მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კანადის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა

კანადის პრემიერი მეუღლესთან ერთად
1584075702
COVID-19

კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს მეუღლეს სოფი გრეგუარს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად ტრუდომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

"სამწუხაროდ, სოფის COVID 19-ზე ანალიზის პასუხები დადებითი აღმოჩნდა. სიმპტომები მსუბუქია და მასზე მეთვალყურეობა მიმდინარეობს.თავს კარგად ვგრძნობ, ვირუსის არანაირი სიმპტომი არ მაქვს, თუმცა ვრჩები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ სახლიდან მუშაობას", - წერს ტრუდო.

ცნობისთვის, კანადაში ახალი კორონავირუსით 140 ადამიანი დაინფიცირებული. Covid 19 ჩინეთში, პირველად, 2019 წლის დეკემბერში უხანის პროვინციაში დაფიქსირდა. ამ ეტაპზე, ინფექციასთან დაკავშირებით ჩინეთში სიტუაცია გაუმჯობესდა. რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბით არსებულ ვითარებას, ამ დროისთვის, კორონავირუსი 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, შესაბამისად, ინფექცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

საქართველოში 12 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსით 25 პირია ინფიცირებული, მათ შორის არის არასრულწლოვანი.