საპრეზიდენტო არჩევნები 2018

ცესკო-მ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური შეაჯამა.

ხათუნა თოთლაძემ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ეუთოს ოფისის (OSCE/ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელთან გერტ-ჰაინრიხ არენსთან.

,,ბათუმელთა დარბაზი" - ,,ჩვენ ჩავებით საარჩევნო მარათონში, რათა არ დაგვეშვა ბნელი ძალების პოლიტიკაში დაბრუნება"

,,ბათუმელთა დარბაზის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ოთარ ფედიჩკინი მოძრაობის წევრებს საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის.

გიორგი მარგველაშვილი: საქართველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს

საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე არჩევნების მეორე ტური შეაფასა.

ირაკლი სესიაშვილი: დღეიდან მოგვიწევს ყველაფრის ანალიზი, სწორი შეფასება და დროული მოქმედება

მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა საზოგადოებას  "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის არჩევისთვის  მადლობა გადაუხადა:

არჩეული პრეზიდენტი საქართველოს პატრიარქს შეხვდა

არჩეული სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს ხუთშაბათს, 29 ნოემბერს 13:00 საათზე შეხვდა.

სამცხე-ჯავახეთის ექვსივე ოლქში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები დაითვალეს.

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ულოცავს საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას.

ხმების 100%-ის დათვლის შედეგად, სალომე ზურაბიშვილმა - 59.52%, გრიგოლ ვაშაძემ კი 40.48% მიიღო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა - 3705 უბნის მონაცემები დათვალა.

ლიეტუვას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ლიეტუვას პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

პრემიერმა სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა

საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის შემდგარი დემოკრატია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საარჩევნო უბნების 99,7%-ის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59,56% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ - 40.44%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.  

შსს-მ კახეთში "ენმ"-ს ოფისთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაგოდეხში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყეს.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები 02:30 - წუთის მონაცემებით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 02:30 - საათის მონაცემებით, 3705 უბნიდან დათვლილია 3599 (97.44%)

ირაკლი კობახიძე: გრიგოლ ვაშაძის მაჩვენებელი 900 000 ხმას ბევრად ჩამორჩება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საუბარი, თითქოს გრიგოლ ვაშაძემ 900 000 ხმა აიღო, სიცრუეა:

ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე: სია გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა

ზუგდიდის მეოცე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის სალომე წულაიას თქმით, სამაგიდო სიის ნაწილი გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა და მისთვის უცნობია, ვინ აიღო ის.

"სალომე ზურაბიშვილი 60%, გრიგოლ ვაშაძე 40%" - ქართული ოცნება მიღებული ოქმების მონაცემებს აქვეყნებს  

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკვე დათვლილია დაახლოებით მილიონ 650 000 ხმა და სალომე ზურაბიშვილი 60% ლიდერობს.

1181 საარჩევნო უბნის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა 57%, გრიგოლ ვაშაძემ კი 43% მიიღო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1181 უბნის მიხედვით (32%), საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

23 უბნის მონაცემებით, საჩხერეში სალომე ზურაბიშვილმა 6 464,  გრიგოლ ვაშაძემ კი 465 ხმა მიიღო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება დაიწყო.

ირაკლი კობახიძე: ამ დროისთვის დათვლილ 630 უბანზე, სალომე ზურაბიშვილმა 188 103, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 102 735 ხმა მიიღო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეგზიტპოლის შედეგები  ცხადყოფს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს.

ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 1 975 845 ამომრჩეველმა მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 1 975 845 ამომრჩეველმა მიიღო. 

ჩვენი არჩევანი მშვიდობიანი, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეების ქვეყანაა - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ეგზიტპოლის შედეგები შეაფასა. მან ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ქუთაისში საარჩევნო უბნის თავმჯდომარე "ნაციონალურ მოძრაობას" ცილისწამებაში ადანაშაულებს

ქუთაისის 91-ე საუბნო საარჩევნო კომისიის უბნის უფროსი "ნაციონალურ მოძრაობას" ცილისწამებაში ადანაშაულებს.

დავით ბაქრაძე: ველოდებით ცესკო-ს გადაწყვეტილებას და საბოლოო შეფასებას ამის შემდეგ გავაკეთებთ

მადლობას ვუხდი ამომრჩეველს. გაზრდილი რისკის პირობებშიც გამოჩნდა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა რისკის შემცველია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ქვარაია: ერთი ფურცლის დაკარგვა არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის

ზუგდიდის 20-ე უბანში განვითარებულ მოვლენებს მაჟორუტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ერთი ფურცლის დაკარგვა არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

ივანიშვილი: ,,რასაც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებ"

არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგებს აღნიშნავენ ,,ქართულ ოცნებაში". შტაბთან შეკრებილები არიან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერები.

Edison Research-ისა და Gallup-ის ეგზიტპოლებით არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები გახდა ცნობილი.

გრიგოლ ვაშაძე - 45% , სალომე ზურაბიშვილი - 55% - Edison Research ეგზიტპოლის შედეგები

გავლენიანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Edison Research საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს.

,,სალომე ზურაბიშვილი 1 მილიონი ხმა (58%), გრიშა ვაშაძე 750 ათასი ხმა (42%)"

სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ რამდენიმე წუთის წინ საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოქვეყნა , სადაც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით წერს:

ბათუმის 26-ე საარჩევნო უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს

ბათუმში, 26-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო.

ზუგდიდის მე-20 უბნიდან სამაგიდო სია დაიკარგა

ზუგდიდში მეოცე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურა შეჩერებული იყო. ამის მიზეზი კი საარჩევნო სიის დაკარგვა გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო დანაშაულის 11 ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე არჩევნები მთელი საქართველოს  მასშტაბით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

მამუკა მდინარაძე: გვაქვს შანსი, "ნაციონალურ მოძრაობაზე" გავიმარჯვოთ მინიმუმ დაახლოებით, 300 000 ხმით

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, არჩევნებზე 17:00 საათის მონაცემებით, მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.

17:00 საათის მონაცემებით ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობამ 41,58% შეადგინა

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია.

გიორგი ახვლედიანი: სააკაშვილის ცოლ-შვილმა საქართველო დატოვა

ჟურნალისტი და პოლიტიკოსი გიორგი ახვლედიანი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს მიმართავს

საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს, გადაამოწმეთ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების მისამართები შემდეგ ვებგვერდზე https://map.cec.gov.ge

 

 

ირაკლი კობახიძე: საარჩევნო სიები ფოტოსურათებით ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ხელმისაწვდომია 

„ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ცდილობენ, ჩვენს აქტივისტებს საარჩევნო სიები წაართვან. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეს სიები ჩვენს აგიტატორებს აქვთ აბსოლუტურად კანონიერად“

გახარია: წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია და უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

ცოტა ხნის წინ სროლა იყო ჩუმლაყის 19-ე საარჩევნო უბანზე

სროლა იმ დროს მოხდა, როცა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომელთა შორის მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილიც იმყოფებოდა, უფლებამოსილების ფარგლებში უბანზე გადაადგილდებოდნენ.

15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 38,8 % შეადგინა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„მრავალეროვანი საქართველო": კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეული ხარვეზებით

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2018 წლის
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამას.

„ნაციონალური მოძრაობისგან" პროვოკაციებს ველოდებით" - ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი

პარლამენტის წევრი, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი ოპოზიციისგან პროვოკაციის მცდელობას არ გამორიცხავს. გიორგი კოპაძე ამბობს, რომ კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა" ინციდენტებისთვის ემზადება.

აბაშაში დეპუტატის მხრიდან ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე გამოძიება დაიწყო

აბაშაში, მე-10 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის კაბინაში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ახალციხეში ამომრჩეველთა აქტივობამ 43% შეადგინა

ახალციხის 35 უბანზე, 15:00 საათის მონაცემებით, ხმის მიცემის კონსტიტუცვიური უფლებით 14 782 მოქალაქემ ისარგებლა, რაც ამომრჩეველთა 43% შეადგენს.

ქარტია მიმართავს პოლიტიკურ ძალებს და მათ აქტივისტებს, მისცენ მედიას მუშაობის საშუალება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს და სამართალდამცველებს მოუწოდებს უზრუნველყონ ჟურნალისტთა უფლებების დაცვა.

ფინანსთა მინისტრი: ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას

მე მგონი, ძნელი მისახვედრი არ არის, ვის მივცემდი ხმას. მიმაჩნია, რომ მთავარი ამ არჩევნებზე, ეს არის პირველი რიგში, სიმშვიდე და სტაბილურობა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

ირაკლი კობახიძე - გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება

გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება, როგორც რიგითი აქტივისტები, ასევე ის ადამიანები, ვინც ამ სქემის სათავეში დგანან, -განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

თავდაცვის მინისტრი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობას

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი ვაკის მე-2 ოლქის, მე-2 საარჩევნო უბანზე უკვე გააკეთა.

"ხმა ყველაზე ევროპულ კანდიდატს მივეცი"

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი ზუსტად 14:00 საათზე N 04 კრწანისის საარჩევნო ოლქის, 03 საარჩევნო უბანზე გააკეთა.

"ქოცი გვიწოდა" - ინციდენტი პრეზიდენტობის კანდიდატსა და მმართველი პარტიის მხარდამჭერებს შორის

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო უბანზე მისვლისას ინციდენტი მოხდა.

12 საათის მდგომარეობით ზუგდიდში საკუთარი არჩევანი 20 310-მა მოქალაქემ დააფიქსირა

ზუგდიდში 12:00 საათის მდგომარეობით, საკუთარი არჩევანი 20 310 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 16, 81%-ია.  

