არჩევნები 2021

განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

ცესკო ეტლით მოსარგებლე
ამომრჩევლებს მიმართავს
შეარჩიონ ადაპტირებული
საარჩევნო უბანი
1633691757
დაკოპირებულია

საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობები გრძელდება. მაგალითად ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არ მისცეს შესაძლებლობა, მედიისთვის გაეცნო ზუსტი და დეტალური ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა. მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებით დაინტერესებულ მხარეებს არ შეუშალონ ხელი საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას. აღნიშნულ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად საარჩევნო პროცესი: კენჭისყრის დღე, ხმების დათვლა, გადათვლები, საჩივრების განხილვა უპრეცედენტოდ გამჭვირვალე გარემოში წარიმართა, კონკრეტული პირები კვლავ მიზანმიმართულად ცდილობენ პროცესის დაზიანებას.

„ასევე, უნდა გამოვეხმაუროთ საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე საჩივრების განხილვის პროცესს, რომელიც დღეს სრულდება, თუმცა, კომისიის წევრებს საკუთარი მოვალეობების შესრულება კონკრეტული პარტიების მხრიდან ზეწოლის ფონზე უწევთ.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლა ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, როდესაც კომისიამ კანონის სრული დაცვით განიხილა როგორც საარჩევნო სუბიექტების, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები, რომლებიც 4 საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლა/გადამოწმებას შეეხებოდა, ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი ჰქონდა უსაფუძვლო ბრალდებებს და მანიპულაციას, თითქოს, ბათილი ბიულეტენები გახსნილი და ხელახლა დალუქული იყო, ასევე თითქოს შედეგები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაკეთდა. რეალურად პროცესი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, - დალუქული კონვერტების გახსნა და ბათილი ბიულეტენების დათვლა მოხდა გამჭვირვალედ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის თანდასწრებით, სადაც ნათლად ჩანდა ყველაფერი და გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ ხმათა უმრავლესობით, მსჯელობის შემდეგ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საუბნო შემაჯამებელ ოქმში შესწორების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ გადათვლის საფუძველზე. ასევე საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელდა ბიულეტენების გადათვლა 360 უბანზე საქართველოს მასშტაბით.

გადათვლის მექანიზმი და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამ პროცესის უმოკლეს ვადებში რეალიზება იყო გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, კანონით დადგენილი პროცედურების ხელის შეშლისა და დისკრედიტაციის მცდელობებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ვინოგრაფი“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა.

1635312899

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

1635312254

„ჩინეთში ადამიანების ფრინველის გრიპით ინფიცირების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების წარმოქმნის რისკებზე მიანიშნებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

1635280325

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

1635279904
22 ოქტომბერს თბილისის
უბნების ნაწილს
ელექტრომომარაგება
შეეზღუდება

27 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომ...

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

იოსებ ხახალეიშვილი: ჩემთვის არ იყო ცნობი...

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ გუშინ, რუსთავის ციხესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული აქციის შესახებ ინფორმირებული არ იყო და არც აქციის მონაწილეებს იცნობს.

1635275999
„კოვიდის კრიზისის დასრულებამდე ჯერ კიდევ...

„კორონავირუსის კრიზისის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა განაცხადა.

დეგნას ცხელება ინდოეთში, სამეფო ოჯახიდან...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 26 ოქტომბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.