Pia Logo
საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: ფაქტია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკუთარი ბელადის დავალებით მოახდინეს კანონის დარღვევა

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი
18:09 26.03

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობის გეგმაზომიერმა, დროულმა და ეფექტურმა ნაბიჯებმა ოპოზიცია ე.წ. „ნოკდაუნში“ ჩააგდო, რასაც მათი გონებრივი შესაძლებლობების არარსებობა დაემატა, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს სხვა ახსნას ვერ ვუძებნი,”- ასე ეხმიანება “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე დღეს, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მიერ სანიტარული ნივთების დარიგებას ხალხის მასობრივად შეკრება მოჰყვა.

ჩიხელიძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა ზუგდიდში სანიტარული ნივთები უსაფრხოების წესების დარღვევით დაარიგეს:

„ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები უსაფრთხოების წესების დარღვევით დაარიგეს. მთელი მსოფლიო საკუთარ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, სახელმწიფოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ასეთ დროს ყოველ ქმედებას და თავყრილობას საკუთარი წესები აქვს, დაუშვებელია ათზე მეტი ადამიანის შეკრება, ასევე დისტანცია უნდა იყოს 1,5 მეტრი და ა.შ. ამ დროს კი ოპოზიცია ვიწროპარტიული ინტერესების გამო, ასეულობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენად აქვს გამჯდარი ბოროტება, რომ მათ მიერ განხრციელებული, ერთი შეხედვით, ჰუმანური ჟესტიც კი ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არა ადამიანების დახმარება, არამეთ საკუთარი პარტიის პიარი იყო:

„მათი მიზანი იყო პიარი და არა ადამიანების დახმარება, რადგან თუ მართლა საკუთარ მოსახლეობაზე ფიქრობდნენ, შეეძლოთ დაკავშირებოდნენ შესაბამის უწყებებს და სახელწიფოსთან კოორდინაციით მოეხდინათ პირბადეების დარიგება, ან საკუთარი მოხალისეების დახმარებით სახლებში დაერიგებინათ. ფაქტია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, საკუთარი ბელადის დავალებით მოახდინეს კანონის დარღვევა. მაქვს იმედი და მოლოდინი, რომ შესაბამისი უწყებების მიერ მოხდება ორგანიზატორების იდენტიფიცირება და კანონის შესაბამისად დასჯა! მოვუწოდებ ოპოზიციას, იაზროვნეთ სახელმწიფოებრივად და არა მერკანტილურად”- აცხადებს დავით ჩიხელიძე.

ცნობისთვის, დღეს, 26 მარტს, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია მოაწყეს, სადაც 200-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. აქციის ორგანიზატორებმა ზუგდიდის მოსახლეობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეები დაურიგეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გამოეხმაურა და მათ საქციელს უპასუხისმგებლო უწოდა. შენგელიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამ საკითხს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან. მან მოქალაქეებს წესების დაცვისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

თბილისის ზღვის

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 14 წლის მოზარდ...

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მიღებული 25 პასუხიდან ერთ პაციენტს კოვიდინფექცია აღმოა...
11:15
პარლამენტის დიაპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია გამოცემა "დეილი სიგ...
48 წუთის წინ
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრ...
18:23
„100-დღიანი გათამაშება გრძელდება და ყველას აქვს შესაძლებლობა, მოიგოს ახალი იაგუარი და წილი 1.000.000...
18:09
„აქსის თაუერსი“ შეუერთდა მერიის ინიციატივას, რომელიც ბიზნეს-სექტორისა და მოქალაქეთა მხრიდან დედაქალა...
18:00
უმრავლესობის წევრები 400-მდე სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახ...
სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად, დღეს თბილისის საკრებულოს პროდუქტები კომპ...
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების...
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციას ბიზნესკომპანიები „აქსი...
მოძრაობა „შენმოქმედი“ მიუსაფარ ცხოველებს...
„სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედი“ შეუერთდა კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს პან...
აჭარაში, სოფელ გუნდაურში განვითარებული მ...
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუნდაურში განვითარებული მეწყრის შედეგადაც საავტომობ...