მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მანქანა დააზიანეს

ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმდჯომარის მანქანა დააზიანეს

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის პირადი ავტომობილი დიდი ქვით დააზიანეს.

დაზიანებულია წინა საქარე მინა. როგორც მირანდა მესხი ამბობს, მას მანქანა ასეთ მდგომარეობაში დღეს დილით დახვდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება. ქუთაისში, ასევე, იმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარა განაცხადა ოპოზიციურმა სპექტრმა.