩევნო უბანზე მისცა.

ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევძლებთ, საკადრისი პასუხი გავცეთ სიცრუესა და ძალადობას, რომელიც მოედინება „ნაცმოძრაობის“ მხრიდან

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" აგრესიული ფონის ხელოვნურად შექმნას ცდილობს.

დავით სერგეენკო: ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, საკუთარი არჩევანი საბურთალოს რაიონის N79 საარჩევნო უბანზე გააკეთა.