მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გიორგი გახარია ოპოზიციისთვის სტრატეგიული პრობლემა, მაგრამ სიტუაციური მოკავშირეა“ - გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი

„გახარიას გამბიტი” - გიორგი გახარია ოპოზიციისთვის სტრატეგიული პრობლემა, მაგრამ სიტუაციური მოკავშირეა,“ - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გახარიასთან დაპირისპირება ოპოზიციისთვის პოლიტიკური სიბრიყვე იქნება:

„ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა საკუთრივ რიგგარეშე არჩევნების პოსტ-საარჩევნო კოალიციაში „ქართული ოცნების“ პარტნიორად უფრო უნდა მოვიაზროთ.შესაბამისად, ახლა გახარიასთან დაპირისპირება ოპოზიციისთვის პოლიტიკური სიბრიყვე იქნება. მთელი დაგროვილი ენერგია მის წინააღმდეგ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ უნდა გააქტიურდეს,“- აღნიშნავს გია ხუხაშვილი.