Pia Logo
კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა

ოკუპირებული აფხაზეთი
16:16 25.03

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას განკარგულებით, კორონავირუსის გამო ორი კვირის განმავლობაში დამატებითი შეზღუდვები იმოქმედებს.

25 მარტიდან 7 აპრილამდე აფხაზეთში იკრძალება მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, დროებით იხურება სპორტული და ფიტნეს დარბაზები, ასევე სილამაზის სალონები.

ამავე განკარგულებით, ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლა ეკრძალებათ "უცხოეთის მოქალაქეებს და აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ექსკურსიის ჩატარების ან ტურისტული მიზნით აპირებენ რესპუბლიკაში შესვლას".

კარანტინის განმავლობაში შეჩერდება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მოქმედება, საზოგადოებრივი (შიდასაქალაქო, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა), ტაქსის გარდა.

გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დაევალა "აფხაზურ - რუსულ" საზღვართან განთავსებულ საკონტროლო - გამშვებ პუნქტთან 24 - საათიანი მორიგეობის დაწესება.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა მოსახლეობას მიაწოდოს სრული ინფორმაცია კორონავირუსის პრევენციის შესახებ. მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და იგეგმება სამედიცინო პერსონალის გადამზადება. ასევე, სანიტარულ - ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის დაწესება სავაჭრო ობიექტებზე, სასტუმროებსა, და ლაბორატორიებზე. საჯარო სამსახურებს, საწარმოებს და ორგანიზაციებს მიეცათ რეკომენდაცია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლის შესახებ.

გარდა ამისა, სწავლის პროცესი 7 აპრილამდე შეწყვეტილია სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში.

დე ფაქტო "მთავრობამ " მოუწოდა სავაჭრო ობიექტებსა და მეწარმეებს, არ დაუშვან ფასების ზრდა კვების და საბავშვო პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, სამედიცინო აღჭურვილობაზე, სადეზინფექციო და პირადი ჰიგიენის საშუალებებზე.

აფხაზური მედიის მონაცემებით, 22 მარტის მონაცემებით ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამავე დროს, დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განმარტა, რომ სანიტარულ - ეპიდემიოლოგიური სამსახური ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, რადგან, მისი თქმით, 22 მარტს გამართულ "საპრეზიდენტო" არჩევნებზე ვერ უზრუნველყვეს კორონავირუსის პრევენციის ზომების გატარება.

ცნობისთვის, 25 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID- 19-ის 73 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. დღეს ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა დადასტურდა.

უწმინდესი და უნეტარესი

კომენდანტის საათის გამო, დღეიდან ტაძრებშ...

"გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალ...
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. რო...
22:11 04.04
რეგიონის ქვეყნებიდან, კორონავირუსის გავრცელების მხრივ სიტუაცია ყველაზე მძიმე თურქეთშია., სადაც ბოლო...
21:58 04.04
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ოჯახის ექიმები პაციენტ...
21:49 04.04
აშშ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მზარდ კერად რჩება. 4 აპრილის არასრული დღის განმავლობ...
21:37 04.04
ჩინელი ექიმი ეკიპირებით 60 ათასზე მეტი გარდაცვლილი - Covid-19-ის გლობ...
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 60 ათასს გადააჭარბა. Worldometers- ის...
21:16 04.04
საერთაშორისო ონლაინ პანელზე, COVID-19-ის...
მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ი...
19:36 04.04
საქართველოში კორონავირუსისგან 31 ადამიან...
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან 31 ადამიანია გამოჯანმრთელებული. აღნი...
19:31 04.04
19 ახალი შემთხვევა - ჩინეთში Covid-19-ის...
ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული კლება დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში,...