გრიგოლ ვაშაძე: საქართველოს უაზროდ, უვიცად, ფუჭად დასახარჯი დრო არ აქვს

პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმა ქუთაისში, 22-ე საარჩევნო უბანზე მისცა. ის საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

ქუთაისში, 12:00 საათის მონაცემებით, 30 000 ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე უკვე მივიდა

59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 12 საათის მონაცემებით, ქუთაისში საარჩევნო უბნებზე 28 245 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო ამომრჩევლის 18,07 პროცენტია.

ლევან დავითაშვილმა ხმა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას მისცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, საკუთარი არჩევანი გლდანში, 74-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.  

გიორგი ქობულია - ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელიც მოგვცემს მეტ სტაბილურობას, რაც ძალიან გვჭირდება

ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მეტ ინტეგრაციას განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 19.6% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19.6%, რაც რაოდენობრივად არის  - 688551ამომრჩეველი.

როგორ მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პენიტენციარულ დაწესებულებებში

სპეციალური პენიტენციარული სამსახურის პენიტენციარულ დაწესებულებებში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს.

დავით ზალკალიანმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რომელმაც ხმა ვაკის რაიონის მე-2 ოლქის №16 საარჩევნო უბანზე მისცა.

ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევძლებთ, საკადრისი პასუხი გავცეთ სიცრუესა და ძალადობას, რომელიც მოედინება „ნაცმოძრაობის“ მხრიდან

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" აგრესიული ფონის ხელოვნურად შექმნას ცდილობს.

დავით სერგეენკო: ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, საკუთარი არჩევანი საბურთალოს რაიონის N79 საარჩევნო უბანზე გააკეთა.

გურჯაანში, ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობა“ არჩევნების ჩაშლას ცდილობს

საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გურჯაანის შტაბში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გურჯაანში პროვოკაციების მოწყობით ცდილობს, უბნებზე არჩევნები ჩაშალოს და საარჩევნო უბნები დაიხუროს.

ქუთაისის #20 საარჩევნო უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს

ოპოზიციის წარმომადგენელი დამკვირვებელი ქუთაისის #20 საარჩევნო უბნიდან კოისიის წევრებთან დაპირისპირების გამო გააძევეს.

შსს-მ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში მომხდარ ინცინდენტზე, რა დროსაც ტვ „პირველის“ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

ივანიშვილი: ,,ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ და ვამხილოთ ის უკულტურობა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები სჩადიან“

პოლიტიკური გაერთიანება „ქათული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის #4 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. 

გიორგი მარგველაშვილი: ,,საქართველოს ყველა მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, აუცილებლად მივიდეს საარჩევნო უბანზე"

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

კახა კალაძე: „ხმა მივეცი ძალადობის წინააღმდეგ“

თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ხმა თბილისის #64 უბანზე მისცა.

10:00 საათისთვის ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობამ 5.75% შეადგინა

პირველადი მონაცემებით, ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 5.75% შეადგინა.

ოკუპირებული აფხაზეთიდან მოქალაქეები ხმის მისაცემად ზუგდიდში გადადიან

ენგურის ხიდზე ოკუპირებულ გალში მცხოვრები მოსახლეობა დილიდან ზუგდიდის მიმართულებით გადაადგილდება. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ ისინი სპეციალურად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად გადადიან.

თორნიკე რიჟვაძე - დღეს გავაკეთე პრინციპული არჩევანი ქვეყნის ევროპული გზით განვითარების სასარგებლოდ

დღეს გავაკეთე პრინციპული არჩევანი ქვეყნის ევროპული გზით განვითარების სასარგებლოდ, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მე-16 საარჩევნო უბანზე განაცხადა.

ქუთაისის 120-ე საარჩევნო უბანზე კაბინაში ორი ადამიანის ერთად შესვლა აღკვეთეს

ქუათაისის 120-ე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მოსულმა დედა-შვილმა საარჩევნო კაბინაში ერთად შესვლა სცადეს, რასაც მათსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა თაობის" წარმომადგენელს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. 

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას დღეს არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი ვაკის მეორე ოლქის 53-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

გლდანში ,,ტვ პირველის" ჟურნალისტს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ტელეკომპანია ,,პირველის" ჟურნალისტს გლდანში, საარჩევნო უბანთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი დიანა ტრაპაიძე ავრცელებს.

ზუგდიდის ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან კომისიის წევრი გააძევეს

ზუგდიდში, მეოთხე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ნანა გურგულიანმა კომისიის წევრი ენმ-დან ელისო შენგელია უბნიდან გააძევა.

საია: გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ტენდენცია

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ არჩევნების მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი ჩაატარა.

ბათუმში მე-17 უბნიდან ერთ-ერთი დამკვირვებელი გააძევეს

ბათუმში, მე-17 უბნიდან ერთ-ერთი დამკვირვებელი გააძევეს. უბნის თავმჯდომარის განცხადებით, ამომრჩევლებს ხელს უშლიდა ხმის მიცემის პროცედურაში, რის გამოც საარჩევნო უბნიდან კომისიის წევრების წილისყრის საფუძველზე გააძევეს.

ახალქალაქის პირველ საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა

ახალქალაქის 40-ე ოლქის პირველ საარჩევნო უბანზე ხმაური იყო.

ცესკო: ყველა საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად, - განაცხადა საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

თამარ ჩუგოშვილი: ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრით ბოლოჯერ აირჩევენ

საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრის გზით დღეს ბოლოჯერ აირჩევს. პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი განსაზღვრულია ახალი კონსტიტუციით, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში.

საოლქო: ზუგდიდში ყველა უბანი დროულად გაიხსნა

ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, ზუგდიდში 107-ვე უბანი დროულად გაიხსნა და პირველი ამომრჩეველი უბნების უმრავლესობაში 8 საათზე დაფიქსირდა.

ქუთაისში 124-ვე საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის ქუთაისში 124 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის ერთი სპეც. უბანია.

2018 წელს საქართველოს პრეზიდენტი ექვსი წლის ვადით იქნება არჩეული

საქართველოს მოქალაქეები 28 ნოემბერს, რიგით მეხუთე პრეზიდენტს 6 წლის ვადით პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ.

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურს 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ესწრება

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურს 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.

პრემიერი: არჩევანი გავაკეთე საქართველოს მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკუთარი არჩევანი #44 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

ცესკო: არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი

დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ხმის მიცემის პროცესი 8:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათზე დასრულდება.

დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურია

დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ხმის მიცემის პროცესი 8:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათზე დასრულდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი და სააკაშვილი არჩევნებში არ მონაწილეობენ, არჩევანი ფაქტობრივად მათ შორის კეთდება"

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი და სააკაშვილი არჩევნებში კენჭს არ იყრიან, არჩევანი ფაქტობრივად მათ შორის კეთდება – საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით Euronews-ი სტატიას აქვეყნებს.

რუსთავში უფლებადამცველები, იურისტები და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი სალომე ზურაბიშვილს უჭერენ მხარს

რუსთავში უფლებადამცველები, იურისტები და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უცხადებენ.

ევროპის სოციალისტური პარტია მხარს უჭერს კანდიდატ ზურაბიშვილს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში

ევროპის სოციალისტური პარტია (PES) სრულ მხარდაჭერას უცხადებს პარტნიორ პარტიას „ქართულ ოცნებას“,  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის პროცესში.

შს მინისტრის მოადგილემ პოლიციას წინასაარჩევნო პერიოდში დანაშაულის ეფექტურად აღკვეთისთვის მადლობა გადაუხადა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა წინასაარჩევნო პერიოდში დანაშაულის ეფექტურად აღკვეთისთვის პოლიციას მადლობა გადაუხადა.

 

ზაალ ანჯაფარიძე - რევოლუციურ სცენარს, მითუმეტეს სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ თაოსნობით, ფართო  საზოგადოება მხარს არ დაუჭერს“

„არჩევნების მეორე ტურზე,  ოპოზიციის მხრიდან აქცენტის გადატანა არჩევნების  შესაძლო გაყალბებაზე  გასაკვირი არ არის, რადგან  სწორედ ამით თუ შეძლებენ „რევოლუციური სცენარისათვის“ ლეგიტიმაციის მინიჭებას“,- განაცხადაზაალ ანჯაფარიძემ. 

მამუკა მდინარაძე: "ნაციონალური მოძრაობის" საიტზე წინასწარ დაწერილი საჩივარი აიტვირთა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებს.

გია ვოლსკი: ,,ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებში გამარჯვების მინიმალური შანსიც აღარ აქვს"

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ვოლსკიმ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა, მისი თქმით, ,,ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებში წარმატების მინიმალური შანსიც აღარ აქვს.

ცესკო: არჩევნების ჩასატარებლად 3 703 საარჩევნო უბანი სრულ მზადყოფნაშია

ხვალ, 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

პრემიერმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრეს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა.

ცესკო საარჩევნო აკრედიტაციის მოწმობების გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის საარჩევნო აკრედიტაციის მოწმობების გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

,,როგორ ზემოქმედებენ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე?"

რუსულ სპეცსამსახურებს გააჩნიათ საკმაოდ განვითარებული კომპიუტერული ტროლებისა და აგენტურის ქსელი, იმისთვის, რომ გავლენა მოახდინონ არჩევნებზე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, - ამის შესახებ ,,ფეისბუქში" ირაკლი კაკაბაძე წერს.

ირაკლი კობახიძე - „ჩვენი მთავარი მიზანია არჩევნების თავისუფალ, სამართლიან, მშვიდ გარემოში უზრუნველყოფა"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა.

 

,,გადავწყვიტე საჯაროდ მოგმართოთ" - ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს. ტექსტს სააგენტო ,,პირველი" უცვლელად გთავაზობთ:

ზესტაფონში “ევროპული საქართველო” მხარდამჭერებმა დატოვეს

პარტია ,,ევროპული საქართველოს" ზესტაფონის ორგანიზაცია, კოორდინატორებმა დატოვეს.

