მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

#StopCov ფონდში „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ 300 000 ლარი გადარიცხა

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფმა“ stopcov ფონდში 300 000 ლარი გადარიცხა

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ უერთდება ბიზნესასოციაციის მიერ წამოწყებულ ბიზნესსოლიდარობას და „COVID 19"-ის წინააღმდეგ საბრძოლველად წამოწყებულ აქციაში ერთვება. 

კომპანიამ 300 000 ლარი გადარიცხა ანგარიშზე, რომელიც სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე მიემართება  - დანიშნულებით #Stopcov ფონდი.

„ვიმედოვნებთ, რომ ასეთი სოლიდარობითა და თანადგომით, სადაც  თითოეულ ჩვენგანს ეცოდინება, სად დგას, რას აკეთებს და რისთვის, ჩვენ შევძლებთ პრობლემებთან გამკლავებას“, - აცხადებენ „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“.