არჩევნები 2021

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საგანგებო განცხადება

კენჭისყრის პროცესი
დასრულდა
1633700593
დაკოპირებულია

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საოლქო საარჩევნო კომისიაზე და უშუალოდ ჩემზე უკვე ორი დღეა მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდება და ასევე კონკრეტული პირები ცდილობენ პირადად ჩემს დისკრედიტაციას.
ხაზგასმით ვაცხადებ, რომ თითოეული ჩემი ქმედება და გადაწყვეტილება არის პირველ რიგში კანონისმიერი; ჩემზე, როგორც საჯარო მოხელეზე და ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიაზე ვერცერთი საარჩევნო სუბიექტის პირადი მოსაზრებები გავლენას ვერ მოახდენს.

ის, რაზედაც აპელირებენ საარჩევნო სუბიექტები და კონკრეტული პოლიტიკური პარტია ბათილი ბიულეტენების გადათვლა/გადამოწმებასთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ არის სიცრუე და პრეტენზიები წარმოჩნდა მხოლოდ მას მერე, როდესაც ბათილი ბიულეტენების დათვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული ხმების რაოდენობა მოემატა.

ამავე პოლიტიკურმა ძალებმა პირველ რიგში მედიას შეუშალეს ხელი და არ მისცეს შესაძლებლობა მიეღოთ საოლქო საარჩევნო კომისიისგან დეტალური ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ. გამოიწვიეს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის და შესაბამისად უშუალოდ კომისიის მუშაობის პარალიზება. ასევე დააზიანეს საოლქო კომისიის ინვენტარი. ჩვენ, წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველების გამოძახებაც მოგვიწია. მხოლოდ მათი ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი საოლქო კომისიის საქმიანობის აღდგენა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თითოეული ქმედება ხორციელდება ჩართული მხარეების დეტალური დაკვირვების ქვეშ. ჩვენი საქმიანობა ასახულია, როგორც მედიის ისე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. ვაგრძელებთ საქმიანობას გამჭვირვალედ და კანონმდებლობის სრული დაცვით.

მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, - ყველა დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია და მზად ვარ, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მივაწოდო დეტალური ინფორმაცია“.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

1635279904

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1635279551

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.

1635279192
თელავში ავარია მოხდა

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტალიას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს (ვ...

სამხრეთ იტალიას ქარიშხალი „მედიკანე“ თავს დაატყდა. ქარიშხალს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძ...

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის რეაბილიტირებული მოედანი გახსნა. ღონისძიებაზე მან სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ისტორიულ უბანში კ...

ამ ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს და ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.