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს  

„ჩვენ, მთლიანობაში, ვფიქრობთ, რომ ორივე გამოცხადებულ შედეგზე მაღალი იქნება შედეგი, რომელსაც მიიღებს „ქართული ოცნება“

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე მიდის, რათა როგორმე დააგროვოს ე.წ. კომპრომატები

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის მოახლოვებასთან ერთად,  უფრო აქტიურად მოქმედებს  „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული მანქანა.

ირაკლი კობახიძე NDI-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

„ჩვენთვის მთავარი ამოცანაა თავისუფალი და სამართლიანი, ასევე, მშვიდობიანი და მშვიდი არჩევნების უზრუნველყოფა - ეს არის ჩვენი, როგორც მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა“

გია ვოლსკი: ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის  გია ვოლსკის შეფასებით,  სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" წყალტუბოს ორგანიზაციის წევრებმა პარტია დატოვეს

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებმა წყალტუბოში საგანგებო განცხადება გააკეთეს.

აჭარის მწერალთა კავშირი არჩევნებში მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილს უცხადებს

საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის ორგანიზაციამ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პორცესებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.

დღეს თბილისში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტები გაიმართება

დღეს, 26 ნოემბერს, სალომე ზურაბიშვილის თბილისში მხარდამჭერი კონცერტები გაიმართება. ორი კონცერტი, გლდანსა და სამგორში პარალელურ რეჟიმში 19:00 საათზე დაიწყება.

გია აბაშიძე - გრიგოლ ვაშაძემ შარშან განაცხადა - „ტრამპმა ჰილარისგან მოიპარა საარჩევნო პროგრამაო“

„იმდენად ანტიტრამპისტულია ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსვლა, რომ თუ პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე გახდა, ძალიან უხერხული იქნება თეთრ სახლთან ურთიერთობა", - განაცხადა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ.

NDI-ის სადამკვირვებლო მისია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს დააკვირდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის  (NDI) სადამკვირვებლო დელეგაცია საქართველოში 28 ნოემბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე დასაკვირვებლად ჩამოვა.

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას იხსენებს

პრეზიდენტობის დამოუკიდებლმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან უთანხმოების მიზეზად საკუთარი პრინციპული ხასიათი დაასახელა.

ფრანკელი: ზურაბიშვილის მხარდაჭერა საქართველოს დასავლეთის შენარჩუნებაში დაეხმარება

უცხოეური გამოცემა dailywire საქართველოში მიმდინარე საარჩევნო გარემოსა და საპრეზიდენტო კანდიდატების შესხებ სტატიას აქვეყნებს.

სალომე ზურაბიშვილი - ეს არჩევნები უკვე არის პროგრესი, მაგრამ შემდეგი არჩევნები იქნება ნამდვილი ევროპული ყაიდის

ეს არჩევნები უკვე არის პროგრესი, მაგრამ შემდეგი არჩევნები იქნება ნამდვილი ევროპული ყაიდის, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი სპორტსმენების წარჩინება არის მაგალითი, რომელიც მოსახლეობას აჩვენებს, რომ ამ კუთხით წარმატებაცშესაძლებელია და ჯანსაღი ცხოვრებაც

"ჩვენი სპორტსმენების წარჩინება არის მაგალითი, რომელიც  აჩვენებს, რომ ამ კუთხით წარმატებაც შესაძლებელია და ჯანსაღი ცხოვრებაც", –ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა  სპორტსმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი - ჩემი კონკურენტების არჩევანი იყო, რომ ყოფილიყო ფსიქოლოგიური ძალადობის წინასაარჩევნო კამპანია

ჩემი კონკურენტების არჩევანი იყო, რომ ყოფილიყო ფსიქოლოგიური ძალადობის წინასაარჩევნო კამპანია, – ამის შესახებ დამოუკიდებელმასაპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი - ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას, მმართველი გუნდის ხელწერა არჩევნების მშვიდობიან, კონკურენტულ გარემოში ჩატარებაა

"ქართული ოცნების", მმართველი გუნდის ხელწერა არჩევნების მშვიდობიან, კონკურენტულ გარემოში ჩატარებაა, რასაც საერთაშორისო ორგანიზეციები ადასტურებენ" - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცესკო გადასატან ყუთთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია  გადასატან ყუთთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სააკაშვილს მატყუარას უწოდებს

ხარაგაულის ცენტრში, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და პროფესიის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა, დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადეს.

სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ხარაგაულში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრები შეიკრიბნენ

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ხარაგაულში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრები შეიკრიბნენ.

,,ირჩევ ვაშაძეს, იღებ სააკაშვილს" - ახალციხეში ბანერებს ამონტაჟებენ

ქალაქ ახალციხეში ცენტრალურ ქუჩაზე ბანერს ამონტაჟებენ. ,,ირჩევ ვაშაძეს, იღებ სააკაშვილს; არა ნაცებს, არა ბოროტებას" - წერია ბანერებზე, რომელიც თამარაშვილის ქუჩაზე განთავსდა.

ცესკო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

გიორგი კანდელაკი: 2010 წელს რესტორანში საშინელი შეურაცხყოფა მიაყენეს მოხუცს, რომელიც სიმღერაზე „მიშა მაგარია“ ფეხზე არ წამოდგა

მახსოვს, ჩვენს რესტორანში 2010 წელს საშინელი შეურაცხყოფა მიაყენეს მოხუცს, რომელიც სიმღერაზე „მიშა მაგარია“ ფეხზე არ წამოდგა.

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო.

სალომე ზურაბიშვილი: როგორც პრეზიდენტი, ნოვაციების ხელშემწყობი ვიქნები

"როგორც პრეზიდენტი, ნოვაციების ხელშემწყობი ვიქნები", – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ტექნოპარკში“ სტუდენტებთან შეხვედრისას.

მთავრობამ საარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან ასაცილებლად, განკარგულება გამოსცა

არჩევნების მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში უზრუნველსაყოფად, მთავრობამ მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი განკარგულება გამოსცა.

„ევროპული საქართველო“ გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დატოვა

„ევროპულ საქართველოს“ პარტიის წევრები კვლავ ტოვებენ. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, პარტიისგან გამიჯვნის შესახებ განცხადება, ამჯერად „ევროპული საქართველოს“ გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ - ლევან ბაგრმა გააკეთა.

"ხელს მოვაჭრი თუ ვინმე თავში გაიელვებს ყუთში ყალბი ბიულეტინის ჩაგდებას"

"ხელს მოვაჭრი თუ ვინმე თავში გაიელვებს ყუთში ყალბი ბიულეტინს ჩააგდებს"  - ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი - ხალხი გაბრაზებულია, უფრო რბილად რომ ვთქვა ნაწყენია, თუმცა ოპონენტებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს

„როგორც ჩანს და ჩემზე კარგად კიდევ ხალხი ხედავდა, ესეც აჩვენა პირველმა ტურმა და არჩევნებმა, რომ ხალხი გაბრაზებულია, უფრო რბილად რომ ვთქვა ნაწყენია. თუმცა ოპონენტებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"შავის სიის" პროცესი გუშინ არ დასრულებულა ის გაგრძელდება"

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "იმედის" ეთერში მოვალეთა შავ სიასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. 

"გუნდი იმდენად აცდენილი იყო რეალობას, რომ წესიერად ეგზიტპოლებიც კი არ ჩაატარეს"

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მმართველი გუნდის მთავარ პრობლემად თვითდაჯერებულობა და რეალობის არასწორი აღქმა დაასახელა.

"ნებისმიერი ადამიანი, ობიექტური დამკვირვებელი, ვისაც აქვს ელემენტარული ინფორმაცია, იტყვის, რომ ეს არის წარმოუდგენელი"

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების  განცხადებას, რომლის თანახმად, წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, შესაძლოა, ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდებოდეს.

სალომე ზურაბიშვილი: მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეცვლის ქართველი ხალხის საბოლოო გადაწყვეტილებას

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ტყიბულსა და თერჯოლაში "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" 17 ადამიანმა დატოვა

იმერეთში ოპოზიციური გაერთიანება 17 ადამიანმა დატოვა. ცხრა წევრი ,,ნაციონალური მოძრაობიდან", რვა კი ,,ევროპული საქართველოდან" ,,ქართულ ოცნებას" შეუერთდა.

გია აბაშიძე- ქვეყნის მასშტაბით დარღვევების ასე ექსტრაპოლირება და არჩევნების ლეგიტიმაციაზე მითითება მეორე ტურამდე პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობას წააგავს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „სამართლიანი არჩევნების“ [ISFED] ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ამომრჩეველზე ზეწოლის უპრეცედენტო და შემაშფოთებელ მასშტაბებზეა საუბარი.

სასამართლომ ძალაში დატოვა ცესკოს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცესის შესახებ

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის  (ცესკო) გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურების 24:00 საათამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ახალგაზრდებს უნდა ვაჩვენოთ, რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკს, ვასწავლოთ, როგორ დაინახონ ცხოვრებაში პერსპექტივა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაციის "ქალები სამართლიანობისთვის" შეხვედრაზე ნარკოტიკების მავნებლობაზე გააახვილა ყურადღეაბა.

სალომე ზურაბიშვილი ხატია ბუნიათიშვილზე - კარგად ვიცი, ვისი მომხრეა - ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?

"მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ? - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის დოკუმენტური ფილმის პოსტერთან დაკავშირებით განაცხადა.

"მე ვერ მხედავთ ბანერებზე? მგონი, ჩემი სურათი არის ბევრად ლამაზი, ვიდრე პირველი სურათი"

"მგონი, ჩემი სურათი არის ბევრად ლამაზი, ვიდრე პირველი სურათი და მგონი ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა  ახალ  ბანერებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი - საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის, მაგრამ არა რუსი პიარსპეციალისტები

საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის პიარსპეციალისტები, მაგრამ არა რუსი პიარსპეციალისტები,  - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ცესკო შუალედური არჩევნების შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგებს აქვეყნებს.

