მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მმართველი გუნდი და ოპოზიცია არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ

ქართული ოცნება და ოპოზიცია, 2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდება

როგორც ხელისუფლებასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ლელო საქართველოსთვის" წარმომადენელმა დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა ყველა პარტიამ, ვინც შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი.

"ხელი მოაწერა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული, 1%-იანი ბარიერი, 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რომ პარტია, ვინც 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, ვერ შეძლოს უმრავლესობის დაკომპლექტება. ეს არის ის ტექსტი, რომელსაც მოეწერა ხელი და აისახება საკონსტიტუციო ცვლილებებში. მომავალ კვირას პარლამენტში შევა დადგენილი წესით. გარდა ამისა, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომ განსაკუთრებით ყურადღებაა მისაქცევი მართლმსაჯულების და სამართალდამცავი სისტემის მხრიდან, საარჩევნო წელს კანონის დაცვის თაობაზე, რომ გამოირიცხოს პოლიტიკური მოტივებით ვინმეს დევნა ან დევნილი პირების საქმეების ამ თვალით გადახედვა", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.