მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სემეკი: 1-ლი ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არ იგეგმება

თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისათვის   166 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ტარიფის მატება არ იგეგმება. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ტარიფების მატებასთან დაკავშირებით ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. კომისიის ვარაუდია, რომ ტარიფების მატებაზე გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანია ხელი შეეშალოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესს.

„სემეკის მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე პირველი ივლისიდან ასამოქმედებელი სიახლეები არ უკავშირდება ტარიფებს. კომისია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება. სემეკი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.