მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წადი, წადი“- ვითარება ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან

აქცია ივანიშვილის რეზიდენციასთან

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-რეზიდენციასთან იმყოფებიან.

აქციის მონაწილეები „წადი, წადის“ სკანდირებენ ივანიშვილის რეზიდენიის წინ.

„ვის იცავთ, ვის“- ასე მიმართავენ აქციის მონაწილეები ივანიშვილის რეზიდენციის წინ შეკრებილ სამართალდამცველებს.

აქციის მონაწილეეები სამართალდამცველებს მოუწოდებენ არა ერთი კონკრეტული პიროვნება ივანიშვილი, არამედ საქართველო და ქართველი ხალხი დაიცვან.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დანაყოფები.

🔴არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

🔴რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებენ.