მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მონაკოს პრინცს COVID-19 დაუდგინდა

მონაკოს პრინცი

მონაკოს პრინც ალბერტს COVID-19 დაუდასტურდა.

ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 62 წლის პრინცი თავს კარგად გრძნობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

ცნობისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 200 ათასზე მეტია. საქართველოში, 19 მარტის მონაცემებით ლაბორატორიულად დადასტურებული 40 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის ერთი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა მსოფლიოს ქვეყნებს მიმართა და მოუწოდა, რომ ვირუსზე რაც შეიძლება მეტი ადამიანის ტესტირება მოახდინონ.