საზოგადოება

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მოქალაქეების საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის პროგრამაში ჩაერთვება

კულტურული მემკვიდრეობის მანქანები
10:21 26.03
დაკოპირებულია

კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული  საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ავტოპარკი და ტექნიკური პერსონალი მოქალაქეების საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის პროგრამაში ჩაერთვებიან. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების კუთვნილი 5 ავტომანქანა და მათი მძღოლები თბილისის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კოორდინირების ქვეშ მოექცევა.  

პერსონალის მიერ შესაბამისი სამედიცინო უსაფრთხოებისა და ქცევის ნორმების სათანადო ტრენინგის გავლის შემდეგ, სააგენტოს მძღოლები, სხვა მოხალისეებთან ერთად, განახორციელებენ საცხოვრებელ სახლებში მყოფი ასაკოვანი მოქალაქეებისთვის პროდუქტისა და მედიკამენტების მიწოდებას.  ამ სერვისის მისაღებად მოქალაქეები თბილისის მერიის ცხელ ხაზს (032) 2722222 და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცხელ ხაზს (032) 2961092 დაუკავშირდებიან.   

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინსპექტირებისა და მონიტორინგის პროცედურები  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სხვა ავტომანქანებისა და თანამშრომლების მიერ განხორციელდება.

ლარის კურსის ცვლილება

„ლარის კურსი შესაძლოა 4-მდეც გაიზრდოს, გ...

21 სექტემბრის მონაცემებით ეროვნული ვალუტა მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს. Bloomb...
როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, არჩევნებს აყალბებდა, ახლა, ისინი დაკავებულნი არიან...
36 წუთის წინ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამ...
37 წუთის წინ
„მე არ გამკვირვებია მისი ასეთი შეფასება. მისი განცხადებების ქრონოლოგიას თუ მივყვებით, ის ერს და ქვეყ...
40 წუთის წინ
„ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხ...
47 წუთის წინ
ერაყში ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი...
ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ბაღდადში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. ამის შესახებ ტ...
54 წუთის წინ
არჩილ თალაკვაძე: „ქართულმა ოცნებამ“ თქვე...
„ჩვენ გვაქვს სამომავლო ხედვა და მიზნები, რომელიც ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების...
თავდაცვის მინისტრმა ავღანეთის მისიის შეს...
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმ...
რატომ არ ხურავთ ამ სამარცხვინო საქმეს? -...
ფონდ „იავნანას“ დამფუძვნებელი პაატა ბურჭულაძე საქართველოს გენერალურ პროკურატურას...