Pia Logo
საზოგადოება

თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი მკაცრ საკარანტინო ზონაში პრევენციულ მოქმედებებს ახორციელებს

ბოლნისის და მარნეულის კონტროლი
15:40 26.03

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მკაცრ საკარანტინო ზონაში თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხარდასაჭერად აქტიურად არის ჩართული საპრევენციო ღონისძიებებში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციელები მარნეულის საავიაციო ბაზას, მიმდებარე ტერიტორიასა და საკონტროლო გამშვებ პუნქტებს რეგულარულად აკონტროლებენ. ისინი საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეების გადაადგილებას მკაცრად ამოწმებენ. მონიტორინგის პროცესში გამოიყენება უახლესი ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, ხორციელდება ტერიტორიის "დრონით" შესწავლა. სისტემატურად მოწმდება ბაზის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ქალაქის მცხოვრებ სამხედრო და სამოქალაქო პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მკაცრად კონტროლდება მათი ტერიტორიაზე გადაადგილება.

სამხედრო პოლიციის საქმიანობის დეტალური ანგარიშის განხილვა მარნეულის საავიაციო ბაზაზე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მიერ მოწყობილ შტაბში ყოველდღიურად ხდება. 

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში 23 მარტიდან ჩაერთო. თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან სრულ კოორდინაციაში საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.

თბილისის ზღვის

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 14 წლის მოზარდ...

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მიღებული 25 პასუხიდან ერთ პაციენტს კოვიდინფექცია აღმოა...
11:15
„100-დღიანი გათამაშება გრძელდება და ყველას აქვს შესაძლებლობა, მოიგოს ახალი იაგუარი და წილი 1.000.000...
57 წუთის წინ
„აქსის თაუერსი“ შეუერთდა მერიის ინიციატივას, რომელიც ბიზნეს-სექტორისა და მოქალაქეთა მხრიდან დედაქალა...
18:00
სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად, დღეს თბილისის საკრებულოს პროდუქტები კომპ...
17:52
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ...
17:18
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2020 დავით ზალკალიანი: 40-ზე მეტ ქვეყანაში 2 425 მ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეისათვის, საზღვარგარეთ საქარ...
ახალციხეში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მა...
ავტოსაგზაო შეთხვევა მოხდა ახალციხე-ვალეს გზაზე, სოფელ ივლიტასთან. მძღოლმა სავარ...
საქართველოს ბანკმა 55 მილიონი დოლარის მო...
საქართველოს ბანკმა 55 მილიონი დოლარის მოცულობის 10 წლიანი ინვესტიცია მოიზიდა. ინ...
მოძრაობა „შენმოქმედმა“, პროექტ „ჩართესთა...
„20 ლეპტოპი - 20 უფროსკლასელს“, - სოციალურ ქსელში ქვეყნდება ინფორმაცია, რომ სექტ...