დიასპორული საინფორმაციო მაუწყებლის DIASPORA.GE -ს დამფუძნებლის განცხადება

დიასპორული საინფორმაციო მაუწყებლის DIASPORA.GE -ს დამფუძნებლის და ხელმძღვანელის ავთანდილ გიუნაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირველი" უცვლელად გთავაზობთ.

ხათუნა ხოფერია: ექვსწლიანმა სიმშვიდემ მიტინგის ენა დაგვავიწყა

ბათუმში მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ შეხვედრას მართავს.

ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენს წინაშე არის ალტერნატივა, ან დაბრუნდება ბნელი წარსული, ან ქვეყანა განვითარების პერსპექტივას შეინარჩუნებს

პროფესორ ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, დღეს საქართველო ძალიან დიდი და სერიოზული გამოცდის წინაშე დგას.

გოგა ხაინდრავა: დღეიდან, სალომე ზურაბიშვილის გვერდით ჩვენ ვიქნებით

“დღეიდან, სალომე ზურაბიშვილის გვერდით ჩვენ ვიქნებით, ჩვენ ვიდგებით ყველა გამოსვლაში, ყველგან სადაც სალომე ზურაბიშვილი გამოჩნდება ვიდგებით ჩვენ, ის ადამიანები ვინც იცავენ თავისუფლებას"

დავით მაღრაძე: ქართული თავმოყვარეობა თუ თავის სიმაღლეზე იდგა, ერთი ხმაც ვერ უნდა მიიღოს ამ საბჭოთა გადმონაშთმა

"იმედი მაქვს ქართული თავმოყვარეობის ქართული თავმოყვარეობა თუ თავის სიმაღლეზე იდგა, ერთი ხმაც ვერ უნდა მიიღოს ამ საბჭოთა გადმონაშთმა თავისი კრემლის ვარსკვლავით და ოკუპანტი უფროსით"

გოგა ხაინდრავა: გრიგოლ ვაშაძეს ვერ მოიყვანენ ჩეკის პრეზიდენტად საქართველოში

„მე ვიცავ თავისუფლებას“ - სამოქალაქო მოძრაობა ბათუმის მოსახლეობას ხვდება.

ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოში არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას

მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ.

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 14 ნოემბერს გამოცემული განკარგულების საფუძველზე, 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

ლევან კობერიძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები მეორე ტურში პრინციპულ არჩევანს გააკეთებენ

მმართველი გუნდის წევრი ლევან კობერიძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

ემიგრანტებს არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ

საზღვარგარეთის საარჩევნო ოლქებში არჩევნების დღეს – 28 ნოემბერს ხმის მიცემა ღამის თორმეტ საათამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და მხარდამჭერები ცესკოსთან აქციას მართავენ

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და მხარდამჭერები არჩევნების მეორე ტურის თარიღის გამოცხადების შემდეგ ცესკოსთან აქციას მართავენ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი.

კახა კალაძე: გაუგებარია, რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები მეორე ტურის თარიღის დასახელებასთან დაკავშირებით

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, გაუგებარია, რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები მეორე ტურის თარიღის დასახელებასთან დაკავშირებით.

თამარ გუდავა: არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის მაგალითები საქართველოშიც გვაქვს და დასავლეთშიც

„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამარ გუდავა მიიჩვენს, რომ ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიები არჩვენების სამუშაო დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით გაუგებარია.

სალომე ზურაბიშვილი: სამუშაო დღეს მეორე ტურის დანიშვნა დიასპორას არჩევნებში მონაწილეობას გაურთულებს

არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ჩემზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ცესკო-სა და კანონზე.

ირაკლი კობახიძე: არ მგონია, არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის აქტივობაზე

„არჩევნების დანიშვნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეროგატივაა, რაც შეეხება დღის დანიშვნას, ეს დამოკიდებულია შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებაზე“.

ირაკლი კობახიძე: ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩეველზე, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მათ აქტიურობისაკენ

„ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩეველზე, მის აქტიურობაზე,  მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩეველს აქტიურობისაკენ“

ირაკლი კობახიძე: ნამდვილად შემაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც საარჩევნო აგიტაციის პროცესში ვხედავთ

„ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას",- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას საარჩევნო გარემოს შესახებ.

საგარეო უწყება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის  საზღვარგარეთ საქართველოს თანამოქალაქეების საარჩევნო მიზნებისათვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადა - 2018 წლის 11 ნოემბერია. 

ცესკომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის გამართვისთვის საჭირო ღონისძიებები და ვადები განსაზღვრა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ღონისძიებებისა და ვადების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

მარიამ ჯაში: კამპანიის მეორე ფაზა დაიწყება უახლოეს პერიოდში, როგორც კი ოფიციალურად გახდება ცნობილი არჩევნების მეორე ტურის თარიღი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის  მარიამ ჯაშის განცხადებით, მეორე ტურისთვის მოსამზადებელი სამუშაოები  ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება და ყველაფერი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად

„ყველა რესურსი მობილიზებულია და ამის შედეგებს თითოეული თქვენგანი იხილავთ, რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის უშუალო მონაწილოებას საჯარო შეხვედრებში - ესეც არის დაგეგმილი და ეს იქნება უზრუნველყოფილი“

მმართველი პარტიის ოფისში კონსულტაციები გრძელდება

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მმართველი პარტია საგანგებო რეჟიმში გადავიდა.

ბექა ოდიშარია: ჩვენ ახლა ვდგავართ ზღვარზე სიძულვილის და შურისძიებისკენ წავიდეთ, თუ წავიდეთ წინ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარია სოფელ ფონიჭალის მოსახლეობას შეხვდა.

ზუგდიდში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს გუბერნატორი უხელმძღვანელებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს მეორე ტურისთვისთვის უხელმძღვანელებს.

გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა

ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში მესხიშვილის სახელობის თეატრში წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრას ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ესწრებიან.

საგარეო უწყება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პროცედურებს აცნობს

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

პარტიული სტრუქტურების და მხარდამჭერების მობილიზებისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალური შტაბი და თბილისის ცენტრალური შტაბი იქმნება

იქმნება „ქართული ოცნების“ ცენტრალური შტაბი, რომელსაც უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე, და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

 

ახალციხის საოლქო კომისიამ საჩივრები განიხილა

N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ, კენჭისყრის დღეს შედგენილ საჩივრებზე იმსჯელა. ცხრა საჩივრიდან კომისიის წევრებმა სამი არ განიხილეს, ექვსიდან კი მხოლოდ ერთი კი დააკმაყოფილეს.

ბექა ოდიშარია: 28 ოქტომბრის არჩევნებით დამტკიცდა, რომ კიდევ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში

28 ოქტომბრის არჩევნებით ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კიდევ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

გია ვოლსკი: ,,ჩვენი წინასაარჩევნო ბატალიები დაემსგავსა გლადიატორების ბრძოლას"

ჩვენი წინასაარჩევნო ბატალიები დაემსგავსა გლადიატორების ბრძოლას, სადაც ადამიანები ცუდს სიტყვებს არ იშურებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ნუკრი ქანთარია: ყველანი ერთად, არ დავუშვებთ რუსული მენტალიტეტის ჩინოვნიკის, „მატრიოშკას“ გაპრეზიდენტებას

დარწმუნებული ვარ, ყველა წყენა გადაიდება და ყველანი ერთად, არ დავუშვებთ რუსული მენტალიტეტის ჩინოვნიკის, „მატრიოშკას“ გაპრეზიდენტებას"

თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს მოსახლეობას მოუწევს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება და ვფიქრობ, რომ ეს არჩევანი იქნება სწორი

„ჩვენ წინ გველოდება არჩევნების ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური. ამ არჩევნებში საქართველოს მოსახლეობას მოუწევს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება და ვფიქრობ, რომ ეს არჩევანი იქნება სწორი“

თორნიკე რიჟვაძე: მეორე ტური არის არჩევანი თავისუფალ და ძალადობრივ საქართველოს შორის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა.

სოფო კილაძე: არჩევანი ევროპულ და სიძულვილის კამპანიას შორის არის გასაკეთებელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომს არ დაუშვებენ.

ქუთაისის 59 -ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დასრულა

კომისიამ სულ 38 საჩივარი განიხილა, რომელის უმეტესობა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ იყო დაწერილი.

ენზელ მკოიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდნტზე განცხადებას ავრცელებს

ნინოწმინდისა და ახალაქალაქის მაჟორიტარი, ენზელ მკოიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაში წავიკითხე შემდეგი გზავნილი - ღალატის სხვაზე გადამბრალებელი მოღალატეები ქვეყნის ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებიან"

"სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაში წავიკითხე შემდეგი გზავნილი - ღალატის სხვაზე გადამბრალებელი მოღალატეები ქვეყნის ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებიან", - ამის შესახებ ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

გიორგი კახიანი - "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვაშაძე და რუსეთი არ მოვიდეს ხელისუფლებაში"

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვაშაძე და რუსეთი არ მოვიდეს ხელისუფლებაში. მოტივაცია ძალიან გაზრდილია და თქვენ შესაბამის შედეგებს ძალიან მალე ნახავთ" - განაცხადა გიორგი კახიანმა სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას.

სალომე ზურაბიშვილი: "რუსთავი 2" აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა, და რა, ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა?

დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ  პირველ ტურში პირველი ადგილი  გამარჯვებაა.

ცესკო: ისნის #2-ე საარჩევნო უბანთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს.

გედევან ფოფხაძე - გრიგოლ ვაშაძე თუ არჩევნებს მოიგებს, ეს სამოქალაქო ომის დაწყების რეალური ნაბიჯი იქნება

თუ გრიგოლ ვაშაძე გახდება პრეზიდენტი, სამოქალაქო ომი დაიწყება, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გედევან ფოფხაძემ გააკეთა. 

