Pia Logo
ეკონომიკა

საბანკო სესხების მოცულობა 31.6 მლრდ ლარამდე შემცირდა

საბანკო სესხი
15:14 25.03

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა თებერვალში იანვართან შედარებით 294 მლნ ლარით შემცირდა და 2020 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით 31.63 მლრდ ლარი შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ლარში გაცემული სესხების მოცულობა თებერვალში 124 მლნ ლარით გაიზარდა, თუმცა უცხოურ ვალუტაში 419 მლნ ლარით შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.53 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.18%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 10.49 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.90%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.66%-ით მეტი).

2020 წლის თებერვლის განმავლობაში 0.38%-ით, ანუ 60.73 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 15.82 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 45.47% შეადგინა, რაც პირველი თებერვლის მონაცემს 0.87%-ით აღემატება.

უწმინდესი და უნეტარესი

კომენდანტის საათის გამო, დღეიდან ტაძრებშ...

"გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალ...
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათში 4805-ით 124 632-მდე გაიზარდა, იმავე პ...
20:31 04.04
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გერმანიიდან ჩამოსულ პაცი...
20:18 04.04
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კონკრეტულად კი ფოთში, აბაშაში, მარტვილში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში,...
20:06 04.04
მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ს...
20:00 04.04
კორონავირუსი 2020 საქართველოში კორონავირუსისგან 31 ადამიანი გან...
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან 31 ადამიანია გამოჯანმრთელებული. აღნიშნულის შესახებ ინფორ...
19:36 04.04
17:59 04.04
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუ...
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. 4 აპრილის მონაცემები...
თელავის მუნიციპალიტეტში ავტომობილს ცეცხლ...
თელავის მუნიციპალიტეტში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა სოფელ კონდო...
თბილისის საკრებულოს კამპანიის ფარგლებში,...
სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანია „X2 Development''-მა სოციალურად დაუცველ მრავალ...