მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან სალუქვაძე: რეგიონში მიმდინარე დაძაბული პროცესების ფონზე, საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა პრემიერმა ნატოს გენერალურ მდივან სტოლტენბერგთან

ამირან სალუქვაძე - ექსპერტი სამხედრო პოლიტიკურ საკითხებში.

რეგიონში მიმდინარე დაძაბული პროცესების ფონზე, საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა პრემიერმა გახარიამ ნატოს გენერალურ მდივან სტოლტენბერგთან. ეს შეხვედრა ასევე მნიშვნელოვანია შიდა პოლიტიკისთვის, პირდაპირი გზავნილია მმართველი პარტიის ოპონენტებისადმი, მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს საგარეო კურსს და ნატო-საქართველოს ურთიერთობების მაღალ ნიშნულზე არსებობას,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე აცხადებს.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ე.წ. პროდასავლური ძალები არ ეხმიანებიან ამ ვიზიტს და ევროინტეგრაციის საკითხში მხარდაჭერის და ერთიანი ძალისხმევის ნაცვლად, წლების მანძილზე ხელის შემშელ ქმედებებს მიმართავენ.

„სტოლტენბერგის მხრიდან არ მოგვისმენია რაიმე სერიოზული პრეტენზიები საქართველოს გაწევრიანებისათვის მზადყოფნასთან დაკავშირებით. ჩემთვის ყურადსაღები იყო ნატო-საქართველოს შორის საჰაერო ვითარების შესახებ ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირევით. ეს ინიციატივა, მოკრძალებულად რომ ვთქვა, ჩემი სარდლობის დროს დაიწყო და ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოების ერთიანი სისტემისთვის. იმედია ის განახლებული მიდგომებით და სრულყოფილად განხორციელდება. ამისათვის საქართველომ დამატებითი რადარები უნდა შეიძინოს და სხვა საჭირო ზომები გაატაროს. არჩევნებთან დაკავშირებუთაც მკაფიო განცხადებები გაკეთდა. რაც მთავარია, ნატო, მთელი ცივილიზებული სამყარო აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხაედაჭერას”,- აღნიშნავს ამირან სალუქვაძე.