გაზზე მომუშავე ამწე-კალათა აფეთქდა - დაშავებულია ერთი კაცი

ხაშურიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრავ ამწეს, რომელიც ბუნებრივ აირზე მუშაობდა, ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. მანქანის აფეთქება, სავარაუდოდ, თხევადი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ინფორმაციას "ინფორუსთავი" ავრცელებს.