გიორგი მარგველაშვილი - მოგიწოდებთ ყველას, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ მეორე ტურში

არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძე: მეორე ტურში უზრუნველვყოფთ ერთსულოვნებას, მათ შორის, ჩვენი იმ მხარდამჭერებისას, რომლებმაც მიზეზების გამო არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები  მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, რასაც ადასტურებს  საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნები.

NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაცია: არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციამ პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც არჩევნების დღის მიმდინარეობა და არჩევნებისთვის სამზადისი შეაფასა.

უსუფაშვილის პარტია მეორე ტურში მხარს არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს

"შენების მოძრაობა" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს.

 

 

გიორგი მარგველაშვილი 18:00 საათზე განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, 18:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში განცხადებას გააკეთებს.

ცესკო პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს არაუგვიანეს 17 ნოემბრის სხდომაზე შეაჯამებს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ, მედიას მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"მრავალეროვნული საქართველო" საარჩევნო პროცესს აფასებს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“  საპრეზიდენტო არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამა განახორციელა, რომელიც მოიცავდა როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.

კახა კალაძე: ძალაუფლების კონცენტრაციამ, გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა, გზავნილი მიღებულია და ქმედითი ნაბიჯებისთვის მზად ვართ

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებით ხალხმა მმართველ გუნდს შეტყობინება გაუგზავნა, რომ  ბევრი რამ შესაცვლელია.

კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ არის და იქნება გარანტი, რომ საქართველოში არჩევნები არასდროს გაყალბდება

„ქართული ოცნების“  გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ამომრჩეველს და განსაკუთრებით, მათ, ვინც  სალომე ზურაბიშვილს მისცა ხმა, მადლობა გადაუხადა.

ხმის დათვლის შედეგები 06:00 საათის მონაცემებით

ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიში წინასწარი შედეგები შეიცვალა.

წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო ოლქში, პირველადი მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.

უახლესი მონაცემები: ზურაბიშვილი 39.65.% - ვაშაძე – 36.9%

ცენტრალურ საარჩევნო კომისიში წინასწარი შედეგები შეიცვალა.

საჭიროების შემთხვევაში არჩევნების მეორე ტური ორ კვირაში დაინიშნება

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის ჩატარების საჭიროების შემთხვევაში, პროცესებს კონსტიტუციის მიხედვით განმარტავს.

კლასტერპოლის შედეგები გასაჯაროვდა

არასამთავრობო ორგანიზაცია "საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრი" 28 ოქტომბერს ახორციელებდა პარალელურ დათვლას საქართველოში განთავსებულ 277 უბნის დათვლას კლასტრული თვლის მეშვეობით.

ცესკო-ში წინასწარი შედეგები შეიცვალა - 42,82% ზურაბიშვილი, 34,83% - ვაშაძე

ცენტრალურ საარჩევნო კომისიში წინასწარი შედეგები შეიცვალა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 512 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საზოგადოებას 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო. მან შედეგები 512 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით წარადგინა.

ცესკო: წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

ცესკოს-ს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 40.05% აქვს, გრიგოლ ვაშაძეს – 37.93%, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მცირე ინციდენტი მოხდა

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს დალუქული მონაცემები შეაქვთ.

ცესკო-ში უცხოელი დამკვირვებლები იკრიბებიან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეტაპობრივად იკრიბებიან ის უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა უბანზე ადევნებდნენ თვალს კენჭისყრის პროცესს.

ქუთაისში დათვლილი 25 უბნის მიხედვით გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს

ქუთაისში 25 საარჩევნო უბანი უკვე დათვალეს. საოლქო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირებული ხმების მიხედვით, პირველ ადგილზე "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა, მეორე ადგილს კი სალომე ზურაბიშვილი იკავებს. 

ზუგდიდში დათვლილი 29 უბნის მონაცემებით გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს

ზუგდიდში დათვლილი 29 უბნიდან ზურაბიშვილმა მხოლოდ 2-ში მოიგო.

ირაკლი კობახიძე: უკვე ცხადია, რომ შედგება მეორე ტური

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური იქნება.

მამუკა მდინარაძე - მეორე ტური არ არის გამორიცხული, თუმცა ველოდებით შედეგებს ცესკო-დან

„გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავთ. რაც ეგზიტპოლი გამოცხადდა, არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ მეორე ტური არ არის გამორიცხული", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 364 საჩივარი შევიდა

ცესკო-ს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 364 საჩივარი შევიდა, რომლებიც დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ.

საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 46,74 პროცენტი შეადგინა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 46,74 პროცენტი შეადგინა.

ცესკო: არჩევნების პირველადი შედეგები დაახლოებით 02:00 საათისთვის გახდება ცნობილი

საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები დაახლოებით 02:00 საათისთვის გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

ზუგდიდში ხმა 48 717-მა ამომრჩეველმა მისცა

ზუგდიდის 67-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხიას ინფორმაციით, ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. მისივე თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩატარდა.

ვაშაძე - დავით ბაქრაძეს დავურეკე და ძალიან დიდი მადლობა ვუთხარი იმ უმაღლესი პოლიტიკური კულტურისთვის, რაც გამოიჩინა

დავით ბაქრაძეს დავურეკე და ძალიან დიდი მადლობა ვუთხარი იმ უმაღლესი პოლიტიკური კულტურისთვის, რაც გამოიჩინა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

უსუფაშვილი: მეორე ტურში იქნებიან სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე

„შენების მოძრაობის” თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში იქნება მეორე ტური.

ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ექსცესებს გეგმავს, მაგრამ ვერ შეძლებენ, სახელმწიფო სტრუქტურები მობილიზებულია

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ყველანი ცესკოს-ს შედეგებს უნდა დაელოდონ.

ბაქრაძე: მეორე ტურში ჩვენ გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერთ მხარს

,,ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში ,,ევროპული საქართველო" მხარს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს.

სალომე ზურაბიშილის შტაბში ბიძინა ივანიშვილი მივიდა

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძნინ ივანიშვილი, გამარჯვების მისალოცად მივიდა.

პრემიერი: ყველას ვულოცავ არჩევნების მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეგზიტპოლის შედეგები აჩვენებს, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში დამაჯერებლად ლიდერობს.

"ყველა ფლანგი შეეცდება, რომ შექმნას განწყობა, თითქოს თავად არის გამარჯვებული"

"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ მის ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დავით ბაქრაძე: ეგზიტპოლები ადასტურებს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ვერ შევძელით გამარჯვება

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, ეგზიტპოლის შედეგები აჩვენებს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ გაზრდილი მხარდამჭერების მიუხედავად, გამარჯვება ამ არჩევნებზე ვერ შეძლო.

სალომე ზურაბიშვილი: ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ მიყვარს სიფრთხილე

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამკომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

გრიგოლ ვაშაძე 40%, სალომე ზურაბიშვილი - 40% - Edison Research-ის ეგზიტპოლები ცნობილია

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგი ცნობილია. გავლენიანმა კვლევითმა ორგანიზაციამ Edison Research-მა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, ათასობით ამომრჩეველი საქართველოს მასშტაბით გამოკითხა.

"ქართული ოცნების" ეგზიტპოლის შედეგებით, არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი 52,3%-ით ლიდერობს

"ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით,  საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

 

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი დასრულდა. საღამოს 8:00 სთ-ზე  საარჩევნო უბანები კანონის შესაბამისად დაიხურა.

Edison Research ეგზიტპოლების შესახებ ბრიფინგს 20:00 საათზე გამართავს

გავლენიანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Edison Research საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით 20:00 საათზე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

ნათია მეზვრიშვილი - არჩევნები ყველა რეგიონში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა საზოგადოებას არჩევნების მიმდინარეობის დროს დაფიქსირებული ინციდენტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ირაკლი კობახიძე: ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურში იგებს

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნები და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 38.16 % შეადგინა

ცესკო-ს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ბოლო მონაცემებით, ზუგდიდში ხმა 40 000-მდე ამომრჩეველმა მისცა

ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თამვჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 39 810 ადამიანმა გააკეთა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 33, 01% შეადგენს.

გია აბაშიძე: გამორიცხული არაფერია, შესაძლოა, არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები  მშვიდ, დემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს,  მაინც ვხედავთ  ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან პროცესის ძალიან მუქ ფერებში წარმოჩენისა და დრამატიზების  მცდელობას“

მერაბ ქვარაია: "ჭიქაში ქარიშხლის" დატრიალება "ნაციონალურ მოძრაობას" არ გამოუვათ

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას განცხადებით, შენობის გარეთ საარჩევნო აგიტაცია აკრძალული არ არის და "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ადგილი აქვს  კანონმდებლობის არ ცოდნას, ან  პროვოკაციას:

ცესკოს განცხადება მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „ედისონ რისერჩის“ კვლევის თაობაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის თაობაზე მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

ვაკა გორგილაძე: ,,სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლახავს 50% -იან ბარიერს!"

სოციოლოგი ვაკა გორგილაძე ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც არჩვენების მოსალოდნელ შედეგებზე წერს. 

თამარ გუდავა - ოპოზიცია არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობის გამოცხადებას ყველა ხერხით შეეცდება

საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის ხემძღვანელის, თამარ გუდავას ინფორმაციით, 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა.

ლაშა ნაცვლიშვილი: ,,უდიშოვესი ხალხი ხართ, ნაცებო, კონა აბაზის ტურფები"

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ განთავსებულ საარჩევნო უბნებზე წერს.

ლაშა ნაცვლიშვილი: ჯაფარა რომ უგებს უსუფას და შალიკოს, ეგ არის ამ არჩევნების მარილი

მთავარი პროკურორის ყოფილი  მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესს ფეისბუქ-პოსტით ეხმაურება.

