არჩევნები 2020

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა სადეპუტატო მანდატი მოიპოვა

„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი -
კობახიძე ირაკლი
1605975175
დაკოპირებულია

„გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები, როგორც მოსალოდნელი იყო „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

კობახიძის თქმით, მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

„დასრულდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრა. როგორც მოგეხსენებათ 2016 წლის ანალოგიურად, სამწუხაროდ ოპოზიციამ ამჯერადაც უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე.

თუმცა მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, ნახევარ მილიონზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები, როგორც მოსალოდნელი იყო „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატი. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებს, კობახიძის თქმით, მანდატი შემდეგი სახით განაწილდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 36 მანდატი, “ევროპული საქართველო“ - 5 მანდატი, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი და გირჩი - 4-4 მანდატი, მოქალაქეები - 2 მანდატი, ლეიბორისტული პარტია - 1 მანდატი.შედეგად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია 9 პოლიტიკური სუბიექტი და სადაც მმართველი პარტია არ ფლობს ჭარბ უმრავლესობას“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე.

„დარწმუნებული ვართ, ახალი, მრავალპარტიული პარლამენტი გახდება საუკეთესო პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. მომავალი პარლამენტი უნდა გახდეს უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტრუმენტი იმ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გლობალურმა პანდემიამ შექმნა.

თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მივულოცო საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს მხარდამჭერებს გამოცხადებული ნდობისთვის. ამ ნდობის გასამართლებლად „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს“, - დასძინა კობახიძემ.


ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნების II ტური 21 ნოემბერს გაიმართა. ოპოზიციურმა სპექტრმა არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა.

ხმის მიცემა 20:00 საათზე დასრულდა. მიმდინარეობს ხმების დათვლა.

პარტია გირჩის ლიდერი 2020

„როგორც  ზომიერად გააკრიტიკა მმართველი გ...

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ ორივე მხარემ ამით დემოკრატიის სურათი დახატა.

„ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათ მითითებები, კრიტიკა, პატივისცემა რომ დავიმსახუროთ, თავად უნდა ვცემდეთ პატივს ჩვენს თავსა და სიტყვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628011091

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონალური გამოწვევების წინაშე, ჩვენი ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628010128

„დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა ვაქცინაციაზე გადის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628009494
ამერიკის შეერთებული
შტატები

ნიუ-იორკში ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმე...

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

გახარია ამბობს, რომ წარსულზე არ ისაუბრებ...

„თუ გიორგი გახარია საუბრობს ღირსებაზე და ამბობს, რომ წარსულზე საუბარი არ სურს, მაშინ გაიხსენოს, რაც იკადრა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც თქვა, რომ 20 ივნისს პარლამენტარები კურდღლებივით დაიმალნენ. ოღონდ ეს კი არ მოყვა, არამედ მოიტყუა კიდეც. ანუ წარსულზე კი არ ისაუბრა, არამედ ტყუილი მოიგონა და ასეთი რამ აკადრა ყოფილ თანაგუნდელებს და პირადად მეც“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე: კვლევების გაყალბება პი...

„კვლევების გაყალბება პირველ რიგში უზრუნველყოფს საზოგადოებაში არასწორი განცდების შექმნას, მაგრამ საბედნიეროდ, საზოგადოება ამით აღარ ტყუვდება“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ IRI-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

საპატრიარქო ანჩისხატთან დაკავშირებით მორ...

საქართველოს საპატრიარქო ანჩისხატთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.