მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება

სადეზინფექციო სამუშაოებისთვის

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში,  ქალაქ მარნეულის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება დაიწყო.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება რამდენიმე დღე გაგრძელდება და ქალაქის შემდგომ, სოფლებსაც მოიცავს.

სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების პროცესს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები  აწარმოებენ. 

სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით ხორციელდება. სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობითა და ორგანიზებით ხორციელდება.