ზესტაფონში 17 600-მა ამომრჩეველმა არჩევანი უკვე გააკეთა

ზესტაფონის 51–ე საარჩევნო ოლქში არჩევანი 17 600–მა ამომრჩეველმა გააკეთა.

ივანე მაჭავარიანი: ძნელი მისახვედრი არ არის, ვის და რას მივცემდი ხმას

ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში დააფიქსირა თავის არჩევანი ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. როგორც  მინისტრმა აღნიშნა, მან ხმა მისცა ქვეყნის კეთილდღეობასა და ეკონომიკურ წინსვლას.

„მრავალეროვანი საქართველო“: კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეული ხარვეზებით

"საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამას ახორციელებს.

 

"გოგის ხათრით" - ქუთაისში პრეზიდენტობის კანდიდატს ამომრჩევლემა ხმა წულაიას გამო მისცა

 სოციალურ ქსელში საარჩევნო ბიულეტინის ფოტო ვრცელდება, სადაც ასახულია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს კახა კუკავას, ამომრჩეველი ხმას, გოგი წულაიას გამო აძლევს.

გიორგი ქობულია - ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც მაქსიმალურად დაგვეხმარება ჩვენს მიერ დასახული მიზნების მიღწევაში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცა თბილისის ჩუღურეთის ოლქის მე-3 საარჩევნო უბანში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა": 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" დაკვირვებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში ათი საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.

მაია ცქიტიშვილი - "ხმა მივეცი ქართულ ტრადიციებზე და ფასეულობებზე დაფუძნებულ ევროპულ მომავალს, მშვიდ და სტაბილურ განვითარებას"

"მე ხმა მივეცი ჩვენ ქართულ ჭეშმარიტ ფასეულობებზე და ტრადიციებზე დაფუძნებულ ევროპულ მომავალს, სიმშვიდეს, განვითარებას, ერთიანობას," - განაცხადა საქართველოს ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.

მამუკა მდინარაძე: ჩვენი აგიტატორები, პარტიული აქტივი მოქმედებს კანონის ფარგლებში და მოვუწოდებთ მათ, გააგრძელონ მუშაობა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, საარჩევნო უბანზე შეუშვას ადამიანები, რომლებსაც უკვე არჩევანი გაკეთებული აქვთ.

ზაალ ანჯაფარიძე - ვფიქრობ, ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა იქნება

ვფიქრობ, ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა იქნება, -ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი: მე მივეცი ხმა დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან, დემოკრატიულ საქართველოს

„იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე საარჩევნო უბნის ჩაშლას გეგმავს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე საარჩევნო უბნის ჩაშლას აპირებს.

ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათის მდგომარეობით 15.95% შეადგინა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რომელმაც ხმა ვაკის მე-2 ოლქის №16 საარჩევნო უბანზე მისცა.

ახალციხეში ამომრჩეველთა აქტივობამ 18% შეადგინა

ახალციხის 35–ვე საუბნო საარჩევნო კომისიის 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 18%–ია.

ზურაბ ჯაფარიძე: ხმა მივეცი საკუთარ თავს

"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ არჩევანი ვაკის პარკთან 49-ე უბანზე 12:30 წუთზე დააფიქსირა.

მამუკა მდინარაძე: ყველასთვის ცნობილი ძალების მცდელობების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის  მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიუხედავად ყველასთვის ცნობილი ძალების მცდელობებისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე: ხმა მივეცი დღეს დემოკრატიას, სტაბილურობას, განვითარებას, ნათელ მომავალს

„ხმა მივეცი დემოკრატიას, სტაბილურობას, განვითარებას, ნათელ მომავალს. ჩვენ ვნახეთ ყველამ თუ სად იყო ამ არჩევნებში, საბჭოთა კავშირი, სად იყო ევროპა და ჩვენ, რა თქმა უნდა, არჩევანი უნდა გავაკეთოთ ევროპის სასარგებლოდ.

თორნიკე რიჟვაძე - ხმა მივეცი ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას და ევროპულ არჩევანს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საკუთარი არჩევანი ბათუმის მე-16 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის ხმის მისაცემად შვილთან ერთად მივიდა.

სერგეენკო: ხმა მივეცი საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, საკუთარი არჩევანი საბურთალოს რაიონის N79 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

ივანიშვილი: ვფიქრობ, დღევანდელი არჩევანით, საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუეზე, ძალადობასა და უკულტურობაზე

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

ცესკო: 10:00 საათის მდგომარეობით საკუთარი არჩევანი 215 329 ადამიანმა დააფიქსირა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ნინო ჯავახაძე - საჭიროებისამებრ ვახდენთ საპოლიციო ძალების გადაადგილებას რეგიონებს შორის, რათა შევინარჩუნოთ არჩევნების პერიოდში მშვიდი გარემო

ჩვენი ამოცანაა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მშვიდი გარემოს შენარჩუნება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განაცხადა.

ახალციხეში ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.

ენმ: საარჩევნო უბნის შესასვლელებთან გაკრულ სააგიტაციო პლაკატებს ჩამოვხევთ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანა წითლიძის განცხადებით, საარჩევნო უბნის შესასვლელებთან მმართველი პარტიის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატები გააკრეს.

გიორგი მარგველაშვილი: მე მივეცი ხმა კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება იყოს ყველას პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

პატრიარქი: იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ  კრწანისის საარჩევნო ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩვევანი უკვე დააფიქსირა.

ჩხოროწყუში „ნაციონალური მოძრაობის" წევრები გადასატანი ყუთის წაღებაზე უარს ამბობენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტში საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების ინფორმაციით, საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა.

ქუთაისში კომისიის წევრი გადასატანი ყუთით გადაადგილებაზე უარს ამბობს

ქუთაისში მე-4 საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა.

გიორგი გახარია: თითოეული პოლიციელი მზადაა, მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, არჩევანი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ

ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ  საპრეზიდენტო არჩევნებში თბილისში, ჩაიკოვსკის ქუჩაზე მდებარე საარჩევნო  უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

საოლქო კომისია: ზუგდიდში ყველა უბანი დროულად გაიხსნა

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, 107-ვე საარჩევნო უბანი  დროულად, 07:00 საათზე გაიხსნა.

ქუთაისში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

#59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ქუთაისში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ცესკო-ს განცხადებით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, 08:00 საათიდან გაიხსნა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

ბაქრაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი მშვიდობიან და ევროპულ ხვალინდელ დღეს დაუჭერს მხარს

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

მამუკა ბახტაძე: ხმა მივეცი ჩვენს ევროპულ არჩევანს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. მისი თქმით, ხმა  ქვეყნის ევროპულ მომავალს მისცა.

ქუთაისში 123-ვე საარჩევნო უბანი გახსნილია

საპრეზიდენტო არჩევნებზე ქუთაისში 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

საქართველოში დღეს, პრეზიდენტის  არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მიღება 08:00 საათზე დაიწყო.

ცესკო-ში საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, დღეს დილის 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.

საპრეზიდენტო არჩევნებს 22 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი.

რა აკრძალვები მოქმედებს არჩევნების დღეს

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს  კენჭისყრის შენობაში აგიტაცია აკრძალულია. 

ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის, 1264 საარჩევნო უბანია ადაპტირებული

დღეს საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს.

2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს

2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 3 703 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.

დღეს საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს

დღეს, 28 ოქტომბერს,  საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 6 წლის ვადით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ  აირჩევენ პრეზიდენტს.

"სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება იქნება იმის დასტური, რომ სუფთა ხელებით და გულრწფელობით არჩევნების მოგება შესაძლებელია"

"სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება იქნება იმის დასტური, რომ სუფთა ხელებით და გულრწფელობით არჩევნების მოგება შესაძლებელია", - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანი 28 ოქტომბერს 08:00 საათიდან  გაიხსნება

დიმიტრი ხუნდაძე ამომრჩევლებს მიმართავს - „დღეს შეცდომის უფლება არ გაქვთ!“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციას ეხმაურება.

კახა კალაძე: იმ ადამიანების სახელით მანიპულირება, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ სამშობლოს ღირსებას ცხელ წერტილში, დიდი სიმდაბლეა

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე  ავღანეთში, სამხედრო ბაზაზე ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნების“ ბევრი მხარდამჭერი ობიექტურად განაწყენებულია, ვპირდები მათ, მაქსიმალურად აღვადგენ სამართლიანობას

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის განაწყენებულ მხარდამჭერებს ჰპირდება, რომ სამართლიანობას მაქსიმალურად აღადგენს.

თავდაცვის სამინისტრო: ავღანეთში საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მოქალაქეობრივი ვალი უკვე მოიხადეს.

თამარ ჩუგოშვილი: ყოფილი მთავარსარდლის მხრიდან ქართული ჯარის პოლიტიზირება არ არის ღირსეული საქციელი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ავღანეთის 2 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესს ეხმაურება.

გია აბაშიძე - ყველასთვის ნაცნობ პოლიტიკურ აქტორებს ვითარების უკიდურესად დაძაბვის მორიგი მცდელობა აქვთ

„ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინასაარჩევნო, ზედმეტად კრიტიკული შეფასებები და მკვეთრი ტონალობა, მათ მიმართ რამდენიმე მაღალჩინოსნის მიერ გამოთქმული კრიტიკითაა გამოწვეული",- აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

ირაკლი კობახიძე: ამ საპრეზიდენტო კამპანიას პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ,,სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ”

ამ საპრეზიდენტო კამპანიას პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ,,სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

დავით მაღრაძე: ,,გამოვალთ არჩევნებზე და პირველივე ტურში დავამარცხებთ ამ გათავხედებულ უკულტურობას"

პოეტი დავით მაღრაძე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველს მიმართავს:

ბიძინა ივანიშვილი: რთულია,  უცხო ქვეყნის  სკოლაში მოსიარულე შვილს შეუნარჩუნო ქართული ენა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილმა  სალომე ზურაბიშვილის აქცენტთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე ისაუბრა.

