მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ენდელაძე: დღეს, სავარაუდოდ, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდება

ექიმი მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორის მარინა ენდელაძის თქმით, შესაძლოა, დღეს კიდევ 2 პაციენტს დაუდასტურდეს კორონავირუსი. ამის შესახებ ენდელაძემ „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, არის სავარაუდო შემთხვევა, რომელიც, ალბათ, დადასტურდება:

„ახალი ინფიცირებულების შესახებ ზუსტად ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა, სავარაუდოდ, ორი ახალი შემთხვევა დღეს დადასტურდება, მაგრამ ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ მოგაწოდებთ. სავარაუდო გამოვლენილ კლინიკურ სიმპტომებსა და ინფიცირებულთან კონტაქტს გულისხმობს“, - განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, 19 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. საკარანტინე რეჟიმში 1344, ხოლო სტაციონარში 216 ადამიანი იმყოფება.