მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართული ბანკების აქციების ღირებულება ლონდონის ბირჟაზე 1 დღეში 20-20 პროცენტით გაიზარდა

საქართველო და თიბისი

დიდი ვარდნის შემდეგ, 24 მარტს მსოფლიო ბირჟებზე ინდექსების ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა. ტრანსნაციონალური კომპანიების პარალელურად, მკვეთრად 20-20 პროცენტით გაიზარდა ქართული ბანკების აქციების ღირებულებაც.

TBC ჯგუფში შემავალი TBC ბანკის აქციების ფასი 1 დღეში 20%-ით £6.46-დან £7.75-მდე გაიზარდა. მისი კაპიტალიზაცია ამჟამად £427 მლნ-ს ($504 მლნ-ს) აღწევს, რაც მართალია 2 დღის წინანდელ მაჩვენებელს 20%-ით აღემატება, მაგრამ 1 თვის წინანდელ ფასზე 42%-ით ნაკლებია.

მეორე ქართული უმსვილესი ბანკი - „საქართველოს ბანკი“ BGEO ჯგუფშია გაერთიანებული. 24 მარტს მისი აქციების ღირებულებაც 20%-ით £8.25-დან 9.91-მდე გაიზარდა. £487 მლნ-მდე ($575 მლნ) გაიზარდა ჯგუფის მთლიანი ჯამური კაპიტალიზაციაც.