„პირველივე ტურში დავამთავროთ ეს არჩევნები“ - ივანიშვილი „ოცნების“ მხარდამჭერებს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“   ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუკი „ოცნების“ მხარდამჭერების მაქსიმალური მობილზიება იქნება, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

სალომე ზურაბიშვილი: ამომრჩევლისთვის ჩემი ხედვების გასაზიარებლად მოვედი, რამდენიც შევძელი, გავაკეთე, ცოტა დრო დამაკლდა

მე აქ ვიყავი მოსული, რათა ამომრჩევლისთვის ჩემი ხედვები გამეზიარებინა, რამდენიც შევძელი, გავაკეთე, ცოტა დრო დამაკლდა.

სალომე ზურაბიშვილი: რუსები ჩემი წიგნიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილ ამონარიდებს ხმარობენ, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა"

"რუსები ჩემი წიგნიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილ ამონარიდებს ხმარობენ, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“

არჩილ თალაკვაძე: ოპონენტებმა დებატების მთელი დრო სალომეს მიუძღვნეს, როგორც ჩანს, სწორად აფასებენ მისი გამარჯვების შანსებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე "ოირველი არხის" ეთერში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის გამართულ დებატებს გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილი: ზოგიერთები 29 ოქტომბერს აპირებენ, ჩემი გადადგომა მოითხოვონ, იმდენად დარწმუნებული არიან, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებ

ამ პატარა ქვეყნისთვის საზოგადოებრივი გაერთიანება არის აუცილებელი, რათა მივაღწიოთ ყველაფერს, რაც გვინდა, ესიქნება ნატო-სა და ევროკავშირში შესვლა თუ ქვეყნის განვითარება.

სალომე ზურაბიშვილი: შემიძლია, ევროპელებსა და ამერიკელებს ვესაუბრო ერთი ერთზე, თანასწორად და არა ძველი საბჭოთა კომპლექსებით

"მაქვს ევროკავშირთან მუშაობის გამოცდილება, ვმუშაობდი ნატო-ს „შტაბკვარწირაში“ და ვიცი, რა ხდებოდა 2004 წლამდე, როდესაც ნატო-სა და ევროკავშირში ცენტრალური ევროპის ქვეყნების შესვლის პროცესი მიმდინარეობდა"

გრიგოლ ვაშაძე: ყველას პრეზიდენტი ნიშნავს იმას, რომ ათასობით ადამიანის მოსმენის შედეგად გაკეთებულ 82 დოსიეზე მუშაობა უნდა დავიწყოთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, ზეპარტიული პრეზიდენტი იქნება და ეს არ გაუჭირდება:

დავით ბაქრაძე: ჩვენი უსაფრთხოების, ინვესტიციების და კეთილდღეობის გზა ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებაზე გადის

პარტია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, მისთვის  არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირზე და ნატო-ზე გადის.

ზურაბიშვილი: არავისთან ვყოფილვარ გარიგებაში, როცა სააკაშვილთან მქონდა გარკვეული წინააღმდეგობა, გზები გაიყარა, თუმცა ვიყავი ასევე მისი მოყვანილი

ვინც დღეს ამბობს, რომ შეიძლება არ ვიყო დამოუკიდებელი, არიან ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ იმდენადდამოუკიდებელი ვარ, რომ ალბათ „ქართული ოცნებაც“ ვერ მმართავს.

სალომე ზურაბიშვილი: ჩემი მთავარი იდეაა, დასრულდეს ის საბჭოთა წყობა, რომელშიც ზოგ-ზოგიერთები კარგად გრძნობენ თავს

საქართველო არც ისე ცუდად არის, ჩვენი თავის უნდა გვჯეროდეს. არ შეიძლება, მუდამ ვიყოთ იმის ფიქრში, რა გვეშველება, რა მეშველება.

სალომე ზურაბიშვილი:მე ვარ ევროპელი და მოვდივარ იმისთვის, რომ იყოს ახალი და დამშვიდებული საქართველო

"მე პატივს ვცემ ჩემს ამომრჩეველს და იმ საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, რომელიც ჩატარდა, გადავწყვიტე,მოვსულიყავი"

ჯემალ ჭკუასელი: ბიძინა ივანიშვილს ბევრი სათქმელი ჰქონდა, მაგრამ არ დააცადეს

„ბიძინა ივანიშვილს ბევრი სათქმელი ჰქონდა, მაგრამ არ დააცადეს“ 

ნიკა ლალიაშვილი: ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა დაინახა ლიდერი, რომელიც პროცესში ჩართულია და რეალობას მშვენივრად იცნობს

„ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა დაინახა ლიდერი, რომელიც პროცესში ჩართულია და რეალობას მშვენივრად იცნობს",- ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა.

NDI-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოში 28 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის ჩამოსვლის შესახებ განაცხადა.

დღეს დავით ბაქრაძის, სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის დებატები გაიმართება

პირველ არხზე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის კიდევ ერთი დებატები გაიმართება, რომელშიც სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას 1TV ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭრისკენ მოუწოდებს.

თამარ ჟვანიამ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შუალედური ანგარიში წარუდგინა

ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

სალომე ზურაბიშვილი - კულტურა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა

კულტურა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა რუსთაველის თეატრში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა, რომელიც 1999 წლიდან სისტემატიურად აკვირდება ქვეყანაში გამართულ არჩევნებს.

სალომე ზურაბიშვილი - საფიქრალია, როგორ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი სტრატეგია შშმ პირების პრობლემების მოსაგვარებლად

საფიქრალია, როგორ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი სტრატეგია შშმ პირების პრობლემების მოსაგვარებლად, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა შშმ პირებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თემურ შაშიაშვილი სამ ტელევიზიას მიმართავს და ოფისში იწვევს

პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც განცხადება გააკეთა.

ირაკლი კობახიძე: არავის არ მოგვწონს ის საარჩევნო გარემო, რომელიც არის დღეს ჩამოყალიბებული ამ საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო

„ჩვენ გვქონდა საუბარი საარჩევნო გარემოზე, იმ დარღვევებზე, რომლებიც ფიქსირდება ოპოზიციის მხრიდან“

სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა  

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

თამარ ჩუგოშვილი - სალომე ზურაბიშვილის საბოლოო პოზიცია რუსეთ-საქართველოს ომის თაობაზე საერთაშორისო შეფასებებს არ სცდებოდა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის საბოლოო პოზიცია რუსეთ-საქართველოს ომის თაობაზე იმ საერთაშორისო შეფასებებს არ სცდებოდა, რომელიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით არსებობს.

სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის

არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის.

სალომე ზურაბიშვილი - საოკუპაციო ხაზი უნდა მოვშალოთ და დავიბრუნოთ ნამდვილი საზღვრები

უნდა დავინახოთ, განვსაზღვროთ, სად არის ჩვენი მომავალი, როგორ გავამთლიანოთ ეს ქვეყანა, – ასეთი განცხადება გააკეთა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ნაძალადევში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

სალომე ზურაბიშვილი - უნდა მივაღწიოთ, რომ ყველა მოქალაქემ თქვას, აი, ამ ქვეყანაში მართლაც უკეთესად ვცხოვრობთ

ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ექვს წელიწადში თქვას, აი, მართლაც უკეთესად ვცხოვრობთ, – ასე მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გლდანში გამართული შეხვედრის მონაწილეებს.

გრიგოლ ვაშაძე ამომრჩეველს ზუგდიდში შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ზუგდიდში მხარდამჭერებს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილი ვაკის ამრჩეველთან შეხვედრაზე ქალიშვილთან ერთად მივიდა

ვაკის ამრჩეველთან შეხვედრაზე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან ერთად მივიდა. 

კახა კუკავა ზესტაფონის სოფელ ზედა საქარაში მხარდამჭერებს შეხვდა

პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა დღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარაში მხარდამჭერებს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს სკოლა-პანსიონს ესტუმრა

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს“ ესტუმრა. 

სალომე ზურაბიშვილი: არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც კონსტიტუციაში წერია და რომლის დაცვა პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში  მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილი - მთაწმინდა ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია, საიდანაც მინდოდა თბილისელ ამომრჩეველთან შეხვედრები დამეწყო

პრეზიდენტი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვის გარანტორია, –ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში მთაწმინდის ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი: ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს

“ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს",-ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდაზე მოსახლეობას განუცხადა. 

 

სალომე ზურაბიშვილი: დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები

"დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები"

სალომე ზურაბიშვილი ფოთელებს: ნიკოლაძის საინტერესო ხედვები ჩემს პროგრამაში გადმოვიტანე

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ფოთში მხარდამჭერებთან შეხვედრით, რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიზიტი დაასრულა.

ცესკო-ს თავმჯდომარემ 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

ზურაბიშვილი: კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად სამფეროვანი დროშა იყოს

“კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოსაღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”

სალომე ზურაბიშვილი სენაკში ამომრჩეველს შეხვდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სენაკში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა.

გია აბაშიძე: საზოგადოება იმედგაცრუებულია, მაგრამ გაბრაზებული არ არის

როგორია ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო ვითარება, ფარული ჩანაწერების ომი და საზოგადოების განწყობები. მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე აფასებს.

 

სალომე ზურაბიშვილი: ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია

ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი - ტურისტული გზა სახლ-მუზეუმებზე ტურისტებს გააცნობს, რომ საქართველოში იბადებოდნენ და იბადებიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები

ტურისტული გზა სახლ-მუზეუმებზე ტურისტებს გააცნობს, რომ საქართველოში იბადებოდნენ და იბადებიან ნიჭიერი ადამიანები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა აბაშაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი - მე, როგორც პრეზიდენტი, ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ

მე, როგორც პრეზიდენტი დღეს ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხობში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი - უნდა მოვახერხოთ, გავაძლიეროთ ქართული ენა ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპაციის შედეგად ჩვენგან მოწყვეტილია

კონსტიტუცია მკარნახობს, რომ მე უნდა ვიყო დამცველი აფხაზური ენის და აფხაზური იდენტობის, რომელიც დღეს დიდი საფრთხის ქვეშაა, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხობში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს.

