ანალიტიკა

„ტრამპმა ნატო-ში ბევრი ავეჯი გადააადგილა და გადაყარა კიდეც, ახლა საჭიროა ამ ავეჯის დაბრუნება“ - ზაქარეიშვილი ნატო-ს სამიტზე

კონფლიქტოლოგი
1623664434
დაკოპირებულია

„ძალიან ნუ გვწყდება გული, რომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ. ნატო საქართველოს ძალიან გულწრფელი და ერთგული მხარდამჭერია ყველა დონეზე. ამ სამიტზე ჩვენი თემის ისე არ განხილვა, როგორც ჩვენ გაგვიხარდებოდა, ეს არ არის საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ბაიდენის გაცნობის ამბავი, რას ტოვებს ტრამპიდან და რას უარყოფს“, ასე ეხმაურება კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნატო-ს დღევანდელ სამიტს, რომელიც ბრიუსელში იმართება.

მისი თქმით, დღევანდელი სამიტი თავად ნატო-ში სიტუაციის დალაგებას ემსახურება, რაც პირველ რიგში, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინტერესშია.

„ამ სამიტიდან მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის არსებით ცვლილებებს არ ველოდები. არის ხოლმე მართლაც მნიშვნელოვანი სამიტები 5-10 წელიწადში ერთხელ ხოლმე, თუმცა, დღევანდელი ასეთი არ არის.

მნიშვნელოვანი სამიტი იყო, მაგალითად 2008 წელს, სადაც უკრაინა-საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხი უნდა განხილულიყო და ასე არ მოხდა, რასაც მოჰყვა გართულებები.

მით უმეტეს, ბაიდენი არის ახალი პრეზიდენტი და ეს მისთვის გაცნობითი სამიტია. ბაიდენამდე იყო საკმაოდ ექსცენტრიკული და უცნაური პრეზიდენტი ტრამპი, რომელმაც ბევრი რამ აურია თავად ნატო-ში. ამიტომ, ახლა ნატო-ს ჯერ თავისი საკითხები აქვს დასალაგებელი. უხეშად რომ ვთქვათ, ტრამპმა ნატო-ში ბევრი ავეჯი გადააადგილა და გადაყარა კიდეც. ახლა საჭიროა ამ ავეჯის დაბრუნდება და თავის ადგილზე დალაგება. პირველად ტრამპმა აურია ბევრი რამ, ახლა კი თავად ნატო-ში სიტუაციის დალაგებაა საჭირო“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა PIA.GE-სთან საუბარში.

როგორც მან განაცხადა, სწორედ ამიტომ კონტექსტიდან ამოვარდნილი და გაუგებარი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადება, რომ მთავრობის მუშაობის შედეგად დღევანდელ სამიტზე საქართველოს საკითხიც იქნება განხილული.

„ცოტა არ იყოს უცნაური და სამარცხვინო იყო ზალკალიანის განცხადება, რომ ჩვენი დიდი შრომის შედეგად დღის წესრიგში აღმოჩნდა საქართველოო, ანუ რა გამოდის, რომ ვეტენებით? ძალით ვაიძულეთ? ძალით სიყვარული ვის გაუგია. ნატო-მ დღეს არ უნდა განიხილოს შენი საკითხი, მაგრამ ისე ჯიუტად, ისე უტიფრად, ბრმად უტევ, რომ იძულებულია განიხილოს შენი საკითხი და ეს ნორმალურია? როცა ყველას ეცოდინება, რომ საქართველო შემოეტენა და გვაიძულა მათი საკითხი განგვეხილა. სრულიად ამოვარდნილი იყო ზალკალიანი კონტექსტიდან და მის განცხადებას საერთო არაფერი ჰქონდა ნატო-ს კეთილგანწყობასთან.

იქნება ძალიან კარგი, ნორმალური განცხადებები, როგორც საქართველოზე, ისე უკრაინაზე, როგორც წინა წლებში. ახლა ჩვენთვის მთავარია, როგორი იქნება თავად ნატო მომდევნო წლებში. თუ ბაიდენი ხელახლა დაალაგებს ევროპასთან ურთიერთობას და ყველა კმაყოფილი იქნება იმით, რომ ამერიკა დაბრუნდა ნატო-ში, რაც უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ეს ასეა, ეს იქნება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კონფლიქტოლოგმა.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს სამიტი ბრიუსელში შევიწროებულ ფორმატში 14-18 ივნისს გაიმართება.

ექიმი ნანა გეგეჭკორი

„თავყრილობები და პრევენციის წესების უგულ...

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საქართველოში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.

1628003327

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონალური გამოწვევების წინაშე, ჩვენი ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628010128

„დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა ვაქცინაციაზე გადის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628009494

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

1628007869

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

1628005921
თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში
ავარიული სახლის
გამაგრება მიმდინარეობს

თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიული სახლის...

დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიულ საცხოვრებელ სახლს ამაგრებს, რომელშიც 56 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გივი მიქანაძე: არანაირი საფუძველი არ გვა...

„არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვენდოთ შედეგებს, რომელიც IRI-ის დაკვეთით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულმა კომპანია IPM-მა განახორციელა“, - განაცხადა „რუსთავი-2-ის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.

„სააკაშვილის ხელისუფლების დროს მითხრეს,...

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, წინა ხელისუფლების დრო მას უშიშროების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მის მოსმენას აპირებდნენ.

„ჩემთვის ამ ციფრებს არანაირი მნიშვნელობა...

ექსპრემიერი გიორგი გახარია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო კვლევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა მოქალაქეებთან შეხვედრაა.