საპრეზიდენტო არჩევნები 2018

გურჯაანში, ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობა“ არჩევნების ჩაშლას ცდილობს

საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გურჯაანის შტაბში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გურჯაანში პროვოკაციების მოწყობით ცდილობს, უბნებზე არჩევნები ჩაშალოს და საარჩევნო უბნები დაიხუროს.

ქუთაისის #20 საარჩევნო უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს

ოპოზიციის წარმომადგენელი დამკვირვებელი ქუთაისის #20 საარჩევნო უბნიდან კოისიის წევრებთან დაპირისპირების გამო გააძევეს.

შსს-მ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში მომხდარ ინცინდენტზე, რა დროსაც ტვ „პირველის“ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

ივანიშვილი: ,,ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ და ვამხილოთ ის უკულტურობა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები სჩადიან“

პოლიტიკური გაერთიანება „ქათული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის #4 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. 

გიორგი მარგველაშვილი: ,,საქართველოს ყველა მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, აუცილებლად მივიდეს საარჩევნო უბანზე"

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

კახა კალაძე: „ხმა მივეცი ძალადობის წინააღმდეგ“

თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ხმა თბილისის #64 უბანზე მისცა.

10:00 საათისთვის ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობამ 5.75% შეადგინა

პირველადი მონაცემებით, ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 5.75% შეადგინა.

ოკუპირებული აფხაზეთიდან მოქალაქეები ხმის მისაცემად ზუგდიდში გადადიან

ენგურის ხიდზე ოკუპირებულ გალში მცხოვრები მოსახლეობა დილიდან ზუგდიდის მიმართულებით გადაადგილდება. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ ისინი სპეციალურად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად გადადიან.

თორნიკე რიჟვაძე - დღეს გავაკეთე პრინციპული არჩევანი ქვეყნის ევროპული გზით განვითარების სასარგებლოდ

დღეს გავაკეთე პრინციპული არჩევანი ქვეყნის ევროპული გზით განვითარების სასარგებლოდ, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მე-16 საარჩევნო უბანზე განაცხადა.

ქუთაისის 120-ე საარჩევნო უბანზე კაბინაში ორი ადამიანის ერთად შესვლა აღკვეთეს

ქუათაისის 120-ე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მოსულმა დედა-შვილმა საარჩევნო კაბინაში ერთად შესვლა სცადეს, რასაც მათსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა თაობის" წარმომადგენელს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. 

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას დღეს არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი ვაკის მეორე ოლქის 53-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

გლდანში ,,ტვ პირველის" ჟურნალისტს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ტელეკომპანია ,,პირველის" ჟურნალისტს გლდანში, საარჩევნო უბანთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი დიანა ტრაპაიძე ავრცელებს.

ზუგდიდის ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან კომისიის წევრი გააძევეს

ზუგდიდში, მეოთხე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ნანა გურგულიანმა კომისიის წევრი ენმ-დან ელისო შენგელია უბნიდან გააძევა.

საია: გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ტენდენცია

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ არჩევნების მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი ჩაატარა.

ბათუმში მე-17 უბნიდან ერთ-ერთი დამკვირვებელი გააძევეს

ბათუმში, მე-17 უბნიდან ერთ-ერთი დამკვირვებელი გააძევეს. უბნის თავმჯდომარის განცხადებით, ამომრჩევლებს ხელს უშლიდა ხმის მიცემის პროცედურაში, რის გამოც საარჩევნო უბნიდან კომისიის წევრების წილისყრის საფუძველზე გააძევეს.

ახალქალაქის პირველ საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა

ახალქალაქის 40-ე ოლქის პირველ საარჩევნო უბანზე ხმაური იყო.

ცესკო: ყველა საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად, - განაცხადა საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

თამარ ჩუგოშვილი: ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრით ბოლოჯერ აირჩევენ

საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრის გზით დღეს ბოლოჯერ აირჩევს. პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი განსაზღვრულია ახალი კონსტიტუციით, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში.

საოლქო: ზუგდიდში ყველა უბანი დროულად გაიხსნა

ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, ზუგდიდში 107-ვე უბანი დროულად გაიხსნა და პირველი ამომრჩეველი უბნების უმრავლესობაში 8 საათზე დაფიქსირდა.