მამუკა მდინარაძე: ,,აქციის გაუქმებით დადასტურდა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" სპექტაკლები წარუმატებლად მიმდინარეობს"

ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" სპექტაკლები წარუმატებლად მიმდინარეობს, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ოპონენტების მიერ დაანონსებული აქციის გაუქმებას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“: ხვალ „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“ შედეგები გამოქვეყნდება

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" ხვალ „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს გამოაქვეყნებს.

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გვყავს კანდიდატი, რომელიც ევროპის ოჯახში მიღებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე მესტიაში მოსახლეობას შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ მათი თავგანწირვა განსაკუთრებითმნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

სალომე ზურაბიშვილი - სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან

სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

დღეს, საქართველოს მასშტაბით, ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ერთდროულად მოაწერეს ხელი.

სოფიო ქაცარავა: ქალი კანდიდატის გამარჯვება ევროპული ღირებულებების, თანასწორობის და პლურალიზმის უფრო გამყარებას შეუწყობს ხელს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას მიერ შექმნილი ქალი ელჩებისა და პარლამენტარების არაფორმალური ფორმატის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა ქალ ელჩებთან წინასაარჩევნოდ სამუშაო შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა ჩუღურეთის რაიონში მხარდამჭერებს შეხვდა

პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა დღეს ჩუღურეთის რაიონში, ჩუბინაშვილის ქ.N9-ში მხარდამჭერებს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

დღეს, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა. კანდიდატმა აუდიტორიას საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები გააცნო.

პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა

დღეს, 18:00 სთ-ზე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა დასრულდა.

სალომე ზურაბიშვილი - ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ რაღაც ქარტიაზე ხელმოსაწერად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, თუმცა თავს ვერ იკავებენ

,,ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან და თავს ვერ იკავებენ, ერთმანეთსაც ლანძღავენ".

სალომე ზურაბიშვილი: პრაქტიკულად, ლამისყანიდან უკვე ჩანს რუსი ჯარისკაცებიც და დროშაც

„პრაქტიკულად, ლამისყანიდან უკვე ჩანს რუსი ჯარისკაცებიც და დროშაც“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კასპში წინასაარჩენო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

კახა კუკავა ნაძალადევის რაიონში მხარდამჭერებს შეხვდა

15 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ ნაძალადევის რაიონში, კიკვიძის ბაღში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა.

სალომე ზურაბიშვილი - ჩემგან არავის მოუსმენია სიძულვილის არც ერთი სიტყვა

სიძულვილის ენა ჩემთვის უცხოა, ამ კუთხით მე ვარ ნამდვილი ქართველი, რადგან ქართული კულტურა ზრდილობით იწყება, -  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დუშეთში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

შსს-ს თანამშრომლებს არჩევნების  უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ  ტრენინგი უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო  არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის  შესახებ სასწავლო კურსი დაიწყო.

სატვირთო ავტომობილს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

 

თავდაცვის სამინისტრო: სიცრუეა, თითქოს სამხედრო პირებს არ ექნებათ არჩევანის უფლება 28 ოქტომბერს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისში საპრეზიდენტო არჩევნების ნდობის რეიტინგზე გამოკითხვა ჩაატარეს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში, საკითხზე: „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“, თბილისში მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა.

ზაზა გაბუნია: სალომე ზურაბიშვილთან შედარებით დავით ბაქრაძე სტაჟიორია

ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გამართულ დებატებზე გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი: არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი და ჩემი შვილების ქართული უშეცდომოა, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ, რომ ისინი ქართულად საუბრობენ

"შეიძლება, შეცდომით ვსაუბრობ ხოლმე, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი და ჩემი შვილების ქართული უშეცდომოა, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ, რომ ისინი ქართულად საუბრობენ".

სალომე ზურაბიშვილი: დღეს საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე

დღეს საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხაშურში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი - ყველას წარსული ცნობილია, თუმცა ჩემი მიზანი ვიღაცის ლანძღვა და ფაქტების გახსენება არ არის

ყველას წარსული ცნობილია, თუმცა ჩემი მიზანი ვიღაცის ლანძღვა და ფაქტების გახსენება არ არის, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხაშურში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი: არჩევნები ჩავატაროთ და ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტებს მშვიდობიანი წინასაარჩევნო კამპანიისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ზაზა გაბუნია: არც ლანჩხუთში, არც სხვაგან „ქართული ოცნების“ არცერთ წევრს პარტიის რიგები არ დაუტოვებია

„არც ლანჩხუთში, არც სხვაგან „ქართული ოცნების“ არც ერთ წევრს არ დაუტოვებია პარტიის რიგები“.

რატი იონათამიშვილი გიგი უგულავას განცხადებაზე: ეს არის მორიგი ტყუილი - სიცრუე ამ პოლიტიკური პარტიის საყვარელი საქმიანობაა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი სიცრუესა და უპასუხისმგებლოს უწოდებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას.

დავით უსუფაშვილი ზუგდიდში: თუ შევინარჩუნეთ ეს ტემპი, მეორე ტურში შევძლებ ბრძოლას

„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ზუგდიდში პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს შეხვდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ თბილისში საპრეზიდენტო არჩევნების ნდობის რეიტინგზე გამოკითხვას ჩაატარებს

2018 წლის 12 ოქტომბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდი თბილისში სოცილოგიურ გამოკითხვას ჩაატარებს.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში იწყება ახალი დიდგორი

საქართველო სტაბილური ქვეყანაა, მაგრამ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ კავკასიაში, ევროპაში, მსოფლიოში ჩვენმა ქვეყანამთავისი ადგილი დაიბრუნოს.

სალომე ზურაბიშვილი: ძალიან კარგია, რომ აუდიტის სამსახური სასამართლოს მიმართავს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მის ზოგიერთ შემომწირველთან, მათ შორის ექიმებთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.

სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში მიდიოდნენ იმ მკურნალობის მისაღებად, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია

არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში მიდიოდნენ იმ მკურნალობის მისაღებად, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია.

დავით სერგეენკო: უმორჩილესი თხოვნაა, რომ 28 ოქტომბერს არავინ დარჩეს სახლში და ხმა მივცეთ საქართველოს განვითარებას

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

ნათია მეზვრიშვილი არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების NDI-ის და ODHIR-ის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების - NDI-ის და OSCE/ODHIR-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

გოგი მეშველიანი: ვერანაირი დანაწევრება ვერ უშველის იმ ძალას, რომელიც იყო ავტორი ძალადობრივი ქმედებების

"ქართული ოცნების" წევრი გოგი მეშველიანი ბოლნისში ამომრჩეველს შეხვდა.

პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა ქობულეთში მხარდამჭერებს შეხვდა

10 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ ქობულეთში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა.

გია აბაშიძე: დემოკრატიის პირობებში სამთავრობო ან არასამთავრობო სექტორის კრიტიკა ტაბუირებული არ არის

ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე, ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ მეორე შუალედურ ანგარიშსა და მასში გამოთქმულ შენიშვნებზე, ანალიტიკოსი გია აბაშიძე საუბრობს.

ზვიად აბაშიძე: ამ არჩევნებით საქართველო კიდევ ერთი ტესტის წარმატებით ჩაბარებას მოახერხებს

გარკვეული ხარვეზებისა და მწვავე დაპირისპირებების მიუხედავად, არჩევნები კონკურენტულ და ღია გარემოში მიმდინარეობს და საქართველო დემოკრატიის კიდევ ერთ ტესტს წარმატებით ჩააბარებს, - განაცხადა ანალიტიკოსმა ზვიად აბაშიძემ.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაციები გამოსცა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ 5 ოქტომბრის სხდომაზე რეკომენდაციები გამოსცა.

თამარ გუდავა: მკვიდრდება სტერეოტიპები,  რომ არასამთავრობოებისა და კონკრეტული ტელევიზიების კრიტიკაზე ინდულგენციაა

"მედიაც და მესამე სექტორიც უნდა იყვნენ საზოგადოებრივი და არა, ვიწროპოლიტიკური ინტერესების დამცველები".

სალომე ზურაბიშვილი: ორბელიანების სასახლე ბევრად მოკრძალებულია და შესაფერისია მომავალი პრეზიდენტისთვის

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი  კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თელავში ამომრჩეველს შეხვდა.

პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა ვარკეთილში მხარდამჭერებს შეხვდა

6 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ სამგორის რაიონის მოსახლებასთან შეხვედრა გამართა.

სალომე ზურაბიშვილი: მე ვიქნები საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ერთმანეთს თავმჯდომარე და ენმ-ის წევრები დაუპირისპირდნენ

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო ოლქში კომისიის სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. ერთმანეთს ენმ-ის წევრები და კომისიის თავმდჯომარე მირანდა მესხი დაუპირისპირდნენ.

სალომე ზურაბიშვილი: „შავი ძალის“ ორივე სახეს ვიწვევ დებატებში

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.

სალომე ზურაბიშვილი: ავუხსენი, ჩემი ოპონენტები როგორ არაევროპულად იქცევიან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ლაპარაკობენ ევროპაზე

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, გეერტ ჰაინრიხ არენს შეხვდა.

ვატო შაქარიშვილი: აქეთ არის ქალი, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა დათმო, იქით არის „კაცი“, რომელსაც ომის შემდეგაც კი, რუსული პასპორტი ვერ გააგდებინეს ხელიდან

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ვატო შაქარაშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.