Pia Logo
პოლიტიკა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა წითელი ჯვრის ორგანიზაციის მოხალისეთა გადამზადების პროგრამა გაიარეს

მოხალისეთა პროგრამა
20:39 25.03

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები მოხალისეთა პროგრამაში ერთვებიან.

საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დეპუტატებმა თბილისის მერიასა და წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მოხალისეთა გადამზადების ტრენინგი გაიარეს და უახლოეს დღეებში მოხალისეთა პროგრამაში ჩაერთვებიან.

როგორც საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, თბილისის საკრებულოს Covid -19 -ის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანა სურს და უმრავლესობის დეპუტატები მზად არიან მოხალისეთა პროგრამაში ჩაერთონ და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ მოსახლეობას საკვები თუ პირველადი მოხმარების ნივთები დაურიგონ.

"ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკრებულოს წევრებს გვაქვს სურვილი დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას. ამიტომ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, გავიარეთ გადამზადების კურსი, რათა დახმარების აღმოჩენისას არც მოსახლეობას და არც საკუთარ თავს საფრთხე არ შევუქმნათ. ჩვენ უახლოეს დღეებში, საჭიროებისამებრ გადავანაწილებთ ძალებს და იმ მოსახლეობას, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ზრუნვას და თანადგომას, პირველადი მოხმარების ნივთებსა და საკვებ პროდუქტს ადგილზე მივუტანთ",- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ მოსახლეობასაც მიმართა და მათ რეკომენდაციების გათვალისწინება და ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან თავის შეკავება სთხოვა.

"იმისათვის, რომ ჩვენ ყველანი ერთად, მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, საჭიროა, რომ თქვენ მაქსიმალურად დარჩეთ სახლში. თუ არ არის ამის გადაუდებელი საჭიროება, გთხოვთ, არ გამოხვიდეთ ქალაქში. მათ კი, ვისაც ზრუნვა სჭირდება, ჩვენ თავად მივაკითხავთ და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად დავეხმარებით",- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ნეგატიური პასუხი

კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გან...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმ...
10:15
„დღეს ეს ადამიანები გამოდიან და ადამიანის უფლებებზე გვესაუბრებიან, უფლებებზე, რომელიც მათი მმართველო...
37 წუთის წინ
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა...
51 წუთის წინ
„სტრასბურგმა სამართლებრივად დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ თვითონ მოაწყო ე.წ....
52 წუთის წინ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ინფორმაციას სოციალური ქსელით ავრცელებს და თბილისის...
13:44
სოსო მანჯავიძე გიორგი გახარიაზე სოსო მანჯავიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწ...
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სასიკვდილოა ნაციონალური მოძრაობისთვის“, - ამის შესახებ ექსპე...
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, გამოვხა...
„ჩვენი ამოცანაა, გამოვხატოთ სოლიდარობა საზოგადოებისა და იმ ადამიანების მიმართ, რ...
11:33
კორონავირუსით ინფიცირების 29 874 ახალი შ...
შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით ი...
„ფორინ პოლისი“: გაკვეთილები საქართველოდა...
„ქვეყნები, რომლებიც წარმატებით აკონტროლებენ ვირუსის გავრცელებას“, - ამ ქვეყნების...