მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე გურამ დოჩანაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

თბილისის მერი, 2020

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მწერალ გურამ დოჩანაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

"დაბადების დღეს ვულოცავ ქართველ კლასიკოსს, თანამედროვეობის გამორჩეულ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს. ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი წილი დოჩანაშვილი, კაცი, რომელიც გვაყვარებს არა მხოლოდ ლიტერატურას, არამედ კაცობრიობას, მთელ სამყაროს. დიახ, დედამიწას სიყვარული ამოძრავებს და დღეს, მთელი მსოფლიოსთვის რთულ პერიოდში, ეს კიდევ უფრო თვალნათელია. ჯანმრთელობას და ხანგრძლივ შემოქმედებით სიცოცხლეს ვუსურვებ ბატონ გურამს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ",- წერს კალაძე სოციალურ ქსელში.