Pia Logo
პოლიტიკა

გიორგი შენგელია: დარწმუნებული ვარ, "ნაციონალური მოძრაობის" უპასუხისმგებლო საქციელზე სამართალდამცავებს რეაგირება ექნებათ

შენგელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში
17:56 26.03

"ის, რაც დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიის წევრების მხრიდან ხდება ზუგდიდის ცენტრში, ჩვენი მოქალაქეებისთვის პირბადეების დარიგება, ეჭქვეშ დააყენა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო, ყოვლად დაუშვებელი საქციელი მათი მხრიდან", - ასე გამოეხმაურა ზუგდიდის მერი გიორგი შენგელიაში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ აქციას.

ზუგდიდის მერი ყველა მოქალაქესა და პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, რომ მსგავსი პროვოკაციებისგან თავი შეიკავონ.

"მაშინ, როცა ქვეყანაში ორი მუნიციპალიტეტი კარანტინის რეჟიმშია და უზარმაზარი რესურსი იხარჯება, რათა ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დავაკავოთ სახლში, ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას, ეს უპასუხისმგებლო ადამიანები კრიბავენ ასობით ჩვენ თანამოქალაქეს ქალაქის ცენტრში, თითქოს პირბადეების დარიგებით ხელს უწყობენ ამ ვირუსის გავრცელების პრევენციას, რაც ყოვლად დაუშვებელი და პროვოკაციული ფაქტია. ყველა მოქალაქეს და პოლიტიკურ პარტიის წევრს, მოვუწოდებ, თავი შევიკავოთ მსგავსი პროვოკაციებისგან და ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, რათა ერთად ვებრძოლოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას ჩვენი ქვეყნის და მთელი მსოფლიოსთვის. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში 10 ადამიანზე მეტის შეკრება არ შეიძლება, მიუხედავად ამისა, ასობით ადამიანი შეკრიბეს დღეს ქალაქის ცენტრში. ჩვენი სამსახურები, სამართალდამცავებთან ერთად, მაქსიმალურად ცდილობდნენ მოქალაქეების დისტანცირებას, მაგრამ ეს იყო შეუძლებელი, მოქალაქეების რაოდენობიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, "ნაციონალური მოძრაობის" უპასუხისმგებლო საქციელზე სამართალდამცავებს ექნებათ რეაგირება და გამოჩნდება შემდგომში დამოკიკიდებულება ამ უპასუხისმგებლო ფაქტის მიმართ", - განაცხადა შენგელიამ და მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, საგანგებო რეჟიმის პირობებში და დავიცვათ კანონმდებლობა. ის ადამიანები, ვინც ქუჩაში გამოიყვანეს, იყვნენ მსხვერპლი უპასუხისმგებლო პარტიის და ამასთან დაკავშირებით ისმჯელებენ სამართალდამცავი ორგანოები", - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებს პირბადეები დაურიგეს.

თბილისის ზღვის

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 14 წლის მოზარდ...

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მიღებული 25 პასუხიდან ერთ პაციენტს კოვიდინფექცია აღმოა...
11:15
„100-დღიანი გათამაშება გრძელდება და ყველას აქვს შესაძლებლობა, მოიგოს ახალი იაგუარი და წილი 1.000.000...
50 წუთის წინ
„აქსის თაუერსი“ შეუერთდა მერიის ინიციატივას, რომელიც ბიზნეს-სექტორისა და მოქალაქეთა მხრიდან დედაქალა...
59 წუთის წინ
სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად, დღეს თბილისის საკრებულოს პროდუქტები კომპ...
17:52
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ...
17:18
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2020 დავით ზალკალიანი: 40-ზე მეტ ქვეყანაში 2 425 მ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეისათვის, საზღვარგარეთ საქარ...
ახალციხეში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მა...
ავტოსაგზაო შეთხვევა მოხდა ახალციხე-ვალეს გზაზე, სოფელ ივლიტასთან. მძღოლმა სავარ...
საქართველოს ბანკმა 55 მილიონი დოლარის მო...
საქართველოს ბანკმა 55 მილიონი დოლარის მოცულობის 10 წლიანი ინვესტიცია მოიზიდა. ინ...
მოძრაობა „შენმოქმედმა“, პროექტ „ჩართესთა...
„20 ლეპტოპი - 20 უფროსკლასელს“, - სოციალურ ქსელში ქვეყნდება ინფორმაცია, რომ სექტ...