მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ოზურგეთში მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელებს და ავთანდილ თალაკვაძეს შეხვდნენ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე, ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოზურგეთში, მერობის კანდიდატს ავთანდილ თალაკვაძეს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ ავრცელებენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე.

ოზურგეთის გარდა, დღეს შეხვედრები გაიმართა ბათუმსა და ხელვაჩაურში. რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრები მიმდინარე კვირაში გაგრძელდება.