მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ზუგდიდში ანზორ მელია 48.17%-ით ლიდერობს

ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მერობის კანდიდატი

ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების პირველად შედეგებს აქვეყნებს.

ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით, ზუგდიდის მერის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანზორ მელია ლიდერობს.

რაც შეეხება ხმების პროცენტულ მაჩვენებელს, შედეგები ამ დროისთვის ასეა გადანაწილებული:

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ანზორ მელია - 48,17%

N8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - ილია ჩაჩიბაია - 0.83%

N25 გახარია - საქართველოსთვის - გიორგი შენგელია - 10.99%

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - მამუკა წოწერია - 40.01%

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემა დასრულებულია და უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

ამავე თემაზე:

🔴 თბილისის მერობის კანდიდატების შედეგები სამი ტელეკომპანიის ეგზიტპოლების მიხედვით

🔴 „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე ლიდერობს

🔴 IPSOS-ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ნიკა მელია ლიდერობს

🔴 „ქართული ოცნება“ -38.6 %, ენმ - 33 %, „საქართველოსთვის - 7.6%“ - IPSOS-ის ეგზიტპოლის შედეგები - თბილისის მონაცემებით

🔴 „ქართული ოცნება“ - 47.6%, ენმ -27.1% , „საქართველოსთვის“ - 6.8 - GORBI-ის ეგზიტპოლის შედეგები

🔴 Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე 43%-ით ლიდერობს