კვიპროსის სამხრეთში ძლიერი აფეთქება მოხდა

კვიპროსის სამხრეთით მდებარე ქალაქ ლიმასოლში საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა. შენობაში ბუკმეკერული კომპანია იყო განთავსებული. აფეთქებას ძლიერი ხანძარი მოჰყვა, რის გამოც მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია გახდა საჭირო.