Pia Logo
კონფლიქტები

საქართველოს ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებით საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი მოქალაქეების დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს

აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის ხელმძღვანელი
21:38 23.03

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას.

ამასთან აბაშიძემ საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრებ თანამემამულეებს ურთიერთობების განვითრებისკენ მოუწოდა და კორონავირუის წინააღმდეგ საბრძოლველად საერთო გზების გამონახვა ურჩია.

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარებულ ე. წ. არჩევნებს სამართლიანად გმობს მსოფლიოს პროგრესული საზოგადოება, რომელიც არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და მას იმ საზღვრების შემადგენელ ნაწილად განიხილავს, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული.

აქედან გამომდინარე, იგი არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ ე.წ. ახალი რეალობის სამართლებრივად დამკვიდრების მცდელობებს. ბუნებრივია, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებაც, ისევე, როგორც სრულიად საქართველო, ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პირობებში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს, ვინაიდან იგი ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას, მაშინ, როდესაც აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილის უფლებები უხეშად ირღვევა რუსეთის ფედერაციის და მათ მიერ მხარდაჭერილი მარიონეტული რეჟიმის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად.

ერთმნიშვნელოვნად ცხადია - აფხაზეთში დღეს მიმდინარე პროცესები სხვა არაფერია, თუ არა მორიგი ძალადობა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აფხაზეთის საზოგადოების მიმართ. აქვე მინდა განვაცხადო, რომ აფხაზეთის მთავრობა, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მზად არის, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებს სრული დახმარება აღმოუჩინოს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც უშუალოდ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით.

მსოფლიოში შექმნილი დღევანდელი, ახალი რეალობიდან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო ენგურის იმ მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს - განვავითაროთ ურთიერთობები, ვიფიქროთ მომავალზე და ერთობლივად ვეძებოთ საერთო მიდგომები და გზები არსებული ვითარებიდან მშვიდობიანი გამოსავლის საპოვნელად!" - ნათქამია გავრცელებულ განცხადებაში.

უწმინდესი და უნეტარესი

კომენდანტის საათის გამო, დღეიდან ტაძრებშ...

"გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალ...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ჯანდაცვის მს...
20:35 04.04
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათში 4805-ით 124 632-მდე გაიზარდა, იმავე პ...
20:31 04.04
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გერმანიიდან ჩამოსულ პაცი...
20:18 04.04
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კონკრეტულად კი ფოთში, აბაშაში, მარტვილში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში,...
20:06 04.04
საქართველოს მიწვევა საერთაშორისო ონლაინ პანელზე, COVID-19-ის გავრ...
მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ს...
დავით ჩიხელიძე: პანდემია - ახალი გამოწვე...
"არსებულმა მდგომარეობამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩინეთი არის არასაიმედო პარტნიორი, რ...
17:59 04.04
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუ...
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. 4 აპრილის მონაცემები...
თელავის მუნიციპალიტეტში ავტომობილს ცეცხლ...
თელავის მუნიციპალიტეტში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა სოფელ კონდო...